ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 37. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10697&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 და იყო სმენასა შინა მეფისა ეზეკიაჲსსა, განხეთქნა სამოსელნი თჳსნი და გარემოისხა ძაძაჲ და აღვიდა სახიდ უფლისა.

2 და მიავლინა ელიაკიმ გამგე და სომნა მწიგნობარი და მოხუცებულნი მღდელთანი, მორტყმულნი ძაძებითა, ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა.

3 და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.

4 შე-თუ-ვითარ-ისმინნეს უფალმან, ღმერთმან შენმან, სიტყუანი რაფსაკისნი, რომელნი მოავლინნა მეფემან ასსურასტანელთამან ყუედრებად ღმრთისა მ.აცხოვრისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელნი ესმნეს უფალსა, ღმერთსა შენსა, და ვედრება-ყავ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა დატევებულთა ამათთჳს.

5 და მოვიდეს ყრმანი მეფისა ეზეკიაჲსნი ესაიაჲს მომართ.

6 და ჰრქუა მათ ესაიამან: ესრეთ სთქუათ უფლისა მიმართ თქუენისა: ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეშინდები სიტყვათაგან, რომელნი გესმნეს, რომელნი მაყუედრნეს მე მოციქულთა მეფისა ასსურასტანელთასათა.

7 აჰა, შევავლინო მისდამი სული, და მსმენელი ამბვისა მიიქცეს სოფლად მისსა და დაეცეს მახჳლითა ქუეყანასა შინა მისსა.

8 და მიიქცა რაფსაკი და ეწია მეფესა ასსურასტანელთასა, მო-რაჲ-ეცვა მას ლობნაჲ, და მსმენელ იქმნა მეფე ასსურასტანელთა, რამეთუ ლტოლვილ იქმნა ლაქისით,

9 ვითარმედ გამოვიდა თარათა, მეფე ეთიოპელთა, დასხმად მისსა, და მსმენელი შეიქცა და მიავლინნა მიმთხრობნი ეზეკიაჲს მიმართ მეტყუელმან:

10 ესრეთ არქუთ ეზეკიასა, მეფესა იუდეასასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი შენი, რომლისა შენ მოსავ ხარ, მისდამი მეტყუელი: არ მიეცეს იერუსალემი ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასასა.

11 ანუ არა გესმნეს, რომელნი უყვნეს მეფეთა ასსურასტანელთასა ყოველსა ქუეყანასა, ვითარ წარწყმიდეს? ხოლო შენ განმერეა?

12 ნუ განარინნეს იგინი, ღმერთთა წარმართთასა, რომელნი წარწყმიდნეს მამათა ჩემთა: ღოზანი, ხარრანი და რამფისი, რომელნი არიან სოფელსა შინა თეემათისასა.

13 სადა არიან მეფენი ემათისანი და არფათისანი? და სადა ქალაქისა სამპფარუიმისანი: ენა და ღავან?

14 და მოიღო ეზეკიამან წიგნი მიმთხრობელთაგან და აღმოიკითხა იგი, და აღვიდა სახიდ უფლისა, და განაღო იგი წინაშე უფლისა.

15 და ილოცა ეზეკიამან, უფლისა მიმართ მეტყუელმან:

16 უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაილისაო, მჯდომარეო ქერუვიმთა ზედა, შენ ხარ ღმერთი მხოლოდ ყოვლისა მეფობისა მსოფლიოსა, შენ შექმნენ ცაჲ და ქუეყანა.

17 მოყავ, უფალო, ყური შენი, ისმინე, უფალო! განახუენ, უფალო, თვალნი შენნი, მოიხილე, უფალო, და იხილენ სიტყვანი, რომელნი მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასსურასტანელთამან, ყუედრებად ღმრთისა მაცხოვრისა,

18 რამეთუ ნანდვილვე მოაოჴრეს მეფეთა ასსურასტანისათა მკჳდროანი ყოველი და სოფელი მათი

19 და შეყარნეს კერპნი მათნი ცეცხლად, რამეთუ არა ღმერთნი იყვნეს, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთასა, ძელ და ქვა, და წარწყმიდნეს იგინი.

20 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელისაგან მათისა, რაჲთა ცნას ყოველმან მეფობამან ქუეყანისამან, ვითარმედ შენ მხოლო ხარ ღმერთ.

21 და მიივლინა ესაია, ძე ამოსისი, ეზეკიას მიმართ და ჰქვა მას: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: მესმნეს, რომელნი ილოცენ ჩემდამო სენაქირიმისთჳს, მეფისა ასსურასტანელთასა.

22 ესე არს სიტყუა, რომელი თქუა მისთჳს ღმერთმან: განგგმო შენ და განგბასრა შენ, ქალწული, ასული სიონისა; შენ ზედა თავი შეხარა, ასულო იერუსალჱმისაო.

23 ვის აყუედრე და განაძჳნე, ანუ ვისსა მიმართ აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და არა აღიხუენ სიმაღლედ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა,

24 რამეთუ მიმთხრობელთა მიერ აყუედრე უფალსა, რამეთუ შენ სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა მე აღვედ სიმაღლისა მიმართ მთათასა და დასასრულთა მიმართ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძჳსა მისისა, და სიკეთე კვიპაროსისა, და შევედ სიმაღლედ, კერძოთა მაღნარისათა.

25 და დავდევ ჴიდი და მოვაოჴრენ წყალნი და ყოველი შესაკრებელი წყლისა.

26 არა გესმნეს ესენი ძუელად, რომელნი ვყვენ? მე დღეთათგან პირველთათ განვაწესე, ხოლო აწ განვაჩინე მოოჴრებად ნათესავნი სიმაგრეთა შორის

27 და დამკჳდრებულნი შორის ქალაქთა მაგართა, დავაყენენ ჴელნი, და განჴმეს და იქმნეს, ვითარცა თივა ჴმელი ერდოთა ზედა და ვითარცა კლერტი.

28 ხოლო აწ განსუენება შენი და გამოსლვა შენი და შესლვა შენი მე უწყი.

29 ხოლო გულისწყრომა შენი, რომელსა განსწყერ და სიმწარე შენი აღმოვიდა ჩემდამო, და განვაცუა ხრატუკი ცხჳრსა შენსა და აღვირ პირსა შენსა, და მიგაქციო შენ გზასა, რომელსა მოხუედ მას ზედა.

30 ხოლო ესე შენდა სასწაულ: ჭამენ წელიწადსა ამას, რომელნი სთესენ, ხოლო წელიწადსა მეორესა _ ნეშტი, ხოლო მესამესა თესეთ და განლეწეთ, და დაჰნერგენით ვენაჴნი და ჭამეთ ნაყოფი მათი.

31 და იყვნენ დაშთომილნი იუდეას შინა, განიბან ძირი ქუე და ყვნენ თესლნი ზე.

32 რამეთუ იერუსალჱმით გამოვიდენ დაშთომილნი და განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურმან უფლისა საბაოთისამან ყვნეს ესენი.

33 ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი მეფესა ზედა ასსურასტანელთასა: არ შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს მას ზედა ისარი, არცა ზედადადვას მის ზედა ფარი, არცა ამრგულივოს მის ზედა პატნეზი,

34 არამედ გზასა, რომელსა მოვიდა, მის მიერვე მიიქცეს და ქალაქსა ამას შინა არ შემოვიდეს. ამათ იტყჳს უფალი:

35 შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა.

36 და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.

37 და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა.

38 და თაყვანის-ცემასა შინა მისსა შორის სახლსა ასარახ ღმრთისა მისისასა ადრამელიქ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლებითა, ხოლო იგინი განრომილ იქმნეს სომხეთად, და მეფე იქმნა ასორდან, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>