ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10727&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,

2 რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,

3 და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.

4 და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

5 პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ.

6 და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.

7 და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი.

8 ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

9 და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა.

10 აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად.

11 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ, იერემია? და ვარქუ: არგანსა ნიგუზისასა ვხედავ მე.

12 და თქუა უფალმან ჩემდამო: კეთილად იხილე მით, რამეთუ მღჳძარე ვარ მე სიტყუათა ზედა ჩემთა ქმნად მათდა.

13 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ? და ვარქუ: სიავსა ქუეშეთ მგზებარესა! და პირი მისი პირისაგან ჩრდილოჲსა.

14 და თქუა უფალმან ჩემდამო: პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15 რამეთუ, აჰა, მე მოუწოდო ყოველთა მეფობათა ჩრდილოჲსაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, - და მოვიდენ და დადგნენ თითოეულმან სიყდარნი თჳსნი წინა კართა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათასა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემოჲს მისსა და ყოველთა ზედა ქალაქთა იუდაჲსთა.

16 და ვიზრახო მათდა მიმართ მსჯავრისა თანა ყოვლისათჳს უკეთურებისა მათისა, ვითარ დამიტევეს მე, და უგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს ნაქმრებსა ჴელთა მათთასა.

17 და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

18 აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.

19 და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

<< Prev Top Next → >>