ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 32. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10692&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 რამეთუ, აჰა, მეფე მართალი მეფობდეს, და მთავარნი მშჯავრისა თანა მთავრობდენ.

2 და იყოს კაცი მფარავი სიტყვათა თჳსთა. და დაიფაროს, ვითარცა წყლისა მიერ მქანრისა. და გამოჩნდეს სიონს შინა, ვითარცა მდინარე მქანარი, დიდებული შორის ქუეყანასა წყურიელსა,

3 და არღა მერმე იყვნენ მოსავ კაცთა მიმართ, არამედ ყურნი მათნი მისცნენ მორჩილებად მათდა.

4 და გულმან უძლურთამან მოიხილოს მორჩილებად, და ენათა ბრგუნვილთა მალიად ისწავონ ზრახვა მშჳდობისა.

5 და არღა მერმე არა ჰრქუან სულელსა: მთავრობდ. და არღა მერმე არა ჰრქუან მსახურთა შენთა: დუმენ,

6 რამეთუ სულელმან სულელნი თქუნეს, და გულმან მისმან ამაონი განიგონნეს სრულ-ყოფად უშჯულოებითთა და თქუმად ღმრთისა მიმართ შეცთომილებისა, განთესვად სულთა მშიერთა და სულთა წყურიელთა ცალიერყოფად,

7 რამეთუ განზრახვა ბოროტთა უშჯულოთა განიზრახავს განხრწნად მდაბალთა სიტყუათა მიერ ცრუთა და განქარვებად სიტყვათა მდაბალთა საშჯელსა შინა.

8 ხოლო კეთილმსახურთა გულისხმიერნი განიზრახნეს და განზრახვა იგი ჰგიეს.

9 დედანი მდიდარნი აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ასულთა სასოებით ისმინეთ სიტყუანი ჩემნი.

10 დღეთა წვლიწდისათა ჴსენება-ყავთ სალმობით სასოებისა თანა: განკაფულ არს მსთულებელი, დაცხრომილ არს, თესლი არღარა მოვიდეს მერმე.

11 განჰკრთით, შეწუხენით მოსავნი, განიძარცუენით, შიშეულ იქმნენით, გარემოისხთ ძაძა წელთა თქუენთა.

12 და ძუძუთა ზედა იტყებდით, აგარაკისათჳს გულისსათქმელისა და ვენაჴისა ნაყოფისა,

13 ქუეყანასა ზედა ერისა ჩემისა ეკალნი და თივა აღმოსცენდეს, და ყოველთაგან სახლთა სიხარული აღებულ იქმნეს, ქალაქი მდიდარი,

14 სახლნი დატევებულნი, სიმდიდრე ქალაქისა დაუტეონ, სახლნი გულისსათქმელნი, და იყვნენ დაბნებნი ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, სიხარულ ვირთა ველურთა, სასაძოვრე მწყემსთა.

15 ვიდრემდისცა მოვიდეს თქუენ ზედა სული მაღლისაგან, და იყოს უდაბნო ქერმელი და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

16 და განისუენებდეს უდაბნოს შინა მშჯავრი და სიმართლემან შორის კარმელისა დაიმკჳდროს.

17 და იყუნენ საქმენი სიმართლისანი მშჳდობით, დაიპყრას სიმართლემან განსუენება და მოსავებ იყვნენ ვიდრე საუკუნოსამდე.

18 და დაიმკჳდროს ერმან მისმან ქალაქსა შინა მშჳდობისასა, და მკჳდრ იქმნეს სასოებით და განისუენებდენ სიმდიდრისა თანა.

19 ხოლო სეტყუა გარდამო-თუ-ვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს და იყვნენ მკჳდრ ქმნილნი მაღნართა შინა მინდობილ, ვითარცა ველობსა ზედა.

20 ნეტარ არიან მთესველნი ყოველსა ზედა წყალსა, სადა ჴარი და ვირი თრგუნავს.

<< ← Prev Top Next → >>