ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 32. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10758&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყუაჲ ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წელსა მეათესა სედეკია მეფისა იუდაჲსსა; ესე წელი რვა და მეათე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ.

2 და ძალმან მეფისა ბაბილოვნისამან შეიცვეს იერუსალჱმი, და იერემია იცვებოდა ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სახლსა შორის მეფისა იუდაჲსსა,

3 რომელსა შინა შეაყენა იგი მეფემან სედეკია მეტყუელმან: რად წინაწარმეტყველებ შენ მეტყუელი? ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მივსცემ ქალაქსა ამას ჴელსა შინა მეფისა ბაბილოანისასა, და დაიპყრეს იგი.

4 და სედეკია, მეფე იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიმცემელმან მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და იზრახოს პირმან მისმან პირისა მიმართ მისისა, და თუალთა ამისთა თუალნი მისნი იხილნენ;

5 და ბაბილონად შევიდეს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრე არა ზედ მივჰხედო მას, - თქუა უფალმან, - რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარემართოს.

6 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

7 აჰა, ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა შენისა, მოვალს შენდა მეტყუელი: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, რამეთუ შენი არს სამართალი ნათესავობისაჲ - დაპყრობად იგი მოსაგებელად.

8 და მოვიდა ჩემდა ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, სიტყჳსაებრ უფლისა, ეზოსა საპყრობილისასა და მრქუა მე: მოიგე აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, რამეთუ შენი არს სამართალი და შენი ნათესავობაჲ მოგებად სამკჳდრებელად, და შენ უხუცეს ხარ, და ვცან, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.

9 და მოვიგე აგარაკი ანამელისაგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდთა სიკილათა, და ათთა ვეცხლთა;

10 და დავწერე წიგნსა შინა და დავჰბეჭდე, და ვიმოწმენ მოწამენი და მიუწონე ვეცხლი სასწორითა.

11 და მოვიღე წიგნი მოგებისაჲ დაბეჭდული, და მცნებაჲ და სამართალნი, და აღმოკითხული და გამოცხადებული.

12 და მივეც წიგნი მოგებისა ბარუქს, ძესა ნირისსა, ძისა მაასისსა, წინაშე თუალთა ანამეილისთა, ძისა სალომისთა, ძმისა მამისა ჩემისათა, და წინაშე თუალებსა მდგომარეთასა და დამწერელთა წიგნსა მოგებისასა, და წინაშე თუალებსა ყოველთა იუდეანთასა, მსხდომარეთა ეზოსა საპყრობილისასა.

13 და მიუწერე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა მეტყუელმან:

14 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ: მიიღე წიგნი მოგებისაჲ, ესე დაბეჭდული და წიგნი ესე აღმოკითხული და გამოცხადებული, და დაუსხნე ესენი ჭურჭელსა შინა კეცისასა, რაჲთა ეგენ ვიდრე დღეთამდე მრავალთა.

15 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, მიერთისა მპყრობელმან: მერმეცა მოიგებოდიან სახლნი და აგარაკნი და ვენაჴნი ქუეყანასა ამას შინა.

16 და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა ჩემგან წიგნისა მოგებისა ბარუქსა, ძესა ნერისსა, მეტყუელმან:

17 მყოფო, უფალო, უფალო! აჰა, შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა; არ დაიმალოს შენგან არა რაჲ,

18 მყოფელისა წყალობასა ათასეულთამდე და მიმგებელისა ცოდვათა მამათასა წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათთა. ღმერთო დიდო და ძლიერო, - უფალი ძალთა სახელი მისი,

19 რომელ დიდ არს განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა, ყოვლისა მპყრობელი სახელ - დიდი უფალი, - თუალნი შენნი განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა მიცემად თითოეულისა გზისა მისისაებრ და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მათთასა,

20 რომელმან ჰქმნენ სასწაულნი და ნიშნი ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, ვიდრე დღისამდე ამის, და ისრაჱლისა შორის და კაცთა შორის, და ჰყავ შენდა სახელ, ვითარცა დღე ესე,

21 და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა სასწაულებისა მიერ და ნიშებისა, და ჴელისა მიერ მტკიცისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჩუენებათა მიერ დიდთა.

22 და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი თაფლსა და სძესა.

23 და შემოვიდეს და მიიღეს იგი, და არა შეისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შინა შენსა არა ვიდოდეს, ყოველნი, რაოდენთა ამცნებდ მათ ქმნად, არა ქმნნეს, და ჰყავ შემთხუევაჲ მათი ყოველთა ამათ ძჳრთა.

24 აჰა, ერი მოსრულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისსა; და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთა, მბრძოლთა მისთასა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა და სიკუდილისა, ვითარცა სთქუ, ეგრეთ იქმნა, აჰა, შენ ჰხედავ.

25 და შენ, იტყჳ ჩემდამო, მეუფეო, უფალო: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ვეცხლითა. და მოვიგე და დავწერე წიგნი, და დავბეჭდენ და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

26 და იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩემდამო მეტყუელი:

27 მე ვარ უფალი, ღმერთი ყოვლისა ჴორცისაჲ; ნუ ჩემგან დაიმალვის რაჲმეა?

28 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეონ და ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.

29 და მოვიდენ ქალდეველნი, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბაალსა, და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა, განსამწარებელად ჩემდა.

30 რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით, გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე, საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, - თქუა უფალმან, -

31 რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულისწყრომასა ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი და ვიდრე დღისამდე ამის, შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა

32 ყოვლისათჳს უკეთურებისა ძეთა ისრაელისათა და ძეთა იუდაჲსთა, რაჟამს ყვეს განმწარება ჩემი მათ და მეფეთა მათთა, და დიდებულთა მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა, კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იერუსალემისათა

33 და მოაქციეს ჩემდა ზურგი, და არა პირი მათი, და ვასწავე მათ აღმსთობმან და მასწავლელმან, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლა.

34 და დასხნეს სიბილწენი მათნი სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა,

35 შებილწებად მისსა არაწმიდებათა მიერ მათთა, და უშენნეს ბომონნი ბაალსა ჴევსა შინა ძისა ენომისსა, გოდოლნი გევს შინა, შეწირვისათჳს ძეთა მათთაჲსა და ასულთა მათთაჲსა მოლოქისსა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა აღვიდა გულსა ზედა ჩემსა ქმნაჲ საძაგელებისაჲ ამის საცოდველად იუდაჲსა.

36 და აწ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, ქალაქსა ზედა, რომელსა შენ იტყჳ არმიცემად ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა და სიყმილითა და განვლენითა,

37 აჰა, მე შევკრიბნე ყოველთაგან ქუეყანათა, სადა განვსთესენ იგინი მუნ გულისწყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა და განძჳნებითა დიდითა, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.

38 და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად.

39 და მივსცე გული სხუაჲ, რაჲთა მეშიშოდიან ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი იყოს მათდა და ძეთა მათთა მათ თანა.

40 და უანდერძო მათ ანდერძი საუკუნოჲ, რომელი არ მოვაქციო უკანაგან მათსა, რაჲთა კეთილი უყო მე მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა შორის მათთა არგანდგომისათჳს მათისა ჩემგან.

41 და მოვიძინე იგინი, და ვიხარებდე მე მათ ზედა კეთილის-ყოფასა შინა ჩემგან მათსა, და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა ჭეშმარიტებითა და ყოვლითა გულითა ჩემითა და ყოვლითა სულითა ჩემითა,

42 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა მოვაწიენ ერსა ამას ზედა ყოველნი ესე დიდნი ძჳდნი, ეგრეთ მოვაწინე მე მათ ზედა ყოველნი კეთილნი, რომელნი მე ვთქუენ მათ ზედა.

43 და მოიგნენ მერმეცა აგარაკნი ქუეყანასა შინა, რომელსა შენ იტყჳ, ვითარმედ უვალ არს კაცთაგან და საცხოვართა, და განეცნეს ჴელსა ქალდეველთასა.

44 და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა და დაიწეროს წიგნსა შინა, და დაიბეჭდოს და იწამებდენ მოწამეთა - ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲს იერუსალემსა, და ქალაქთა შორის იუდაჲსთა, და ქალაქთა შორის მთისათა, და ქალაქთა შორის სეფილაჲსთა, და ქალაქთა შორის ნაგევისთა, რამეთუ მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,

<< ← Prev Top Next → >>