Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა მეტყუელმან.

2 ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

3 შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად.

4 და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა - თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

5 და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა: წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა.

6 და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ.

7 თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა:

8 წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა.

9 წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ.

10 და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი.

11 და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა.

12 და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი.

13 ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი.

14 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას.

15 და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა.

16 ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ.

17 და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა.

<< ← Prev Top Next → >>