ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 20. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10746&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და ესმა პასქორს, ძესა ემმირისსა, მღდელსა, და იგი იყო დადგინებულ სახლსა უფლისასა, იერემიას წინაწარმეტყუელება სიტყუათაჲ ამათ.

2 და უხეთქნა პასქორმან იერემიას წინაწარმეტყუელსა და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელი იყო ბჭეთა თანა ბენიამენისსა სახლისა განკიდებულისა ქორედისა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა.

3 და იყო ხვალისაგან, და გამოიყვანა პასქორმან იერემია მღვიმით და ჰრქუა მას იერემია: არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ გარდასახლებულ

4 მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგცემ შენ გარდასახლებად ყოველთა თანა მოყვარეთა შენთა, და დაეცნენ მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ. და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და გარდაასახლენ იგინი ბაბილოვნად და დაჭრნენ იგინი მახჳლითა.

5 და მივსცნე ყოველი ძალი ქალაქისა ამის და ყოველნი ნაშრომნი მისნი და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საუნჯენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და წარიხუნენ იგინი ბაბილონად.

6 და შენ, პასქორო, და ყოველნი დამკჳდრებულნი სახლსა შინა შენსა, წარხჳდეთ ტყუეობად და ბაბილონად მიხჳდეთ და მუნ მოჰკუდე. და მუნ დაეფლა შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა უწინასწარმეტყუელებდ მათ ცრუსა.

7 შემაცთუნე მე, უფალო, და შევსცეთ. შემიპყარ და მძლე ვიქმენ საცინელად, ყოველი დღე წარვლე განკიცხულმან.

8 რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა ჩემითა ვიცინოდი უდებლობასა და საარებულობასა მოვხადო, რამეთუ იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა საყუედრელად და საგიობელ ყოველსა დღესა.

9 და ვთქუ: არა სახელ-ვსდვა სახელსა ღმრთისასა და არა ვიტყოდი მერმე სახელსა ზედა მისსა. და იქმნა გულსა შინა ჩემსა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე და მოტყინარე და შემყენებელი შორის ძუალთა ჩემთა, და შეუცავ ყოველგნით, და ვერ ძალ-მიც თავს-დებაჲ,

10 რამეთუ მესმა გიობაჲ მრავალთაჲ შეკრებულთა ჩემ ზედა მრგულივ, მეტყუელთა: ზედააღდეგით და ზედააღუდგეთ მას ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, განიხილეთ წულილ მოგონებაჲ მისი, ანუ შეაცთუნეთ და ვსძლოთ მას, და მოვიღოთ შურისძიებაჲ ჩუენი მისგან.

11 და უფალი ჩემ თანა, ვითარცა მბრძოლი ძლიერი. ამისთჳს მდევნეს და გაგონებად ვერ უძლოყე. ერცხჳნა ფრიად, რამეთუ აგრძნეს უპატიობანი მათნი, რომელნი საუკუნომდე არდავიწყებულ იქმნენ.

12 უფალო ძალთაო, გამომცდელო სამართალთაო, გულისხმის-მყოფელო თირკმელთა და გულთაო. მიხილავსმცა შენმიერი შურისძიებაჲ მათგან, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადენ პასუხის-მიცემანი ჩემნი.

13 უგალობდით უფალსა, აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელისაგან მბოროტებელთასა.

14 დაწყეულ დღე, რომელსა ვიშევ მას შინა, დღე, რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ ზედლოცვით.

15 დაწყეულ კაცი, მახარებელი მამისა ჩემისა, მეტყუელი: გეშვა შენ ძე წული, ნუ მხიარულ იყავნ.

16 და იყავნ კაცი იგი, ვითარცა ქალაქნი, რომელნი დააქცინა უფალმან გულისწყრომით და არ შეინანა. ესმედ ღაღადებისაჲ განთიად და ვალალაებისაჲ ჟამსა შუადღისასა,

17 რამეთუ არ მომკლა მე საშოსა შინა მსაშოებელისა ჩემისასა, და იქმნა დედაჲ ჩემი საფლავ ჩემდა, და საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა.

18 რაჲსა ამისთჳს გამოვედ საშოჲთ, ხილვად შრომათა და ტკივილთა და გარდაჴდეს სირცხჳლსა შინა დღენი ჩემნი?

<< ← Prev Top Next → >>