ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 34. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10694&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან.

2 მით, რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა და რისხვა რიცხუსა ზედა მათსა წარწყმედად მათდა და მიცემად მათდა მოსასრველად,

3 ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა.

4 და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან.

5 დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა.

6 მახჳლი უფლისაჲ აღივსო სისხლითა, განზრქა ცმელისაგან კრავთასა და ცმელისაგან ვაცთა და ვერძთასა, რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ ბოსორს და დაკლვა დიდი იდუმეას შინა.

7 და დაეცნენ მდიდარნი და ვერძნი და კურონი, და დაითროს ქუეყანა სისხლისა მიერ და განძღეს მიწა ცმელითა მათითა.

8 რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა.

9 და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე

10 ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს.

11 დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი, და გრძღაბნი, და ძერანი და ყორანნი, და დადებულ იქმნეს მის ზედა საბელი ქუეყანისსაზომელი ოჴრებისა, და ვირკენტავროსნი დაემკჳდრნენ მის შორის.

12 მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მათნი და მთავარნი და დიდებულნი მისნი იყვნენ წარსაწყმედელად.

13 და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა,

14 და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ.

15 მუნ დაიბუდა გრძღაბმან, და დაჰმარხნა ქუეყანამან ყრმანი მისნი კრძალულებით. მუნ შეიმთხჳნეს ირემნი და იხილნეს პირნი ურთიერთასნი,

16 რიცხუეულად წარვლეს და ერთი მათგანი არ წარწყმდა. მოყუასმან მოყუასი არა გამოიძიეს, რამეთუ უფალმან ამცნო მათ და სულმან მისმან შეკრიბნა იგინი.

17 და მან დააგდოს მათ ზედა წილი, და ჴელმან მისმან განნაწილნა ძოვნად საუკუნედმდე ჟამად, დაიმკჳდრნედ ნათესავთამდე ნათესავთასა, განისუენებდენ მის ზედა.

<< ← Prev Top Next → >>