Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ ყოველსა ზედა ერსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსა, ესე წელიწადი პირველი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა.

2 სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდეაჲსსა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმისათა მეტყუელმან.

3 მეათცამეტით წლითგან იოსია ძისა ამონისსა, მეფისა იუდაჲსსა, და ვიდრე დღისამდე ამის ოცსადასამსა წელსა იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო. და ვიტყოდე თქუენდამი აღმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ.

4 და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი. ცისკარს მივავლენდ და არა ისმინეთ, და არა მოჰყვენთ ყურნი თქუენნი სმენად.

5 და ვთქუ: მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა თქუენთა, და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

6 და ნუ ხუალთ უკანა ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათდა და თაყვანის-ცემად, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა განბოროტებად თქუნდა.

7 და არა ისმინეთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განმარისხეთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთა განსაბოროტებელად თქუენდა.

8 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ვინაჲთგან არა ირწმუნეთ სიტყუათა ჩემთა,

9 აჰა, მე მივავლენ და მოუწოდ ყოველთა ტომთა ბღუარისათა, - იტყჳს უფალი, - და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვაწინე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და დამკჳდრებულთა ზედა მისთა და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემოჲსთა მისთა და მოვაოჴრნე იგინი და მივსცნე იგინი უჩინოსაქმნელად, და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.

10 და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ საფქველისაჲ, და ნათელი ბაზმაკისაჲ.

11 და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.

12 და -რა-ესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვანელთასა და ნათესავისა მის, - იტყჳს უფალი, - და დავსხნე იგინი განსაქარვებელად საუკუნოდ.

13 და მოვაწინე ქუეყანასა მას ზედა ყოველნი სიტყვანი ჩემნი, რომელთა ვიტყოდე ძჳნად მისსა, და ყოველნი დაწერილნი წიგნსა ამას, და რაოდენნი წინაწარმეტუელნა ძჳნად ყოველთა ნათესავთა,

14 რამეთუ ჰმონეს მათ შორის, რამეთუ დაიმონენ იგინიცა ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა, და მივაგო მათ საქმეთა მათთაებრ და სიმარჯუეთა.

15 ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან ჩემდამო: მიიღე სასუმელი ღჳნისა ურწყოსაჲ ამის ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი.

16 და სუან, დასთხიონ და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელსა მე მივავლენ შორის მათსა.

17 და მოვიღე სასუმელი ჴელისაგან უფლისა, და ვასუ ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათ ზედა.

18 იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა, და მთავართა მისთა დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უვალად, და სასტჳნველ და საწყევარად დღისა ამისებრ:

19 და ფარაოს, მეფისა ეგჳპტისასა, და ყრმათა მისთა და დიდ-დიდთა მისთა და ყოველსა ერსა მისსა,

20 და ყოველთა თანმრევთა მისთა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოტომთაჲსათა, და ასკალონსა, და ღაზასა, და აკკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა,

21 და იდუმეასა, და მოაბიტელსა, და ძეთა ამმონისთა,

22 და ყოველთა მეფეთა ტჳროსისა და სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა წიაღკერძოთა ზღჳსათა,

23 და დედანსა, და თემანსა, და როსსა და ყოველსა გლისპსა პირისპირ მისსა,

24 და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა და ყოველთა თანმრევთა, რომელნი მევანეობენ უდაბნოს შინა,

25 და ყოველთა მეფეთა ზამერისთა, და ყოველთა მეფეთა ელამისათა, და ყოველთა მეფეთა მიდთა, და სპარსთასა.

26 და ყოველთა მეფეთა აპლთიოტაჲსათა, მახლობელთა და შორიელთა, კაცადსა ძმისა მიმართ მისისა და ყოველთა მეფობათა პირისზედათა ქუეყანისათა. და მეფემან სისახ სუას შემდგომად მათსა.

27 და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ, ყოვლისა მპყრობელი: სუთ და დაითრვენით, დასთხიეთ და დაეცენით, და არა აღსდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მივავლინო საშუალ თქუენსა.

28 და იყოს, ოდეს არ ენებოსყე მიღება სასუმელისაჲ ჴელისაგან შენისა, რაჲთა სუან. და ჰრქვა მათ: ესრეთ თქუა უფალმან: მსმენელთა სუთ,

29 რამეთუ, აჰა, ქალაქისაგან, რომელსა ზედა იწოდა სახელი ჩემი მის ზედა, მისგან ვიწყო მე ბოროტებად. და თქვან: განწმედითა განწმდით, არავე განსწმდეთ, რამეთუ მახჳლსა მოუწეს მე ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან.

30 და შენ წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა სიტყვათა ამათ ჩემთა. და სთქუა მათდა მიმართ. უფალი მაღლით გამოცხადებულ-ჰყოფს, და წმიდისაგან სამკჳდრებელისა მისისა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, სიტყვასა გამოცხადება-ჰყოფს ადგილისაგან თჳსისა და იგინიცა, ვითარცა საწნეხელისმწნეხელნი მიუგებენ ყოველთა მიმართ მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა.

31 მუნ მოსრვაჲ კერძოსა ზედა ქუეყანისასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ წარმართთა შორის. საჯოს მან ყოვლისა მიმართ ჴორცისა, ხოლო უთნონი მიეცნენ მახჳლსა, - იტყჳს უფალი.

32 ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: აჰა, ძჳრნი მოვლენ ნათესავისაგან ნათესავისა მიმართ და გრიგალი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისათ.

33 და იყვნენ წყლულებანი უფლისა მიმართ დღესა შინა უფლისასა, კერძოჲსაგან ქუეყანისა მიკერძოდმდე ქუეყანისა. არა დაბურენ, არცა შეკრბენ და არა დაეფლნენ, ვითარცა სკორენი ქუეყანისანი, იყვნენ.

34 ღაღად-ყავთ მწყემსთა და ჴმა-ყავთ და იტყებდით ვერძნი ცხვართანი, რამეთუ სრულ იქმნნეს დღენი თქუენნი დაკლვადმი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ, ვითარცა ვერძნი რჩეულნი.

35 და წარწყმდეს სილტოლა მწყემსთაგან და მაცხოვარება ვერძთაგან ცხოვართაჲსა.

36 ჴმაჲ ღაღადებისა მწყემსთასა და ღაღადება ვერძებისა ცხოვართასა, რამეთუ მოსპნა უფალმან საძოარნი მათნი.

37 და დააცხრვნა კეთილნი მშჳდობისანი პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უფლისა.

38 დაუტევა კაცადმან, ვითარცა ლომმან, საყუდელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანა მათი უვალ პირისაგან რისხვისა მახჳლისა დიდისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა მისისა.

<< ← Prev Top Next → >>