Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ამათ იტყჳს უფალი: ვიდოდე და შთახედ სახიდ მეფისა იუდაჲსსა. და სთქუნე მუნ სიტყუანი ესე.

2 და ჰრქუა: ისმინე სიტყუა უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, მჯდომარემან საყდარსა ზედა დავითისასა, შენ და ყრმათა შენთა და ერმან შენმან და რომელნი შემოვლენ ბჭეთა.

3 ამათ იტყჳს უფალი: ჰყოფდით სასჯელსა და სიმართლესა და განარინებდით მიმძლავრებულსა ჴელისაგან მიმმძლავრებელისა მისისა, და მწირსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უთნოებთ და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ადგილსა ამას შინა.

4 მით, რამეთუ, უკუეთუ მყოფელთა ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდოდიან ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა და ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა, იგი და ყრმანი მისნი და ერი მისი.

5 ხოლო არა თუ ჰყუნეთ სიტყუანი ესე, თავისა ჩემისადმი ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ მოსაოჴრებელად იყოს სახლი ესე.

6 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძჳნად სახლისა მეფისა იუდაჲსისა: გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბამ ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ უდაბნოდ ქალაქებად არდამკჳდრებულებად,

7 და მოვაწივნე და წმიდა-ვყვნე შენ ზედა მომსრველნი: მამაკაცი და ცული მისი, და მოჰკუეთნენ რჩეულნი ნაძუნი შენნი და შეყარნენ ცეცხლსა.

8 და განვიდენ წარმართნი მრავალნი ქალაქისა ამის მიერ. და თქუას კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: რაჲსათჳს უყო უფალმან ესრეთ ქალაქსა ამას დიდსა?

9 და ჰრქუან: მათ წილ, რომელ დაუტევეს ანდვრძი უფლისა ღმრთისა მათისა და თაყვანის-სცეს ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურეს მათ.

10 ნუ სტირთ მომკუდარსა, ნუცა ეგლოვთ მას, და იტირეთ ტირილით განმავალი, რამეთუ არღა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ მამულისა მისისა

11 მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სელიმის ზედა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, რომელი მეფობდა იოსიას წილ მამისა მისისა, რომელი გავიდა ადგილისა ამისგან, არა უკმოიქცეს მუნ არა მერმე,

12 რამეთუ ადგილსა მას, რომელსა გარდაასახლეს იგი, მუნ მოკუდეს და ქუეყანა ესე არა იხილოს მერმე.

13 ჵ მაშენებელსა სახლისა თჳსისასა არა სიმართლისა მიერ და ქორებსა თჳსსა არგანკითხვისა მიერ. მის მიერ მოყუასი მისი მოქმედებს მედად და სასყიდელსა მისსა არ მისცემს მას.

14 მეტყუელი: უშენე თავსა შენსა სახლი ზომითი-ქორები სანიავოები, განგებულებისა სტუენად და მონივთულები ნაძჳთა, განგლესილები წარნაქითა.

15 ნუ ჰმეფობ, რამეთუ შენ განსძჳნდი აქაზისებრ, მამისა შენისა. არა ჭამონ და სუან; და ქმნაჲ მსჯავრისა და სიმართლისა კეთილისაჲ არა ცნეს.

16 არა საჯეს სასჯელი მდაბალთაჲ, არცა სასჯელი დავრდომილისაჲ. არა ესე არსა შენგან ვერცნობა ჩემი? - იტყჳს უფალი, -

17 რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა.

18 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო!

19 დაფლვითა ვირისათა დაეფლას, და-რაჲ-ლპეს, ვითარცა სკორე, განითხიოს მიერ კერძო ბჭესა იერუსალიმისასა.

20 აღვედ ლიბანსა ზედა და ღაღად-ყავ და ბასანადმი მიეც ჴმაჲ შენი და ჴმა-ყავ წიაღკერძოდ მიმართ ზღჳსა, შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი.

21 ვიტყოდე შენდამი დაცემულებასა შინა შენსა და სთქუ: არა ვისმინო შენი. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკით შენითგან, რამეთუ არა ისმინე ჴმისა ჩემისა.

22 ყოველთა მწყემსთა შენთა ჰმწყსის ქარი და ტრფიალნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, რამეთუ მაშინ შეირცხჳნო და უპატივო იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა.

23 დამკჳდრებულმან შორის ლიბანსა, დაბუდებულმან ნაძუთა ზედა სულთ-ითქუნე მოსლვასა შენდა სალმობათა, ვითარცა შობადისათასა.

24 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, უკუეთუ ქმნით იქმნეს იექონია, ძე იოაკიმისი, მეფე იუდაჲსი, აღმონაბეჭდავ ჴელისა ჩემისა მარჯუენისა, ვითარმედ მუნითგან გამოგფხურა შენ.

25 და მიგცე შენ ჴელებსა მეძიებელთა სულისა შენისათასა და ჴელებსა, რომელთა შენ იშიშვი, პირისაგან მათისა ჴელსა შინა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა და ჴელსა შინა ქალდეველთასა.

26 და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, მშობელი შენი, ქუეყანად სხუად, ქუეყანადმი, რომელსა არა იშვენით, მუნ, და მუნ მოჰკუდეთ.

27 ხოლო ქუეყანად, რომელსა იგინი ილოცვენ სულითა მათითა, არა მოიქცენ.

28 შეურაცხ-იქმნა იექონია, ვითარ ჭურჭელი, რომლისა არა არნ საჴმარება მისი, რამეთუ განიგდო იგი და თესლი მისი, და განიჴადა ქუეყანად, რომელი არა უწყოდა.

29 ქუეყანაო, ქუეყანაო, ქვეყანაო, ისმინე სიტუაჲ უფლისა!

30 ამათ იტყჳს უფალი: დაწერე მამაკაცი ესე, განაქიქე კაცი, რამეთუ არა აღორძნდეს თესლისა მისისაგან, კაცი მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, მთავარი მერმეცა იუდას შორის.

<< ← Prev Top Next → >>