ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10674&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 მსწრაფლ მოვალს და არა ჰყოვნის, და დღენი მისნი არ მოზიდულ იქმნენ. და შეიწყალოს უფალმან იაკობი და გამოირჩიოს მერმე ისრაილი; და განისუენებდეს ქუეყანასა ზედა მათსა და მექუეყანე შეეძინოს მათ თანა და შეეძინოს სახლისა მიმართ იაკობისსა.

2 და მიიხუნენ იგინი ნათესავად, და შეიყვანნენ ადგილად მათდა და დაამკჳდრნენ და განმრავლდენ და განიყოფდენ მათ ძენი ისრაილისანი ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ ტყუებ ტყუემქმნელნი მათნი, და იუფლებოდინ უფლებულნი მათნი.

3 და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა განგისუენოს შენ უფალმან სალმობისაგან შენისა და გულისწყრომისა შენისა და მონებისა შენისა ფიცხლისა, რომლითა ჰმონებდი მათ.

4 და მოიღო გოდება ესე მეფისა ზედა ბაბილონისასა და სთქვა მას დღესა შინა: ვითარ განსუენებულ არს მიმჴდელი და განსუენებულ არს მოსწრაფე.

5 შემუსრა უფალმან უღელი ცოდვილთა, უღელი მთავართა.

6 დამცემელი ნათესავი გულისწყრომითა წყლულებითა უკურნებელისათა, მგუმელი ნათესავი გულისწყრომითა წყლვისათა, რომელსა არა ერიდა.

7 განისუენა მინდობით ყოველმან ქუეყანამან, და ჴმობს შუებულებით.

8 და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი.

9 ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.

10 ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე.

11 ხოლო შთაჴდა ჯოჯოხეთად დიდება შენი და მრავალი შუებულება შენი, ქუეშე შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ და სავანე შენდა მატლი.

12 ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა.

13 ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ.

14 აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა.

15 ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰჴდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა.

16 მხილველთა შენთა დაუკვირდეს შენ ზედა და თქუან შენთჳს: ესე კაცი განმაძჳნებელი ქუეყანისა, შემარყეველი მეფეთა,

17 დამდებელი მკჳდროვნისა სრულისა უდაბნოდ, და ქალაქთა მისთა დამარღუეველი, მოსაწევართაშინანი არ ჴსნილ-ყვნა სახლებთა შორის მათთა.

18 ყოველთა მეფეთა წარმართთასა დაიძინეს პატივით, კაცმან სახლისა შორის თჳსისა,

19 ხოლო შენ დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკუდარი მოძაგებული, მრავალთა თანა მომკუდართა და წერტგანგუმერილთა მახვილითა და შთამავალთა ჯოჯოხეთად; ვითარსახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არს წმიდა,

20 ეგრეთვე არცა შენ იყო წმიდაჲ მით, რამეთუ ქვეყანა ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ. არა ეგო საუკუნესა ჟამსა, თესლი ბოროტი.

21 განჰმზადენ შვილნი შენნი მოსრვად ცოდვებითა მამათა მათთათა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანა და აღავსონ ქუეყანა ბრძოლათა მიერ.

22 და ზედააღუდგე მათ, - იტყჳს უფალი საბაოთ, და წარვწყმიდო სახელი მათი და ნეშტი და თესლი, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: და დავდვა ბაბილონი ოჴრად,

23 ვიდრემდის დაემკჳდრნენ გრძღაბნი ექინნი, და იყოს არარად. და დავდვა იგი თიჴისა მთხრებლად წარსაწყმედელად, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

24 ვითარსახედ ვთქუ, ეგრეთ იყოს, და ვითარსახედ განმიზრახავს,

25 ეგრეთ ეგოს წარწყმედად ასსურასტანელთა ქუეყანისა ზედა ჩემისა და მთათა ზედა ჩემთა. და იყვნენ დასათრგუნველ, და აღებულ იქმნეს მათგან უღელი მათი და ძალი მათი მჴართა მათთაგან აღებულ იქმნეს.

26 ესე განზრახვა, რომელსა განიზრახავს უფალი სრულსა ზედა მკჳდროანსა, და ესე ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა,

27 რამეთუ, რომელთა განიზრახავს ღმრთისა წმიდაჲ, ვინ დაჴსნას? და ჴელი მისი მაღალი ვინ გარემიაქციოს?

28 წელსა, რომელსა მოკუდა აქაზ მეფე, იქმნა სიტყვა ესე წარმართთა ზედა:

29 ნუ განიშუებთ უცხოტომნი ყოველნი, რამეთუ შეიმუსრა უღელი მგუემელისა თქუენისა, რამეთუ თესლისაგან გუელისა გამოვლენედ შვილნი წულნი ასპიტთანი და შვილისწულად მათდა გამოვიდენ გუელნი მფრინვალენი.

30 და ძოვდენ გლახაკნი მის მიერ, ხოლო დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ, ხოლო მოჰსრავს სიყმილითა თესლსა შენსა და დანაშთომსა შენსა მოსრავს.

31 ვალალაებდით ბჭენი ქალაქთანი და ღაღადებდენ ქალაქნი აღშფოთებულნი ყოველნი უცხოთესლნი, რამეთუ კუამლი ჩრდილოთ მოვალს და არა არს დადგომათ.

32 და რაჲ მიუგონ მეფეთა ნათესავთასა, რამეთუ უფალმან დააფუძნა ქუეყანა სიონისაჲ და მის მიერ ცხოვნდენ მდაბალნი ერისანი.

<< ← Prev Top Next → >>