Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 ისმინეთ ჩემი, რომელნი სდევთ სამართალსა და ეძიებთ უფალსა. მიხედენით მყარისა მიმართ კლდისა, რომელი გამოჰკუეთეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ.

2 მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი.

3 და შენცა აწ ნუგეშინის-გცე, სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთა ოჴერთა მისთა და დავსხნე ოჴერნი მისნი, ვითარცა სამოთხე შუებისა, და დასავალითკერძონი მისნი, ვითარცა სამოთხე უფლისაჲ. შუებაჲ და მხიარულებაჲ ჰპოონ მას შინა, აღსაარება და ჴმაჲ ქებისა.

4 ისმინეთ ჩემი ერმან ჩემმან და მეფეთა ჩემდამო ყურად-იღეთ, რამეთუ შჯული ჩემ მიერ გამოვიდეს და სასჯელი ჩემი ნათლად წარმართთა.

5 მოახლებულ არს ადრე სიმართლე ჩემი და გამოვიდეს ნათლად მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავისა მიმართ ჩემისა წარმართნი ესვენ. მე ჭალაკნი მელიან და მკლავისა მიმართ ჩემისა ესვენ.

6 აღიხუენით ცად მიმართ თვალნი თქუენნი და დაჰხედენით ქუეყანად თქვენ ქუე, რამეთუ ცაჲ, ვითარცა კუამლი, დაემყარა, ხოლო ქვეყანაჲ, ვითარცა სამოსელი, დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინი, მოკუდებიან. ხოლო მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს.

7 ისმინეთ, რომელთა იცით შჯაჲ, ერო ჩემო, რომლისა შჯული ჩემი გულსა შინა არს თქუენსა! ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით,

8 რამეთუ ვითარცა სამოსელი შეიჭამოს ჟამისაგან და ვითარცა მატყლი შეიჭამოს მღილისა მიერ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე იყოს და მაცხოვარება ჩემი ნათესავებსა ნათესავთასა.

9 აღდეგ, აღდეგ, იერუსალიმ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისა, აღდეგ ვითარცა დასაბამისშორისსა დღესა, ვითარცა ნათესავი საუკუნე, არა შენ ხარა უამპარტავნო იგი, რომელმან მოსწყალ ვეშაპი?

10 არა შენ ხარა, რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ. წყალი სიმრავლე უფსკრულისა? რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსა გზად წიაღსავალად გამოჴსნილთა და განრინებულთა,

11 რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ და მოვიდენ სიონდ შუებითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა მათსა ზედა შუებაჲ და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქმაჲ.

12 მე ვარ, მე ვარ ნუგეშინისმცემელი შენი; ცან, ვითარად მყოფი შიშნეულ იქმენ კაცისაგან მოკუდავისა და ძისაგან კაცისა, რომელნი ვითარცა თივანი განჴმეს.

13 და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ეშიშოდე ყოველთა დღეთა პირსა გულისწყრომისა მაჭირვებელისა შენისასა, ვითარსახედ განიზრახა აღებაჲ შენი და აწ სადა არს გულისწყრომაჲ მაჭირვებელისა შენისა?

14 რამეთუ ცხოვნებასა შინა შენსა არა დადგეს, არცა დაიყოვნოს. არ მოაკუდინოს განსახრწნელად და არა მოაკლოს პური მისი,

15 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელი შევძრავ ზღუასა და ვაოჴრებ ღელვათა მისთა - უფალი, უფალი საბაოთ, - სახელი ჩემი.

16 დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგფარო შენ, რომლისა მიერ დავამტკიცე ცაჲ და დავაფუძნე ქუეყანაჲ და ვარქუ სიონსა: ერი ჩემი ხარ.

17 აღდეგ, აღდეგ, აღემართე იერუსალიმ! მსმელო ჴელისაგან უფლისა სასუმელსა გულისწყრომისა მისისასა, რამეთუ სასუმელი დაცემისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, შესვი და წარმოაცალიერე.

18 და არა იყო ნუგეშინისმცემელი შენი ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ. და არა იყო შემწე ჴელისა შენისა, არცა ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ.

19 ორნი ესე მჴდომ შენდა, ვინ შეწუხნეს შენ თანა? დაცემაჲ და შემუსრვაჲ, სიყმილი და მახჳლი, ვინ ნუგეშინის-გცეს შენ?

20 ძენი შენნი წარწირულნი, მძინარენი კიდესა ზედა ყოვლისა გამოსავალისასა, ვითარ ჭაკუნტელი კერძომგბარი, რომელნი სავსე არიან გულისწყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილნი უფლისა მიერ ღმრთისა.

21 ამისთჳს ისმინე დამდაბლებულმან და მთრვალმან არღვინისგან.

22 ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, განმკითხუველი ერისა მისისა: აჰა, მოვიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაკუეთებისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, და არა შესძინო სუმად მისსა.

23 მერმე მივსცე იგი ჴელებსა მიმმძლავრებელთა შენთასა და დამამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქუეს სულსა შენსა: მოდერკ, რაჲთა წარჰვლოთ და დაჰსხენ სწორად ქუეყანისა საშუალნი შენნი გარეშე თანწარმავალთათჳს.

<< ← Prev Top Next → >>