ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 31. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10691&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 ვაჲ შთამომავალთა ეგჳპტედ შეწევნისათჳს, რომელნი მოსავ არიან ცხენთა მიმართ და ეტლთა მიმართ; რამეთუ არიან მრავალ და ცხენებსა ზედა სიმრავლე ფრიად: და არა იყვნეს მოსავ წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა, და უფალი არა გამოიძიეს.

2 და თავადმან ბრძენმან მოაწინა მათ ზედა ძჳრნი და სიტყვაჲ მისი არა შეურაცხ იქმნეს, და ზედააღდგენ სახლთა ზედა კაცთა ბოროტთასა და სასოებასა ზედა მათსა ამაოსა,

3 მეგჳპტელისა კაცისა და არა ღმრთისამიმართთასა, ჴორცებსა ცხენთასა, და არა არს შეწევნა, ხოლო უფალმან მოაწიოს ჴელი მისი მათ ზედა, და დაშურებიან შემწენი, და ერთბამად ყოველნი წარწყმდენ,

4 რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: ვითარსახედ ოდეს იყჳრნეს ლომმან, ანუ ლეკუმან ლომისამან ნადირსა ზედა, რომელი შეიპყრას და დაიზახნეს მას ზედა, ვიდრე არა აღივსნიან მთანი ჴმითა მისითა, და იძლინეს და სიმრავლითა გულისწყრომისათა წიწნეულ იქმნეს, ეგრეთ გარდამოვიდეს უფალი საბაოთ მოლაშქრებად მთასა ზედა სიონსა, მთათა ზედა მისთა,

5 ვითარცა მფრინველნი მფრინვალენი, ეგრეთ შეეწევის უფალი საბაოთ იერუსალჱმსა, შეეწევის და განარინებს, და მოურნე ექმნეს და აცხოვნოს.

6 მოიქეცით ღრმასა განზრახვასა განმზრახნი და უშჯულოსა, ძენი ისრაჱლისანი,

7 რამეთუ მას დღესა უარ-ყვნენ კაცთა ჴელითქმნულნი მათნი ვეცხლისანი და ოქროსანი, რომელნი ქმნნეს ჴელთა მათთა.

8 და დაეცეს ასურ არა მახჳლითა მამაკაცისათა, არცა მახჳლმან კაცისამა შეჭამოს იგი და ივლტოდის არა პირისაგან მახჳლისა, ხოლო ჭაბუკნი იყვნენ მოუძლურებულ.

9 რამეთუ კლდესა შეეყვნენ, ვითარცა პატნეზთა, და იძლინენ. ხოლო მლტოლვარე მოისპოს. ამათ იტყჳს უფალი: ნეტარ არს, რომელსა აქუნდეს თესლი სიონს შინა და სახლეული იერუსალჱმს შინა.

<< ← Prev Top Next → >>