ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 41. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10701&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 განახლდებოდეთ ჩემდა ჭალაკნი, რამეთუ მთავართა იცვალონ ძალი. მიეახლნედ და იტყოდენ, ერთბამად მაშინ მშჯავრსა მიუთხრობედ.

2 ვინ აღადგინა აღმოსავალთაგან სიმართლე? უწოდა მას? ფერჴისფერჴ მისსა ვიდოდის, მისცეს წინაშე მრავალთა ნათესავთასა და მეფენი განაცჳბრნეს და მისცნეს ქუეყანად მახჳლნი მათნი და, ვითარცა ქარქუეტნი, განყრილნი მშჳლდნი მათნი.

3 და დევნა-უყოს მათ და განვლოს მშჳდობით გზა ფერჴთა მისთა.

4 ვინ იმოქმედნა და ყვნა ესენი? უწოდა მას მწოდებელმან მისმან დასაბამითგან ნათესავთათ, მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.

5 იხილეს წარმართთა და შეეშინა კიდეთა ქუეყანისათა, მოეახლნეს და მოვიდეს ერთბამად.

6 თითოეულნი მშჯელი მოყუასსა და ძმასა თჳსსა შეწევნად, და თქუეს:

7 განძლიერდა კაცი ხუროჲ და მჭედელი, მცემელი კუერისა, ერთბამად ჭედდეს, ოდესმე უკუე თქჳს: შებრძვინვა კეთილ არს, განაძლიერნეს იგინი სამსჭუალთა მიერ. დაჰსხმენ მათ და არა შეიძრნენ,

8 ხოლო შენ, ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ. იაკობ, რომელი გამოვირჩიე, თესლი აბრაჰამისი, რომელი შევიყვარე,

9 რომელსა შევეწიე, კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ, გამოგირჩიე შენ, და არ დაგიტეო შენ.

10 ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. ნუ შესცთები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯუენითა მართლითა ჩემითა.

11 აჰა, ჰრცხუენეს და ჰკდემეს ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და წარწყმდენ ყოველნი წინმოსაჯულნი შენნი.

12 იძინე იგინი და ვერ ჰპოვნე კაცნი უცნობელქმნილნი შენდამი, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და არა იყვნენ წინააღმდგომ მბრძოლნი შენნი,

13 რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ.

14 ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, იაკობ, შემცირებულო ისრაილ. მე შეგეწიე შენ, - იტყჳს ღმერთი, მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილ.

15 აჰა, გყავ შენ, ვითარცა თვალნი ურმისანი, მლეწველნი ახალთანი ხერხისსახედ, და განჰლეწო მთაჲ და დააწულილნე ბორცუნი და, ვითარცა მტუერი, დასხნე.

16 და განჰფიწლნე, და ქარმან აღიხუნეს იგინი და ნიავმან განაბნიეს იგინი, ხოლო შენ იშუებდე წმიდათა შორის ისრაილისათა.

17 და იხარებდენ გლახაკნი ნაკლულევანნი, რამეთუ ეძიებდენ წყალსა, და არა იყოს; ენა მათი წყურილისაგან განჴმა. მე, უფალმან ღმერთმან, მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი,

18 არამედ აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა შორის.

19 დავდვა ურწყულსა ქუეყანასა ნაძჳ, და ბზაჲ მჳრსინი და კჳპაროსი და ვერხჳ,

20 რაჲთა იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ზედმიიწინენ ერთბამად, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ქმნნა ესენი, და წმიდამან ისრაჱლისამან აჩუენნა.

21 მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, - იტყჳს უფალი ღმერთი, მოეახლნეს განზრახვანი თქუენნი, - იტყჳს მეფე იაკობისი.

22 მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ, რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი?

23 მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ,

24 და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი გამოგირჩინა თქუენ.

25 ხოლო მე აღვადგინო ბღუარით გამო და მზისაღმოსავალთათ გამო, იწოდნენ სახელითა ჩემითა, მოვიდოდედ მთავარნი და, ვითარცა თიჴა მეკეცისა, და, ვითარცა მეკეცე დამრთგუნველი თიჴისა, ეგრეთ დაითრგუნნეთ,

26 რამეთუ ვინ მიუთხრობს დასაბამისათა? რაჲთა ვცნნეთ და წინასწარღა ეიტყოდით, ვითარმედ: ჭეშმარიტ არს. არა არს პირველ მეტყუელი, არცა მსმენელი თქუენთა სიტყვათა.

27 დასაბამი სიონსა მივსცე და იერუსალჱმსა ნუგეშინის-ვსცე გზასა ზედა,

28 რამეთუ წარმართთაგან, აჰა, არც ერთი, და კერპთაგან მათთა არა იყო მიმთხრობი. და უკუეთუ ვჰკითხო მათ: ვინ ხართ? არა მომიგონ მე,

29 რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი და ამაოდ შემაცთუნებელნი თქუენნი.

<< ← Prev Top Next → >>