Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ჵ მწყემსნო წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, - იტყჳს უფალი.

2 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან,

3 და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა, და აღოძრნდენ და განმრავლდენ.

4 და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ, და არღა ეშინოდის მერმე, არცა იწიწვოდიან, არცა ორჴმაობდენღა, - იტყჳს უფალი.

5 ესერა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისჴმა-ყოს და ქმნას განკითხვა და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

6 დღეთა შინა მისთა ცხონდეს იუდაჲ და ისრაელი დაემკჳდროს სასოებით და ესე სახელ მისსა, რომელი უწოდოს მას უფალმან (იოსედეკ თჳთ წინაწარმეტყუელთა შორის).

7 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, აღმომყვანებელი ძეთა ისრაელისათა ეგჳპტით.

8 და ცხოველ არს უფალი აღმომყვანებელი და მომყვანებელი თესლსა სახლისა ისრაჱლისასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადაცა განვაგარეენ იგინი მუნ, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა.

9 წინაწარმეტყუელთათჳს შეიმუსრა გული ჩემ შორის, შეირყინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი. ვიქმენ, ვითარცა მამაკაცი შემუსრვილი და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნისა მიერ, პირისაგან უფლისა და პირისაგან მისისა,

10 რამეთუ მრუშებათა მიერ აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ პირისაგან ამათისა იგლოვა ქუეყანამან. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲსანი და იქმნა სრბაჲ მათი ბოროტ, და ძალი მათი არა ესრე,

11 რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელნი შეიმწიკულნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილენ უკეთურებანი მათნი, - თქუა უფალმან,

12 ამისთჳს იქმენინ გზა მათი მათდა საბრჴე ალმურსა შინა, და შებრკოლდენ და დაეცნეს მას შინა მით, რამეთუ მოვჰჴადნე მათ ზედა ძჳრნი წელიწადსა შინა ზედ მიხედვისა მათისასა, - თქუა უფალმან, -

13 და წინაწარმეტყუელთა შორის სამარიაჲსათა ვიხილენ უსჯულოებანი. წინაწარმეტყუელებდეს სახელსა ზედა ჩემსა ბაალისთჳს და შეაცთუნეს ერი ჩემი ისრაელი.

14 და წინაწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშექმნილთა და მავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა. იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ და მკჳდრნი მისნი, ვითარცა გომორრაჲ.

15 ამისთვის იტყჳს უფალი ძალთა წინაწარმეტყუელთა ზედა: აჰა, მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულება ყოვლისა ქუეყანისად.

16 ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა.

17 ეტყჳან ურჩთა სიტყჳსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო, და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მისისაჲთა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი,

18 რამეთუ ვინ დადგა სახილავსა შორის უფლისასა. და იხილა და ესმნეს სიტყვანი მისნი? ვინ ყურად-იღო სიტყვა მისი და ისმინა?

19 აჰა, ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს თანადშესარყეველად, კუალად ქცეული უთნოთა ზედა მოიწია.

20 არღა მერმე მიიქცეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს იგი და ვიდრემდის დაადგინოს იგი ჴელ-ყოფანი გულისა მისისანი, უკანასკნელთა დღეთასა გულისხმა-ყუნენ იგინი.

21 არ მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ, და იგინი წინასწარმეტყველებდეს.

22 და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყვანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა.

23 ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი.

24 ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, -

25 მესმნეს, რომელთა იტყჳან წინასწარმეტყველნი, რათა წინასწარმეტყველებენ სახელითა ჩემითა ცრუთა მეტყუელნი: ვიძილისშინეთ ძილისშინა:

26 ვიდრემდის იყოს გულსა შინა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინასწარმეტყველებენ ცრუთა, და წინასწარმეტყველებენ ნებათა გულისა მათისათა, რომელნი იგონებენ:

27 დავიწყებასა ერისა ჩემისაგან სახელსა ჩემისასა ძილისშინათა მათთა მიერ, რომელთა მიუთხრობდა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ვითარ-იგი დაივიწყეს მამათა მათთა სახელისა ჩემისა ბაალის ძლით?

28 წინაწარმეტყუელმან, რომლისა შორის არს ძილისშინა, შთამოთქუნ ძილისშინაჲ თჳსი, რომლისა შორის სიტყვა ჩემი მისდა მიმართ, შთამოთქუნ სიტყვა ჩემი ჭეშმარიტებით, - იტყჳს უფალი, რაჲ არს ბზე იფქლისა მიმართ?

29 ეგრეთ სიტყვანი ჩემნი არა სიტყვანი ჩემნი, ვითარცა ცეცხლი მოტყინარე, - იტყჳს უფალი, - და ვითარცა წერაქვი განმკუეთი კლდისაჲ?

30 ამისთჳს, აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - რომელნი იპარვენ სიტყვათა ჩემთა თითოეული მოყუსისაგან თჳსისა.

31 აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, - რომელნი გამოიღებენ ენასა წინასწარმეტყველებათასა და წმასნიან სიცრუით უწყებასა, და მიირულებენ ჰრულსა მათსა.

32 აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინასწარმეტყველებენ ძილისშინათა ცრუთა, - თქუა უფალმან, - და მიუთხრობენ მათ და აცთუნებენ ერსა ჩემსა ტყუილთა მათთა მიერ და საცთურთა მათთა მიერ. და მე არ მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და სარგებელი არა არგონ ერსა ამას, - თქუა უფალმან.

33 და უკეთუ გკითხოს შენ ერმან ამან, ანუ მღდელმან, ანუ წინაწარმეტყუელმან, მეტყუელმან: რაჲ არს მიმართება უფლისაჲ? და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მიმართება უფლისაჲ, და დაგამჴუნე თქუენ, - იტყჳს უფალი, -

34 და წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან ამათ უკეთუ თქვან მიმართება უფლისაჲ, და შური ვიძიო კაცსა მას ზედა და სახლსა მისსა ზედა,

35 რამეთუ ესრეთ იტყჳთ კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა. რაჲ მოგიგო უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?

36 და მიმართება უფლისაჲ ნუ სახელ-იდებინ მერმე, რამეთუ მიმართება უფლისაჲ იყოს კაცისა სიტყვა მისი. გარდააქციენით სიტყუანი ღმრთისა ცხოველისანი, უფლისა ძალთაჲსა ღმრთისა ჩუენისანი.

37 ესრეთ სთქუთ წინაწარმეტყუელისა მიმართ: რაჲ მოგიგო შენ უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან?

38 და მიმართებასა უფლისასა ნუ იტყჳთ. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვა ესე, მიმართება უფლისაჲ, და მივავლინე თქუენდამი მეტყუელმან: არა იტყჳთ მიმართებასა უფლისასა.

39 ამისთჳს, აჰა, მე მიგიხუნე თქუენ მიმართებითა, და დაგამჴუნე თქუენ და ქალაქი, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა.

40 და მივსცე თქუენ ზედა ყუედრება საუკუნოჲ და უპატიოებაჲ საუკუნოჲ, რომელი არ დავიწყებულ იქმნეს.

<< ← Prev Top Next → >>