Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ისმინეთ სიტყუაჲ, რომელი თქვა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაილისაო.

2 ამათ იტყჳს უფალი: გზათაებრ წარმართთასა ნუ ისწავებთ და სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინისყე, რამეთუ ეშიშვიან იგინი პირისაგან მათისა,

3 რამეთუ სასჯელნი წარმართანი ამაოება, ძელ არს მოკუეთილი მაღნარით, ქმნილი ხუროსა.

4 და გამონადნობი, ვეცხლითა და ოქროთა შემკულნი არიან, კუერითა და სამსჭულებითა განამაგრნეს იგინი და არა შეიძრნენ (ვეცხლი წახნაგებული არს. არა ვიდოდის. ვეცხლი დასხმული არს თარშით, მოვიდა ოქროჲ ოფაზისაჲ).

5 (და ოქრომჭედელთა ჴელი, საქმე ჴელოანთა ყოველნი) ჳაკინთსა და პორფირსა შეჰმოსენ მათ აღხუმით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინყე მათგან, რამეთუ ბოროტი ვერ ქმნან, და კეთილი არა არს მათ შორის.

6 ვინ არს ვითარ შენ, უფალო? დიდ ხარ შენ და დიდ არს სახელი შენი ძალითა.

7 ვის არა ეშინოდის შენდა, მეფეო წარმართთაო! რამეთუ შენნი არიან, რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა და ყოველთა შორის მეუფეთა მათთა ვინ არს, ვითარ შენ, უფალო?

8 რამეთუ ერთგზის აღეგზნენ და მოუძლურდენ გულნი ამაოთანი. ძელი არს,

9 ვეცხლ გამოჭედილი თარშით მოღებული და ოქრო ოფაზით ქმნული ხუროსაჲ, და ჴელთა ოქრომჭედელისათა იაკინთე, და ძოწეული სამოსლად მათა ქმნული ბრძენთაჲ.

10 ხოლო უფალი ღმერთი ჩუენი ჭეშმარიტ არს, ღმერთი ცხოველი და მეუფე საუკუნოჲ. გულისწყრომითა მისითა შეიძრას ქუეყანაჲ და არა ყონ წარმართთა რისხვაჲ მისი.

11 ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.

12 უფალმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ ძალისა მიერ თჳსისა და აღჰმართა მკჳდროანი სიბრძნისა მიერ მისისა, და ცნობისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.

13 და ჴმისა მის მოცემისა მისისათა სიმრავლე წყლისა ცისა შორის, და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ ელვანი წჳმად ქმნნა და გამოიყვანნა ქარნი და ნათელი საუნჯეთაგან მათთა.

14 განასულელნა ყოველნი კაცნი მეცნიერებისაგან, სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროჲსმჭედელი წახნაგებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ცილი იგი გამოადნვეს. არა არს სული მათ თანა.

15 ამაონი არიან საქმენი ნამღერნი ჟამსა შინა მოხილვისა მათისასა წარწყმდენ.

16 არა არს ესე ნაწილი იაკობისი, რამეთუ შემოქმედისა ყოველთაჲსა თჳთ არს ნაწილ მისსა და ისრაილ კუერთხ მკჳდრობისა მისისა. უფალ ძალთა არს სახელი მისი.

17 შეკრიბე გარეშით გუამები, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის,

18 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე უსაფრჴეებ დამკჳდრებულთა ქუეყანისა ამისთა ჭირისა მიერ. და ვაჭირვო მათ, რაჲთა იპოოს.

19 ვაება შემუსრვასა შენსა ზედა, სალმობიერ არს წყლული შენი. მეცა ვთქუ: ნანდჳლვე ესე არს წყლულება ჩემი.

20 მეწია მე კარავი ჩემი, საარებულ იქმნა, წარწყმდა და ყოველნი ეზონი ჩემნი განირღუეს. ძენი ჩემნი და ცხოვარნი ჩემნი არა არიან. არა არს მერმე ადგილი კარვისა ჩემისაჲ, ადგილი ეზოთა ჩემთაჲ,

21 რამეთუ მწყემსთა იუცნობოეს და უფალი არ გამოიძიეს. ამისთჳს არა გულისხმა-ყო ყოველმან სამწყსომან და განიბნინეს

22 ჴმაჲ სასმენელისა, აჰა, მოვალს. და ძრვა დიდი ქუეყანისაგან ჩრდილოსა, დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა უჩინოსაქმნელად და საბუდრად სირთა.

23 უწყი, უფალო, ვითარმედ არა კაცისა არს გზაჲ მისი, არცა მამაკაცი ვიდოდის, და წარჰმართოს სლვაჲ თჳსი.

24 გუასწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა განკითხვისა და ნუ გულისწყრომისა მიერ, რაჲთა არა შემცირებულ-მყუნე ჩუენ.

25 გარდაასხ გულისწყრომაჲ შენი წარმართთა ზედა, არმეცნიერთა შენთა და მეფობათა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი, და მოასრულეს ისრაილი და საძოარი მისი მოაოჴრეს.

<< ← Prev Top Next → >>