Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.
ვინ მომცეს მე უდაბნოს შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი.

2 და მორთხმულ-ყვეს ენაჲ მათი, ვითარცა მშჳლდი. ტყუილი და არსარწმუნოებაჲ განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და მე არა მიცნეს, - იტყჳს უფალი.

3 კაცადი მოყუსისაგან თჳსისა ერიდენით და ძმათა თქუენთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ წიხლითა წიხლვიდეს და ყოველი მეგობარი ზაკულად ვიდოდის.

4 კაცადი ძჳნად მოყუსისა თჳსისა მოკიცხარობს, ჭეშმარიტება არა თქუას. ისწავა ენამან მათმან თქმაჲ ტყუილისაჲ. მიჰხუეჭდეს და არა მოაკლეს მიქცევად.

5 ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაჲ ზაკუასა ზედა. არა ინებეს ცნობაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი.

6 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ. აჰა, მე გავაჴურვნე იგინი და გამოვცადნე იგინი, რამეთუ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა ერისა ჩემისა. ისარ მწყლველ.

7 ენაჲ მათი, მზაკუარებ სიტყუანი პირისა მათისანი მოყუასსა თჳსსა ჰზრახავს მშჳდობითთა და გულსა თჳსსა შორის აქუს მტერობაჲ.

8 ნუ ამათ ზედა არ მივიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ერსა ზედა ესევითარსა არ შური იგოსა სულმან ჩემმან?

9 მთათა ზედა აღიღეთ ტყება და ალაგთა ზედა უდაბნოჲსათა გოდება, რამეთუ მოაკლდეს არყოფისაგან კაცთა მრავალთაჲსა. არა ისმინეს ჴმაჲ მყოფობისაჲ მფრინველთაგან ცისათა და ვიდრე საცხოვართამდე განჰკრთეს თქრომით.

10 და მივსცე იერუსალიმი გარდასახლებად და სამკჳდრებელად ვეშაპთა და ქალაქნი იუდაჲსნი უჩინოსაქმნელად დავსხნე არდამკჳდრებისაგან.

11 ვინ არს კაცი გულისხმისმყოფელი? და გულისხმა-უყო ესე და რომელმან სიტყვა პირისა უფლისაჲ ამას თანა მიგითხრას თქუენ, რომლისათჳს წარწყმდა ქუეყანაჲ; დაეტევა, ვითარცა უდაბნოჲ არსაგზაურობისაგან მისისა.

12 და თქუა უფალმან ჩემდამო: - დატევებისათჳს მათგან სჯულისა ჩემისა, რომელი მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა,

13 არამედ ვიდოდეს შემდგომად სათნოთა გულისა მათისა უკეთურისათა და შემდგომად კერპთა, რომელნი ასწავნეს მათ მამათა მათთა.

14 ამისთჳს, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ, - აჰა, მე ვაჭამნე მათ ჭირნი და ვასუა მათ წყალი ნავღლისაჲ.

15 და განვაბნინე იგინი წარმართთა შორის, რომელთამი არა უწყოდეს მათ და მამათა მათთა. და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის აღვჴოცნე იგინი მის მიერ.

16 ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოუწოდეთ შემსხმელთა გოდებისათა, და მოვიდედ. და ბრძენთა დედათა მიავლინენით და იტყოდიან:

17 და ისწრაფეთ და მოიღეთ თქუენ ზედა გოდებაჲ, და დამოადინნედ თვალთა თქუენთა ცრემლნი, და წამთა თქუენთა სდიოდედ წყალი,

18 რამეთუ ჴმაჲ საწყალობლობისა ისმა სიონს შინა. ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ, განვთხიენით კარვებნი ჩუენნი.

19 ისმინეთ, დედანო, სიტყვა ღმრთისაჲ და შეიწყნარნენ ყურთა თქვენთა სიტყვანი პირისა მისისანი და ასწავეთ ასულთა თქუენთა გურინვაჲ და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ,

20 რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთაჲთ და შევიდა ქუეყანად მიმართ თქუენად მოსპოლვად ჩჩჳლთა გარეგნით და ჭაბუკთა უბანთაგან.

21 ესრეთ იტყჳს უფალი: და იყვნენ მკუდარნი კაცთანი მაგალითებად პირსა ზედა ველისა ქუეყანისა თქუენისასა და, ვითარცა თივაჲ, უკუანა მთიბელისა, და არა იყოს შემკრებელ.

22 ამათ იტყჳს უფალი: ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თჳსისა, და ნუ იქადინ ძლიერი ძლიერებისა მერ თჳსისა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა,

23 არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.

24 აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მიხედვა-ვყო ყოველთა ზედა მეტკუეთილთა დაუცუეთელობისა მათისათა

25 ეგჳპტესა ზედა, და იდუმეასა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამმონისთა, და ძეთა ზედა მოაბისთა და ყოველთა ზედა გარემოკუეცილსა პირით კერძო მისით დამკჳდრებულთა უდაბნოს შინა, რამეთუ ყოველნი წარმართნი უმეტკუეთილო არიან ჴორცითა და ყოველი სახლი ისრაილისაჲ უმეტკუეთილებ გულებითა მათითა.

<< ← Prev Top Next → >>