ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10740&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უწჳმროებისათჳს.

2 იგლოვა იუდეამან, და ბჭენი მისნი დაცალიერდეს, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იერუსალჱმისაჲ აღვიდა.

3 და დიდ-დიდთა მისთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი მერწყულად. მივიდეს ჯურღმულთა ზედა, და ვერ პოვეს წყალი და მიაქცინეს ჭურჭელნი მათნი ცალიერად. ჰრცხუენა და კდემულ იქმნეს და დაიფარნეს თავნი მათნი.

4 და საქმენი ქუეყანისანი მოაკლდეს, რამეთუ არა იყო წჳმაჲ. სირცხჳლეულ იქმნეს მუშაკნი, დაიფარნეს თავნი მათნი

5 ირემნი ველთა ზედა იზუებვოდეს და დაუტევებდეს, რამეთუ არა იყო მწუანე.

6 ვირნი ველურნი დადგეს ბორცვთა ზედა, მოიზიდნეს ქარნი, ვითარცა ვეშაპმან. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივა.

7 უკუეთუ ცოდვანი ჩემნი წინადამიდგეს ჩუენ, უფალო, მყვენ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა. შენ შეგცოდეთ.

8 თმენაო ისრაჱლისაო უფალო, დაგჳჴსნენ ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი, ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყანისა მიმქცევი სავანედ?

9 ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.

10 ვსრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს. და ღმერთმან არ სათნო იყო მათ შორის. აწ მოიჴსენოს უსჯულოებათა მათთაჲ და ზედმიიხილოს ცოდვათა მათთა.

11 და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს საკეთილოდ,

12 რამეთუ უკუეთუ იმარხვიდენ, არა ვისმინო ვედრებისა მათისაჲ. და უკუეთუ შემოსწირვიდენ ყოვლადდასაწუელთა და მსხვერპლთა, არა სათნო ვიყო მათ შორის, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მე მოვასრულნე იგინი.

13 და ვთქუ: მყოფო უფალო მეუფეო! აჰა, წინასწარმეტყუელნი მათნი. წინაწარმეტყუელებენ და იტყჳან. არა იხილოთ მახჳლი და სიყმილი არა იყოს თქვენ შორის, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მივსცე ქუეყანასა ზედა და ადგილსა ამას შინა.

14 და თქუა უფალმან ჩემდამო: ცილსა წინაწარმეტყუელებენ წინაწარმეტყუელნი სახელსა ზედა ჩემსა. არა მივავლინენ იგინი, და არა ვამცენ მათ, და არა ვიტყოდე მათდა მიმართ, რამეთუ ხილვათა ცრუთა და მისნობათა და სახრვათა და აღრჩევათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქვენ იგინი.

15 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთათჳს: მწინაწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა და მე არ მოვავლინენ იგინი. რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ, მოესრულნენ წინაწარმეტყუელნი.

16 და ერი, რომელთა ეგენი უწინაწარმეტყველებენ მათ, და იყუნენ დაცჳვნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა. და არა იყოს დამფლველი მათი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.

17 და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თვალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისა და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

18 გან-თუ-ვიდე ველად, და, აჰა, წყლულებანი მახჳლისანი, და შე-თუვიდე ქალაქად, და აჰა, ტკივილი სიყმილისაჲ, რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელი წარვიდეს ქუეყანად, რომელი არა იცოდეს.

19 ნუ შეურაცხ-მყოფელმან შეურაცხ-ჰყავ იუდა, და სიონით განეშორა სული შენი. რაჲსათჳს დამცენ ჩუენ? და არა არს ჩუენდა კურნებაჲ? დავითმინეთ მშჳდობისათჳს, და არა არიან კეთილნი ჟამად კურნებისად და, აჰა, შფოთი.

20 ვაგრძნენით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი, უსამართლოებანი მამათა ჩუენთანი, ვითარმედ ვცოდეთ წინაშე შენსა.

21 დააცხრვე სახელისა შენისათჳს. ნუ წარსწყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა. მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა ჩუენ თანა.

22 ნუ არსა კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელი? და უკუეთუ ცამან მოსცეს სიმაძღრე თჳსი, არა შენ ხარა თავადი, უფალი, ღმერთი ჩუენი? და დაგითმობთ შენ, რამეთუ შენ ჰქმნენ ყოველნი ესე.

<< ← Prev Top Next → >>