Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.

2 და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ,

3 მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა.

4 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი:

5 ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი.

6 და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო.

7 ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმან სიტყვა ესე.

8 აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი.

9 ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა:

10 მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი.

11 ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა თანა.

12 მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა, ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად.

13 მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა, ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი,

14 რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა.

15 რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი.

16 უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი.

17 აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა, რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი,

18 რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა შენსა.

19 ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა.

20 უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა წინაშე სახლისა ღმრთისა.

21 და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა?

22

<< ← Prev Top Next → >>