Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ესრეთ იტყოდა უფალი ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე თავისა შენისა, გარემოსარტყმელი სელისა, და გარემოიდევ გარემო წელთა შენთა, და წყალსა შინა არა განვიდეს.

2 და მოვიგე მოსარტყმელი სიტყჳსაებრ უფლისა და მოვიდევ წელთა გარემო ჩემთა.

3 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

4 მოიღე მოსარტყმელი გარემოჲსი წელთა შენთაჲ, და აღდეგ და ვიდოდე ევფრატად მიმართ, და დამალე ეგე მუნ სიჴურელესა შინა კლდისასა.

5 და წარვედ და დავმალე იგი ევფრატსა ზედა, ვითარცა მამცნო მე უფალმან.

6 და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა და თქუა უფალმან ჩემდამო: აღდეგ, ვიდოდე ევფრატად მიმართ და აღიღე მუნით მოსარტყმელი, რომელი გამცენ შენ დამალვად მუნ.

7 და წარვედ ევფრატად მიმართ მდინარედ, დავთხარე და მოვიღე მოსარტყმელი ადგილისაგან, რომელსა დავჰფალ იგი მუნ. და, აჰა, განხრწნილ იყო, რომელი არა იჴმაროს არარად.

8 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო

9 მეტყუელი: ამათ იტყჳს უფალი: ესრეთ განვხრწნა გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იერუსალიმისა,

10 ქალაქისა ამის, და ერისა ჩემისა, გინებაჲ არმნებებელთა სმენად სიტყუათა ჩემთა და მავალთა ნებასა გულისა მათისათა, უკანა ღმერთთა უცხოთასა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა და იყვნენ, ვითარცა მოსარტყმელი ესე, რომელი არა იჴმაროს არარად,

11 რამეთუ ვითარ-იგი მოსარტყმელი წელთა ზედა კაცისათა, ეგრეთ შემოვიახლე თავისა მომართ ჩემისა სახლი ისრაჱლისა და ყოველი სახლი იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - ყოფად ჩემდა ერად სახელოვნად, სიქადულად და დიდებად, და არ შეისმინეს ჩემი.

12 და სთქუა ერისა მიმართ სიტყვა ესე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა. და იყოს, უკეთუ თქვან შენდამი არ მცნობთა: ვერ მცანით, ვითარმედ ყოველი თხიერი აღივსოს ღვინითა?

13 და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვავსებ ყოველთა დამკჳდრებულთა ამის ქუეყანისათა და მეფეთა მათთა მსხდომარეთა, ძეთა დავითისთა, საყდართა ზედა მისთა, და მღდელთა და წინაწარმეტყუელთა და იუდას და ყოველთა დამკჳდრებულთა იერუსალჱმს მთრვალობითა.

14 და განვაბნევ მათ და მამაკაცსა და ძმასა მისსა, და მამათა მათთა და ძეთა მათთა. მის შორის არა ვისურვო, - იტყვის უფალი, - და არა ვერიდო, არა შევიწყალნე განხრწნისგან მათისა.

15 ისმინეთ და ყურად-იღეთ და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა:

16 მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა დიდებაჲ პირველ შერიჟუებისა და პირველ წარკუეთებისა ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა ბნელთა და მოელოდით ნათელსა, და მუნ აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ სიბნელედ.

17 არა თუ ისმინოთ, დაფარულად ტიროდეს სული თქუენი პირისაგნ გინებისათა, და ცრემლოოდეთ ცრემლით და გარდმოადინეთ თუალთაგან თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსო უფლისაჲ.

18 არქუთ მეფესა და მმძლავრებელთა, დამდაბლდით და დასხედით, რამეთუ დაიჴსნა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისა.

19 ქალაქნი ბღუარითკერძონი შეიჴშნეს და არა იყო განმღები. გარდაისახლა იუდა. აღასრულა გარდასახლებაჲ სრული.

20 აღიხუენ თუალნი შენნი, იერუსალჱმ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოთ, სადა არს სამწყსოჲ, რომელი მიგეცა შენ, ცხოვარნი დიდებისა შენისანი.

21 რაჲ სთქუა, ოდეს აღგიხილვიდენ შენ? და შენ ასწავენ მათ შენ ზედა სასწავლელნი. დასაბამად სალმობათა მოგიცვან შენ, ვითარცა დედაკაცი მშობი.

22 და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა.

23 უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა.

24 და განვხრწნენ იგინი, ვითარცა ქარქუეტი მოღებული ქარისაგან უდაბნოდ.

25 ესე არს ნაწილი შენი და ხუედრი ურჩებისა თქუენისაჲ ჩემდა, იტყვის უფალი, - ვითარცა დამივიწყე მე და ესევდი ცრუთა მიმართ.

26 და მეცა აღვსაბურველნე უკანაკერძონი შენნი წინაშე პირსა შენსა, და იხილოს გინებულებაჲ შენი.

27 და მრუშებაჲ შენი და ჴუვილი შენი, და უცხოქმნულებაჲ სიძვისა შენისა ბორცუთა ზედა და ველთა შორის ვიხილენ საძაგელნი შენნი. ვაჲ შენდა, იერუსალჱმ, რამეთუ არა განსწმდი უკანა ჩემსა, ვიდრემდის იყო შენ?

<< ← Prev Top Next → >>