ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 25. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10685&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი,

2 იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს.

3 ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ,

4 რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ,

5 საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს.

6 და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა,

7 და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა

8 შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ.

9 და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.

10 და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა.

11 და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი.

12 და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე.

<< ← Prev Top Next → >>