Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 მაშინ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე კარაბაჲ, გამოზელილი კეცისაჲ, და მოიყვანენ მოხუცებულთაგან ერისათა და მოხუცებულთაგან მღდელთასა.

2 და განხჳდე სამრავალკაცოდ ძეებისა შვილთა მათთასა, რომელი არს წინა კართა ზედა ბჭისა ხარსიდისასა, და წარიკითხენ მუნ ყოველნი სიტყუანი, რომელნიცა ვთქუნე შენდამი.

3 და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს და შემავალთა ამათ ბჭეთა შინა. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: აჰა, მე მოვაწევ ერსა ამას ზედა ძჳრთა, ვიდრეღა ყოველსა მსმენელსა მათსა აღუყივდენ ყურნი მისნი.

4 მათ წილ, რომელ დამიტევეს მე, და განაუცხოეს ადგილი ესე, და უკმევდეს ამას შორის ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდნეს მათ და მამათა მათთა და მეფეთა იუდაჲსთა, აღავსეს ადგილი ესე სისხლებითა უბრალოებითა,

5 და უშენნეს მაღალნი ბაალსა დაწუად ძენი მათნი ცეცხლითა ყოვლადდასაწუელად ბაალისა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა მომეგონა გულსა შინ ჩემსა.

6 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.

7 და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

8 და დავდვა ქალაქი ესე უჩინოსაქმნელად და სასტჳნვლად. ყოველი თანაწარმვლელი მის ზედა დაწუხნეს და დაისტჳნოს ყოვლისა ამის წყლულებისათჳს.

9 და ჭამდენ ჴორცებსა ძეთა მათთასა და ჴორცებსა ასულთა მათთასა და თითოეული ჴორცთა მოყუსისა თვისისათა ჭამდეს გარემოცვულებასა შინა და გარემოდგომილებასა შინა, რომლითა გარემოადგენ მათ მტერნი მათნი და მეძიებელნი სულთა მათთანი.

10 და შეჰმუსრო კარაბაჲ წინაშე თვალებსა კაცთა გამოსრულთასა შენ თანა.

11 და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ესრეთ შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრვის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელი არშესაძლებელ იყოს განკურნებად მერმე, და ტაფეთს თანა დაჰფლვიდენ, რამეთუ არა იყოს ადგილი დაფლვად.

12 ესრეთ უყო, - იტყჳს უფალი, - ადგილსა ამას და დამკჳდრებულთა მას შინა მიცემად ქალაქი ესე ქუეყანად დაკუეთებულად.

13 და იყვნენ სახლებნი იერუსალიმისანი და სახლნი მეფეთა იუდაჲსთანი, ვითარცა ადგილი დაკუეთებული არაწმიდებათათჳს, რომელნი ქმნნეს სახლთა შინა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ყოველსა მჴედრობასა ცისასა, დაუგებდეს საგებელთა ღმერთთა უცხოთა.

14 და მოვიდა იერემია დაცემულებისაგან ტაფეთისა, ვინაჲ მიავლინა იგი უფალმან წყლულებად მუნ, და დადგა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და თქვა ყოვლისა მიმართ ერისა.

15 ამას იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე მოვჰჴადნე ქალაქსა ამას ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა მისთა და დაბათა მისთა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მის ზედა, რამეთუ განიფიცხეს ქედი მათი არსმენად სიტყვათა ჩემთა.

<< ← Prev Top Next → >>