ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 23. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10683&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 ხილვა ტჳროსისა
ვალალაებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდეს, და არღა მერმე მოვლენ ქუეყანისაგან კიტიელთასა, მოიყვანნეს ტყუენი.

2 ვისსა მსგავს იქმნნეს დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა? ვაჭარნი ფინიკიათა, წიაღმვლელნი ზღჳსანი წყალსა ზედა მრავალსა,

3 თესლი ვაჭართა მათ, ვითარცა სალეწავისა შემოღებულისა, მფრდელნი ნათესავთა.

4 რცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი.

5 ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგჳპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტჳროსისა ძლით.

6 წარვედით კარქიდონად, ვალალაებდით დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა.

7 არა იგი იყო გინებაჲ თქუენი პირველითგან პირველ მიცემად მისდამდე. წარიყვანებდენ მას ფერჴნი მისნი შორიელად გარდასახლებად.

8 ვინ განიზრახა ესენი ტჳროსსა ზედა? ანუ კნინებ არსა, ანუ ვერ ძალუც? ვითარცა ვაჭარნი მისნი მთავარნი ქანანისანი და მფრდელნი მისნი დიდებულ ქუეყანისანი.

9 უფალმან საბაოთ განიზრახა განქარვებად გინება დიდებულთა და უპატივო-ყოფად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა.

10 იქმოდე ქუეყანასა შენსა, და რამეთუ ნავნი არა მერმეცა მოვლენ კარქიდონით.

11 ხოლო ჴელი შენი არღა მერმე შემძლებელ არს ზღჳსა მიმართ განმაძჳნებელი მეფეთა, უფალმან საბაოთ ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი მისი.

12 და თქუან: არღა მერმე არა შევსძინოთ გინებად და მძლავრებად ქალწული, ასული სიდონისაჲ, არამედ აღჴდე ფერჴითა ზღუასა და უკეთუ მიხვიდე კიტიელთამი, არცა მუნ იყოს განსუენება შენი.

13 და ქუეყანად ქალდეველთად ერი არღარა დაშთა; ასური დაემკჳდრა და წარტყუენეს იგინი, რამეთუ ზღუდე მისი დაეცა.

14 ვალალებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდა სიმაგრე თქუენი.

15 და იყოს მას დღესა შინა, დატევებულ იქმნეს ტჳროსი წელთა სამეოცდაათთა, ვითარცა ჟამსა მეფისა ერთისასა, ვითარცა ჟამსა კაცისასა. და იყოს შემდგომად სამეოცდაათთა წელთასა, იყოს ტჳროსი, ვითარცა ჴმანელობა მეძვისა.

16 მიიღე ქნარი, იშუებდ ქალაქი მეძავი დატევებული, კეთილად მექნარეობდ, მრავლად ჴმანელობდ, რაჲთა საჴსენებელი შენი იქმნეს.

17 და იყოს შემდგომად სამეოცდათთა წელთასა, მოხედვა-ყოს უფალმან ტჳროსისა და კუალად მოეგოს პირველებრვე. და იყოს სავაჭრო ყოველთა მეფობათა მკჳდროვნისათა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

18 და იყოს ვაჭრობა მისი და სასყიდელი წმიდაჲ უფლისაჲ; არა სამისოდ შეკრებულ იქმნეს, არამედ დამკჳდრებულთად წინაშე უფლისა. იერუსალიმს შინა იყოს ყოველი ვაჭრობა მისი ჭამად და სუმად და გაძღომად დასანიშნავად საჴსენებელისა წინაშე უფლისა.

<< ← Prev Top Next → >>