Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და მიჩუენნა უფალმან ორნი კიშტენი ლეღჳსანი, მდებარენი წინაშე პირსა ტაძრისა უფლისასა შემდგომად გარდასახლებისა ნაბუქოდონოსორისაგან, მეფისა ბაბილონისა, იექონიასსა, ძისა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა და მთავართა იუდაჲსთა და ჴელოვანთა შემწირავთა და მდიდართა იერუსალიმით და შთაყვანებისა მათისა ბაბილონად.

2 კიშტე ერთი ლეღჳ, ტკბილი ფრიად, ვითარცა ლეღუნი მსთუანი და კიშტე სხუაჲ ლეღჳ, ჯერკუალი ფრიად, უჭამი ჯერკუალებისაგან მისისა.

3 და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ, იერემია? და ვთქუ: ლეღუთა და ტკბილთა ლეღვთა, ტკბილთა ფრიად და ჯერკუალთა ლეღვთა, ჯერკვალთა ფრიად, რომელნი არა იჭამნენ ჯერკუალობისაგან მათისა.

4 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი.

5 ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: ვითარცა ლეღუნი ესე ტკბილნი, ეგრეთ დავემონო გარდასახლებულთა იუდაჲსთა, რომელნი განვავლინე ადგილისა ამისგან ქუეყანად ქალდეველთად კეთილთათჳს.

6 და კუალად-ვაგნე იგინი ქუეყანადვე ამად. და განვიმტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილთათჳს, და ავაშენნე იგინი, და არ დავარღჳნე, და დავჰნერგნე იგინი და არ მოვფხურნე.

7 და მივსცე მათ გული მცნობელი მათგან ჩემი, ვითარმედ მე ვარ უფალი. და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდა ფლობითა გულისა მათისაჲთა,

8 და ვითარცა ლეღუნი ჯერკუალნი, რომელნი არ იჭმებიან ჯერკუალობისაგან მათისა, - იტყჳს უფალი, - ეგრეთ განვსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და დიდ-დიდნი მისნი, და ნეშტი იერუსალიმისაჲ, დაშთომილნი ქუეყანასა ამას შინა და დამკჳდრებულნი ეგჳპტეს შინა.

9 და განვსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საიგავოდ, და საძულელად და საწყევარად ყოველსა შინა ადგილსა, რომელსა განვაგარევნე ეგენი მუნ.

10 და მივავლინო მათდა მახჳლი და სიყმილი და სიკუდილი, ვიდრე მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ და მამათა მათთა.

<< ← Prev Top Next → >>