Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და ესე სიტყუანი, რომელნი წარგზავნნა იერემია წინაწარმეტყუელმან იერუსალიმით მოხუცებულთა მიმართ განსახლებისათა და მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა, ეპისტოლე ბაბილონად მიმართ განსახლებისა და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი განსახლნა ნაბუქოდონოსორ იერუსალიმით ბაბილონად.

2 შემდგომად გამოსლვისა იექონია მეფისა და მეფიაჲს და საჭურისთა და მთავართა იუდაჲსთა იერუსალიმით და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა დაპყრობილისა იერუსალიმით,

3 ჴელითა ელეასან, ძისა საფანისითა, და გამარია, ძისა ქელკაჲსითა, რომელნი წარავლინნა სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, მეფისა მიმართ ბაბილონისა ბაბილონად, მეტყუელმან:

4 ესრეთ თქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან განსახლებასა ზედა, რომელი განისახლა იერუსალიმით ბაბილონად:

5 იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, და დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამენით ნაყოფნი მათნი.

6 და მიიყვანენით ცოლნი და შვილ-ისხენით, ძენი და ასულნი, და მიიყვანენით ძეთა თქუენთად ცოლებნი და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შუნენ ძენი და ასულნი, და განმრავლდით მუნ და ნუ შეჰმცირდებით.

7 და იძიეთ მშჳდობად ქუეყანისა, რომლისა მიმართ განგასახლენ თქუენ მუნ და ილოცევდით მის ძლით უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა მისსა შინა იყოს მშვიდობა თქუენი,

8 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: ნუ აღგარწმუნებენ თქუენ ცრუწინაწარმეტყუელნი თქუენნი, შორისნი თქუენსა, და ნუ აღგარწმუნებენ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმენთ ძილისშორისთა თქუენთასა, რომელთა იძილისშორისებთ თქუენ,

9 რამეთუ ცრუთა გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა, არ მივავლინენ იგინი, - თქუა უფალმან.

10 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ოდეს ეგულების სრულ-ყოფაჲ ბაბილონს სამეოცდაათსა წელსა, ზედმოვიხილოთ თქუენდა და დავადგინნე თქუენ ზედა სიტყვანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ადგილისა ამის მომართ.

11 რამეთუ მე უწყი გულისსიტყვა, რამეთუ მე ვარ. და ვსიტყუავ თქუენ ზედა, - თქუა უფალმან, - გულისსიტყუასა მშჳდობისასა და არა ძჳრთა, მიცემად თქუენდა ამათ სასოება კეთილი.

12 მხადოდით მე და ხჳდოდით და ილოცეთ ჩემდამო, და ვისმინო თქუენი.

13 და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.

14 გამოგეცხადო თქუენ, - თქუა უფალმან, - და მოვაქციო ტყუეობა თქუენი და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა და ყოველთაგან ადგილთა, სადა განგთესენ თქუენ, მუნ, - თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგიდ. ვინაჲ განგასახლენ თქუენ მიერ, - თქუა უფალმან, - და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინა-იგი წარგტყუენენ თქუენ.

15 რამეთუ სთქუთ: დამიდგინნა ჩუენ წინაწარმეტყუელნი ბაბილონს.

16 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი მეფისა მიმართ მჯდომარისა საყდარსა ზედა დავითისსა და ყოველსა ზედა ერსა დამკჳდრებულსა ქალაქსა ამას შინა ძმათა თქუენთა, არა განსრულთა თქუენ თანა განსახლებასა შინა.

17 ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე განვავლენ მათდამი მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა, და მივსცე მათ, ვითარცა ლეღუნი სუარიმისნი, რომელნი არა იჭამნენ სიჯერკულისაგან.

18 და დევნა-ვყო უკანა მათსა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მივსცნე იგინი სარყეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საფიცრად და განსაქარვებელად და სასტჳნველად და საყუედრელად და ყოველთა წარმართთა, სადა განვთესენ იგინი, მუნ

19 მის წილად, რამეთუ არა ისმინეს სიტყვა ჩემი, - იტყჳს უფალი, - მე განვავლინნე მათდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი აღმმსთობმან და მიმავლენელმან, და არა ისმინეს, - თქუა უფალმან.

20 და თქუენ ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ ყოველმან განსახლვამან, რომელი განვავლინე იერუსალიმით ბაბილონად, რამეთუ სთქუთ: დაადგინნა უფალმან ჩვენზედა წინაწარმეტყუელნი ბაბილონს შინა.

21 ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, აქიამის ზედა, ძისა კოლიაჲსა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მაასისა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა უსამართლოდ: აჰა, მე მივსცემ მათ ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა და მოსწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.

22 და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველსა შორის განსახლებულობასა იუდაჲსსა ბაბილონს შინა მეტყუელთა: გიყავნ შენ უფალმან, ვითარცა უყო სედეკიას და ვითარცა აქიამს, რომელნი განტაფნა მეფემან ბაბილოვნისამან ცეცხლისა მიერ

23 ძლით უსჯულოებისა, რომელ ქმნეს იერუსალიმს შინა, და იმრუშებდეს ცოლებსა მოქალაქეთა მათთასა, და სიტყუა გამოიცხადეს სახელითა ჩემითა ცრუჲ, რომელი რა უბრძანე მათ. და მე ვარ მცნობელი და მოწამე, - იტყჳს უფალი.

24 და სამეაჲს მიმართ ელამიტელისა სთქუა:

25 ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისა: მის წილ, რამეთუ შენ წარსცენ სახელითა ჩემითა წიგნნი ყოვლისა მიმართ ერისა იერუსალიმსშინასა: არ მიგავლინე შენ სახელითა ჩემითა, და სოფონიაჲს მიმართ, ძისა მაასესსა, მღდელისა, და ყოვვლთა მღდელთა მეტყუელმან:

26 უფალმან მიგცა შენ მღდლად იოდაეს წილ მღდელისა ყოფად შენ ზედამდგომელად სახლსა შორის უფლისასა, ყოვლისა კაცისა მწინასწარმეტყველებისა და ყოვლისა კაცისა მცბიერისა, რაჲთა მისცე იგი შესაწყუდევლად სინოხს და კატტარრაკატსა მას.

27 და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა წინაწარმეტყუელსა თქუენსა?

28 რამეთუ მოავლინა ჩუენდა ბაბილონად მიმართ მეტყუელმან: შორსღა არს ჟამი, იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, დაჰნერგეთ სამოთხეში და ჭამეთ ნაყოფი მათი.

29 და აღმოიკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა მიმართ იერემია წინაწარმეტყუელისათა.

30 და იყო სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

31 მიავლინე ყოვლისა მიმართ განსახლვისა მეტყუელნი: ესრეთ იტყჳს უფალი სამეას ზედა ელამიტელისა მეტყველისა: ვინაჲთგან გიწინაწარმეტყუელა თქუენ სამეა, და მე არ მოვავლინე იგი და მოსავ-გყუნა თქუენ ცრუსა ზედა,

32 ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე ზედმივიხილო სამეას ზედა ელამიტელსა და ნათესავსა ზედა მისსა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარე შორის თქუენსა ხილვად კეთილთა, რომელნი მე გიყვნე თქუენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განდრეკაჲ თქუა ძჳნად უფლისა.

<< ← Prev Top Next → >>