ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 40. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10700&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, _ იტყჳს უფალი.

2 მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი.

3 ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.

4 ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.

5 და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:

6 ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.

7 განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე.

8 განჴმა თივა და ყუავილი დამოცჳვა, ხოლო სიტყვა ღმრთისა ჩუენისა ჰგიეს უკუნისამდე.

9 მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა, აღიმაღლე ძალითა ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალიმისამან. აღამაღლეთ, ნუ შეშინდებით მეტყუელნი ქალაქთა იუდაჲსთანი.

10 აჰა, ღმერთი ჩუენი. აჰა, უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს და მკლავი უფლებისა თანა. აჰა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმე წინაშე მისსა,

11 ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სასამწყსოსა მისსა და მკლავითა მისითა შეკრიბნეს კრავნი. და მუცელქმნულთა ნუგეშინის-სცეს.

12 ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა?

13 ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა, რომელმანცა მოზავებულ-ყო იგი?

14 ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას?

15 უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ.

16 ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა ყოვლად დასაწუველად.

17 და ყოველნი წარმართნი, ვითარცა არარაჲ არიან და არარა სადმე შეირაცხნეს.

18 ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი?

19 ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან, გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი,

20 რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის,

21 არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ საფუძველნი ქუეყანისანი?

22 რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად,

23 რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა,

24 რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი.

25 აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ,

26 აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ,

27 რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა.

28 და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა,

29 მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა,

30 რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და რჩეულნი უძალო იყვნენ,

31 ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი, ფრთეცენებულ იქმნენ, ვითარცა არწივნი; რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არ შეემშიოს.

<< ← Prev Top Next → >>