ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 60. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10720&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

2 აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.

3 და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი ბრწყინვალებასა შენსა.

4 აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ.

5 მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა.

6 და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.

7 და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს.

8 ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და, ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ.

9 მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად,

10 და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარენ შენ.

11 და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,

12 რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

13 და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.

14 და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,

15 ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,

16 და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.

17 და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით.

18 და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ.

19 და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა,

20 რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი გლოისა შენისანი.

21 და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად.

22 შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად. მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.

<< ← Prev Top Next → >>