ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 54. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10714&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა, რამეთუ თქუა უფალმან:

2 განავრცელე ადგილი კარვისა შენისა და მოსაკიდელნი ეზოთა შენთანი აღჰმართენ, ნუ ჰრიდებ, განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ.

3 მერმეცა მარჯუენით კერძო და მარცხენით კერძო განჰფინენ, და თესლმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე.

4 ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმების, რამეთუ იყუედრე, რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყოს და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისა არა მოიჴსენოს მერმე,

5 რამეთუ უფალი შემოქმედი შენი, უფალი, საბაოთ სახელი მისი, და გამომჴსნელი შენი, თჳთ იგი ღმერთი ისრაილისა, ყოველსა ქუეყანასა იწოდოს.

6 არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან:

7 არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ.

8 გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ. თქუა მჴსნელმან შენმან უფალმან:

9 წყლითგან ქმნილით ნოეს ზე ესე არს ჩემდა, ვითარ-იგი ვეფუცე მას ჟამსა მას შინა ქუეყანასა არა განწყრომად შენ ზედა მერმე,

10 არცა ქადებითა ჩემითა გარდაცვალებად მთათა, არცა ბორცუნი შენნი გარდაიძრნენ ესრეთ, არცა ჩემმიერი წყალობა მოგაკლდეს შენ, არცა აღთქმაჲ მშჳდობისა შენისა გარდაიცვალოს, რამეთუ თქუა მლხინებელმან შენმან უფალმან;

11 ლხინება იყავ შენდა მდაბალ და დაუწყნარებელ-მყოფად იწოდო, ვიდრე ნუგეშინის-გცეს შენ. აჰა, განგიმზადო შენ ანთრაკი ქვად და საფუძველთა შენთა საპფირონი.

12 და აღვაშენნე გოდოლი შენი იასპითა და ბჭეთა შენთა ქვანი ბროლისანი და ზღუდენი შენი ქვითა რჩეულითა.

13 და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა.

14 და სიმართლისა მიერ აღეშენო, განეყენე უსამართლოსაგან, და არ შეგეშინოს, და ძრწოლა არ მიგეახლოს შენ.

15 აჰა, მწირნი მოვლენ შენდა ჩემ მიერ, და გემსხემნენ შენ, და შენდა მიმართ მოილტოდიან.

16 აჰა, მე აღგაგე შენ, არა ვითარცა მჭედელმან მბერავმან ცეცხლისა მიერ ნაკუერცხალთამან და გამომღებელმან ჭურჭელსა საქმედ, ხოლო მე აღგაგე შენ არა წარსაწყმედელად ხრწნილებისა.

17 ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდამი არ წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ უკუეთუ აღდგეს შენ ზედა საშჯელად, მათ ყოველთა სძლო. ხოლო თანამდებნი შენნი იყვნენ წუხილსა შინა. არს სამკჳდრებელი აღმაშენებელთა უფლისათა და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, - იტყჳს უფალი.

<< ← Prev Top Next → >>