ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10728&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და იყო სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ვიდოდე და აღმოიკითხე ყურთა მიმართ ძეთა იერუსალიმისათასა მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკისა შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისა. შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, - უდაბნოსა ქუეყანასა უთესველსა:

3 წმიდა უფლისა ისრაილი, დასაბამი ნაშრომთა მისთა; ყოველნი მჭამელნი მისნი ცოდვენ, ბოროტნი მოიწინენ მათ ზედა, - იტყჳს უფალი:

4 ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო!

5 ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ.

6 და არა თქუეს: სადა არს უფალი აღმომყუანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა? და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არცა დაემკჳდრა მუნ ძე კაცისა,

7 და შემყუანებელი ჩუენი კარმელისა მიმართ ჭამად ნაყოფთა მისთა და კეთილთა მისთა. და შეხუედით და შეაგინეთ ქვეყანა ჩემი და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საძაგელებად.

8 მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე. და მწყემსნი უთნოობენ ჩემდამო და წინაწარმეტყუელნი უწინაწარმეტყუელებდეს ბაალსა, და უკუანა ურგებთასა ვიდოდეს.

9 ამისთჳს მერმეცა განვისჯებოდი თქუენდამი, - იტყჳს უფალი, - და ძეთა მიმართ ძეთა თქუენთასა განვისაჯოვე,

10 რამეთუ განვლეთ ჭალაკთა მიმართ ქეტიიმისთა და იხილეთ, და კიდარადმი მიავლინეთ და გულისხმა-ყავთ ფრიად, და იხილეთ, უკეთუ იქმნეს ესევითარნი.

11 უკუეთუ სცვალებენ წარმართნი ღმერთთა მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი, ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს.

12 განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად, - იტყჳს უფალი.

13 რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან. მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა.

14 ნუ მონაჲ არსა ისრაილი, ანუ სახლის ნაშობი არს იაკობი, რაჲსათჳს წარსატყუენველ იქმნა?

15 მის ზედა იზახდეს ლომნი და მოსცეს ჴმაჲ მათი, რომელთა დააწესეს ქუეყანაჲ მისი უჩინოსაქმნელად, და ქალაქნი მისნი დაიქცეს არადამკჳდრებისა მიერ.

16 და ძეთა მემფისათა და ტაფანაჲსათა გიცნეს შენ და გემღერდეს შენ.

17 არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან შენგან ჩემმან, -იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - ჟამსა მოყვანებისა შენისასა გზასა ზედა?

18 და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისა, სუმად წყალი გიონისა? და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთასა, სუმად წყალი მდინარეთა?

19 გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,

20 რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა, მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა,

21 ხოლო მე დაგნერგე შენ, ვენაჴი ნაყოფის გამომღებელი ყოვლად ჭეშმარიტი, ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ?

22 უკუეთუ განიბანო ბავრუკითა და განიმრავლნე თავისა შენისა მდელონი, შეგინებულვე ხარ უსამართლობათა მიერ შენთა წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი,

23 ვითარ იტყჳ: არ შევიგინე და უკანა ბაალისსა არა ვიდოდე? იხილენ გზანი შენნი სამრავალკაცოს შინა, და ცან, რაჲ ჰყავ.

24 მწუხრი ჴმითა მისითა ვალალაებდა, გზანი მისნი განავრცნა წყალთა ზედა უდაბნოსათა; გულისთქუმათა შინა სულისა მისისათა სულშემოსილობდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი? ყოველნი მეძიებელნი მისნი არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოონ იგი.

25 მოაქციე ფეჴი შენი გზისაგან ფიცხელისა და ჴორცი შენი წყურილისაგან. ხოლო მან თქუა: ვმჴნდები, ვმჴნდები, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და შემდგომად მათსა ვიდოდა.

26 ვითარცა სირცხჳლი მპარავისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა.

27 ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

28 და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა? რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა, იყუნეს ღმერთნი შენნი, იუდა. აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა.

29 რაჲსათჳს იტყჳთ ჩემდამო? თქუენ ყოველნი უთნო იქმნენით ჩემდამო. - იტყჳს უფალი, -

30 და თქუენ ყოველნი უსჯულოებდით, მედად მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ.

31 ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე.

32 ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან მკერდის შესაკრავი თჳსი? ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ,

33 რაჲღა კეთილი მოიჴელოვნო გზათა შინა შენთა ძიებად შეყუარებისა? არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შეგინებად გზათა შენთა.

34 და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლები სულთა უბრალოთა, არა შეთხრასა შინა ჰპოვენ იგინი, არამედ ნუ ყოველთა თანა მუხათა.

35 და სთქუ: უბრალო ვარ, არამედ მიიქეცინ გულისწყრომა მისი ჩემგან. აჰა, მე განვისაჯები შენდამი თქუმისათჳს შენგან: არა ვცოდე,

36 რამეთუ უგულებელს-ჰყავ ფრიად და მრჩობლები გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმენ, სირცხჳლეულ იქმენ ასურეთით,

37 რამეთუ ამიერცა გან-ვე-ხვიდე, და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა, რამეთუ განაგდო უფალმან სასოება შენი, და არ წარგემართოს მას შინა.

<< ← Prev Top Next → >>