ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10669&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა,
ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა.

2 უმრავლესი ერისა შთაიყვანე შუებით. და იშვებდენ შენ წინაშე, ვითარცა შუებულნი სალეწავსა ზედა და ვითარსახედ განმყოფელნი ნატყუენავისანი

3 მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე,

4 რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,

5 რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.

6 რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.

7 სიკუდილი მოავლინა უფალმან იაკობისა ზედა; და მოვიდა ისრაჱლსა ზედა.

ესაია წინასწარმეტყველი 9:7 - The Prophet Isaiah
The Prophet Isaiah
8 და ცნას ყოველმან ერმან ეფრემისმან და მსხდომარეთა სამარიას შინა, გინებისა მიერ და მაღლისა გულისა მეტყუელთა.

9 ალიზნი დაეცნეს, არამედ მოვედით გამოვდალაბრნეთ ქვანი და მოვკუეთნეთ ლეღუსულელნი და ნაძვნი და ვიშენოთ თავისა თვისისა გოდოლი.

10 და დააკუეთნეს ღმერთმან ზედააღდგომილნი მთასა ზედა სიონსა მას ზედა და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.

11 ასურნი მზისა აღმოსავალთათ და ელლენნი - მზისა დასავალთათ, რომელნი შეშჭამენ ისრაელსა ყოვლითა პირითა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა ჩემი, არამედ მერმეცა ჴელი მაღალი.

12 და ერი არა მოიქცა, ვიდრემდის იწყლა, და უფალი არა გამოიძიეს.

13 და მოსპობს უფალი ისრაელისაგან თავსა და ბოლოსა, დიდსა და მცირესა, ერთსა შინა დღესა:

14 მოხუცებული და რაჲთა დაუკჳრდებოდიან პირნი, ესე არს დასაბამი და წინასწარმეტყველი, მასწავლელი უშჯულოთაჲ, ესე არს ბოლოჲ.

15 და იყვნენ მნატრელნი ამის ერისანი მაცთუნებელნი და აცთუნებდენ, რაჲთა შთანთქნენ იგინი,

16 ამისთჳის ჭაბუკთა მათთა ზედა არა იშუებდეს ღმერთი, და ობოლნი მათნი და ქურივნი მათნი არ შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ, და ყოველი პირი იტყჳს ცრუთა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

17 და აღეტყინოს, ვითარცა ცეცხლი, უშჯულოებაჲ და, ვითარცა კლერტი, ჴმელი, შეიჭამოს ცეცხლისა მიერ. და აღეტყინოს დასოთა შორის მაღნარისათა, და თავად შეჭამნეს გარემონი ბორცუთანი ყოველნი.

18 გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა თანა დაიწვას ქვვყანაჲ სრული, და იყოს ერი, ვითარცა შემწუარი ცეცხლისა მიერ-კაცმან ძმა თვისი არ შეიწყალოს,

19 არამედ მიაქციოს მარჯვენით კერძო, რამეთუ ჰშიოდის და ჭამოს მარცხენითგან და ვერ განძღეს კაცი მჭამელი ჴორცთა მკლავისა თვისისათა, რამეთუ ჭამდეს მანასი ეფრემისსა და ეფრემ მანისისსა,

20 რამეთუ ერთბამად მოადგენ იუდასა. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.

<< ← Prev Top Next → >>