Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 ვაჲ შვილთა განდგომილთა ამათ, - იტყჳს უფალი - ჰყავთ განზრახვა არა ჩემ მიერ და ზავნი არა სულისა მიერ ჩემისა, შეძინებად ცოდვანი ცოდვათა ზედა,

2 რომელნი ვიდოდეს შთასვლად ეგჳპტედ, ხოლო მე არა მკითხეს შეწევნად ფარაოს მიერ და დაფარვად მეგჳპტელთა მიერ,

3 რამეთუ იყოს საფარველი ფარაოსი სირცხჳლად თქუენდა და მოსავთათჳს ეგვიპტისა მიმართ საყუედრელ,

4 რამეთუ არიან შორის ტაიანისა მთავარნი და ქადაგნი ბოროტნი.

5 ცუდად შურებიან ერისა მიმართ, რომელმან არა არგოს მათ, არცა შესაწევნელად, არცა სარგებელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად,

6 ხილვა ოთხფერჴთა უდაბნოსა შინათა ჭირსა შინა და იწროებასა. ლომი და ლეკვი ლომისაჲ, მუნით ასპიდნი, შვილისწულნი ასპიდთა მფრინვალეთანი, რომელთა მოჰქონდა ვირთა ზედა და აქლემთა სიმდიდრე მათი ნათესავისა მომართ, რომელმან არა არგოს მათ შესაწევნელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად.

7 მეგჳპტელნი ამაოდ და ცუდად გარგებენ თქუენ. მიუთხარ მათ, ვითარმედ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ეგე თქუენი.

8 აწ უკუე დაჯდომილმან დაწერენ ფიცარსა ზედა ესენი და წიგნსა შინა, ვითარმედ იყვნენ დღეთა მიმართ ჟამად ესენი და უკუნისამდე,

9 რამეთუ ერი ურჩი არს, ძენი მტყუარნი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული ღმრთისაჲ,

10 რომელნი ეტყჳან წინასწარმეტყუელთა: ნუ მომითხრობთ ჩუენ სხვასა შეცთომილებასა.

11 და მიმაქცევთ ჩვენ გზისა ამისგან, და მიმიხუამთ ჩუენგან ალაგთა ამათ, და აწ აიღეთ ჩუენგან სიტუანი წმიდისა ისრაელისა.

12 ამისთჳს ესრეთ იტყჳს წმიდა ისრაელისა, ვითარმედ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ. და მოსავ იქმნენით სიცრუესა ზედა, და იდრტჳნენით და მოსავ იქმნენით სიტყვასა ამას ზედა.

13 ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვა ესე, ვითარცა ზღუდე დაცემული მეყსეულად ქალაქისა მაგრისა გამოღებულისა, რომლისა მეყსეულად წარმოდგის დაცემაჲ.

14 დაცემა მისი იყოს, ვითარცა შემუსრვა კეცისჭურჭლისა კეცისა განწულილებად, ვიდრე არ პოვნადმდე მათ შორის ნალეწისა, რომლისა მიერ აღიღო ცეცხლი და რომლისა მიერ აღმოივსო მცირედი წყალი.

15 ესრეთ იტყჳს უფალი, უფალი წმიდა ისრაილისა: ოდეს მოქცეულმან სულთ-ითქუნე, მაშინ სცხოვნდე და სცნა, სადა იყავ, რამეთუ ესევდი ამაოთა მიმართ. ამაო იქმნა ძალი თქუენი და არა გნებავსყე სმენა,

16 არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, ამისთჳს ივლტოდით და სთქუთ: სუბუქთა ზედა ვიქმნეთ მჴედარ, ამისთჳს სუბუქნი იყვნენ მდევარნი თქუენნი.

17 ჴმისა მიერ ერთისა ივლტოდიან ათასნი და ჴმისა მიერ ხუთთასა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდის დაშთეს, ვითარცა საყე, მთასა ზედა და, ვითარცა ნიშანი, ქონებული ბორცუსა ზედა.

18 და კუალად ეგოსვე ღმერთი შეწყალებად თქუენდა. ამისთჳს ამაღლდეს წყალობის-ყოფად თქუენდა მით, რამეთუ მსაჯულ არს უფალი ღმერთი ჩუენი. და სადა დატევებულ იქმნეს დიდებაჲ თქუენი, ნეტარ არიან ყოველნი დადგრომილნი მის თანა

19 მით, რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს და იერუსალემმან ტირილით იტირა: შემიწყალე მე. შეგიწყალოს შენ, ჴმისაებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეგიწყალა შენ.

20 და მოგცეს თქვენ უფალმან პური ჭირისა, და წყალი იწრო, და არღა მერმე არ მიგეახლნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ჰხედვიდენ მაცთურთა შენთა,

21 და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი უკუანა შენსა მაცთომთანი, რომელნი იტყოდინ: ესე არს გზაჲ, ვიდოდით ამას შინა, გინა მარჯუენით, გინა მარცხენით.

22 და აღიხუნე კერპნი მოვეცხლულნი და მოოქროვებულნი, დაწულილებულ ქმნნე და განჰფიწლნე, ვითარცა წყალნი დაშტანისა, და, ვითარცა სკორე, დასთხინე იგინი.

23 მაშინ იწყოს წჳმა თესლსა ქუეყანისა შენისასა და პური ხუარბლისა შენისა იყოს სავსებით და მსუყედ, და ძოვდენ საცხოვარნი შენნი მას დღესა შინა ადგილსა პოხიერსა და ვრცელსა.

24 კურონი თქვენნი და ჴარნი მოქმედნი ქუეყანისანი ჭამდენ ბზესა აღქმნილსა ქრთილითა განფიწლულითა.

25 და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველსა ზედა ბორცუსა განსაცხრომელსა წყალი წარმდინარი მას დღესა შინა, ოდეს წარწყმდენ მრავალნი და ოდეს დაეცნენ გოდოლნი.

26 და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.

27 აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.

28 და სული მისი, ვითარცა წყალი ჴევსა შინა მქანარი, მოვიდეს, ვიდრე კისრამდე და განიწვალოს შეძრწუნებად ნათესავი საცთურსა ზედა ამაოსა და დევნა-უყოს მათ საცთომელად. და ეწიოს მათ პირისპირ მათსა.

29 არა მარადის ჯერ-არს თქუენდა სიხარული და შესლვა სიწმიდეთა მიმართ ჩემთა მარადის, ვითარცა მედღესასწაულეთა, და ვითარცა მოხარულთა შესლვად ავლისა თანა მთად მიმართ უფლისა ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაჱლისასა.

30 და სასმენელ-ყოს უფალმან დიდებაჲ ჴმისა მისისა და გულისწყრომა მკლავისა მისისა აჩუენოს გულისწყრომისა თანა და რისხვისა და ალისა შეშჭამდეს და ტეხა მაიძულებელი, და ვითარცა წყალი და სეტყვაჲ გარდამოსრული დაპატიჟებით,

31 რამეთუ ჴმისაგან უფლისა იძლინენ ასსურასტანელნი წყლულებითა, რომლითაცა დასცნეს იგინი.

32 და იყავნ მისსა გარემოს, ვინა იყო მისსა სასოებაჲ შეწევნისა, რომლისა მიმართ ესვიდა. ესენი ბობღნითა და ნესტჳთა და ქნარითა ბრძოდენ მას განცხრომისა მიერ, რამეთუ უწინარეს დღეთასა მიეჴადოს.

33 ნუ შენცა განემზადე გამეფებად, ჴევი ღრმა, ხე ნაძჳსა? ცეცხლი და შეშანი მრავალნი, გულისწყრომა უფლისა, ვითარცა ჴევი წუნწუბისა მიერ მგზებარე.

<< ← Prev Top Next → >>