Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 და შენ ნუ ისუამ ცოლსა. და არა იშვეს შენდა ძე, არცა ასული ადგილსა ამას შინა,

3 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა და დედათა მათთათჳს მლმობელთა მათთა და მამათა მათთათჳს მშობელთა მათთა, ქუეყანასა ამას შინა.

4 სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ. არა იტყებნენ და არა დაიფლნენ. სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ, და მახჳლისა მიერ დაეცნენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ. და იყუნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

5 ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეხუალ მწყობრობასა მათსა და ნუ მიხვალ ტყებად და ნუ ეგლოვ მათ, რამეთუ განვაკიდვე მშჳდობაჲ ჩემი ერისა ამისაგან, - იტყჳს უფალი, - და წყალობა ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი.

6 და მოკუდენ დიდნი და მცირენი ქუეყანასა ამას შინა. არა დაეფლნენ, არცა ეტყებდენ მათ, არცა რაჲთურთით ქმნან არარაჲ და არა აღიპარსნენ და არცა იტირნენ.

7 და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათთასა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა. არა ასუან მას სასუმელი ნუგეშინის-საცემელად მამასა მისსა ზედა და დედასა მისსა ზედა.

8 სახიდ ანკანაკობისა მათისა არა შეხჳდე ოდესცა თანდაჯდომად მათ თანა, ჭამად და სუმად,

9 მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა ღმერთი ისრაჱლისა, - აჰა, მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუენთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუებისასა და ჴმასა სიძისასა და ჴმასა სძლისასა.

10 და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა ამას ყოველნი ესე სიტყუანი, და თქუან შენდამო: რასათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი? რაჲ არს სიცრუენი ჩუენი, და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა?

11 და ჰრქუა მათ: მის წილ, რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, - იტყჳს უფალი, - და ვიდოდეს უკანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ, და მე დამიტევეს და სჯული ჩემი არა დაიმარხეს.

12 და თქუენცა იუკეთურეთვე უფროს მამათა თქუენთასა და, აჰა, თქუენ ხუალთ კაცადნი უკანა სათნოთა გულისა თქუენისათა არსმენად ჩემდა.

13 და განგთხინე თქუენ ქუეყანისა ამისგან ქუეყანად. მიმართ, რომელი არა იცით თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმსახუროთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღე და ღამე, რომელთა არა მოგცენ თქვენ წყალობაჲ.

14 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისანი ქუეყანით ეგჳპტით,

15 არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძვნი ისრაილისანი ქუეყანისაგან ჩრდილოსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადა განიჴადნეს მუნ. და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მამათა მათთა.

16 აჰა, მივავლენ მრავალთა მონადირეთა და მოინადირნენ იგინი. და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მთხევლართა, - იტყჳს უფალი, - და მოითხევლნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთასა,

17 რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.

18 და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.

19 უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.

20 უკუეთუ ყუნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ.

21 აჰა, მე განუცხადო მათ ჟამსა ამას შინა ჴელი ჩემი, და ვაცნობო მათ ძალი ჩემი, და ცნან, ვითარმედ სახელი ჩემი უფალ.

<< ← Prev Top Next → >>