Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ; და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ლაშქარი მისი, და ყოველნი მეფობანი ქუეყანისა მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ჰბრძოდეს რაჲ იერუსალიმსა ზედა და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა მეტყუელი:

2 ესრეთ თქუა უფალმან ისრაილისამან: ვლე სედეკიაჲას მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, და არქუ მას: მათდამი ესრეთ თქუა უფალმან: განცემით განეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და გამოიღოს იგი და დაწუას იგი ცეცხლითა;

3 და შენ არ განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეპყრობილ იქმნა და ჴელთა მისთა მიეცე, და თვალთა შენთა თვალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირისა შენისა თანა იტყოდის, და ბაბილონად შეხჳდე.

4 არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, სედეკია, მეფეო იუდაჲსო! ესრეთ თქუა უფალმან: არა მოჰკუდე მახჳლითა;

5 მშჳდობით მოჰკუდე, და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, მეფეყოფილთა, უპირატეს შენსა, ეგრეთ გტიროდიან შენცა: ,,ვაჲ, ვაჲ, უფალო“. და ჯოჯოხეთამდე გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდნი ვსთქუენ, - თქვა უფალმან

6 და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსასა, ყოველთა ამათ სიტყვათა იერუსალიმს შინა.

7 და ძალი მეფისა ბაბილონისა ჰბრძოდა იერუსალიმს ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსათა, დაშთომილთა ლაქისსა ზედა და აზიკასსა, რამეთუ ესენი დაშთეს ქალაქთა შორის იუდაჲსათა ქალაქნი მტკიცენი.

8 სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად სრულყოფისა მეფისა სედეკიაჲსაგან, აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინაჲსა წოდებისათჳს მიტევებისა.

9 რაჲთა განავლინოს კაცმან ყრმაჲ თჳსი და კაცადმან ყრმააჲ თჳსი, ებრაელნი და ებრაელაჲ თავისუფალნი, რაჲთა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდასაგან, ძმასა მათსა.

10 და მოიქცეს ყოველნი დიდებულნი და ყოველი ერი შესრულნი აღქმასა თანა განვლინებად კაცადი ყრმისა თჳსისა და კაცადი ყრმააჲსა თჳსისა, კაცი ებრაელი, დედაკაცი ებრაელი, რაჲთა არ დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს და განავლინნეს.

11 და მოაქციეს შემდგომად განვლინებისა მის და უკუნიქცნეს ყრმანი და ყრმაანი, რომელნი განევლინნეს თავისუფლად და დაუტევებდეს მათ ყრმებად და ყრმააებად.

12 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი ესრეთ:

13 თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: მე დავდევ აღთქმაჲ მამათა თქუენთა მიმართ, რომელთა დღესა განვარინებ მათ ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა, სახლისაგან მონებისა, მეტყუელი:

14 „ოდეს განესრულოს შჳდი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრაელი, რომელ მიგეყიდოს შენ და გიქმოდის შენ ექუს წელ, და განავლინო იგი თავისუფლად შენგან~; და არა მერჩდეს მე მამანი თქუენნი და არა მოყვეს ყური მათი.

15 და მოიქეცით დღეს ქმნად სიწრფოჲ წინაშე თვალთა ჩემთა, წოდებად კაცადისაგან მიტევება მოყუსისა თჳსისა, და სრულ-ჰყავთ აღთქმაჲ წინაშე პირსა ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა;

16 და მიაქციეთ და შეაბილწეთ სახელი ჩემი უკუნქცევით კაცადისაგან ყრმისა თჳსისა და კაცადისაგან ყრმააჲსა თჳსისა, რომელნი განავლინენით თავისუფლად სული მათი, და დაიმორჩილენით იგინი ყოფად თქუენდა ყრმებად და ყრმააებად.

17 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: თქუენ არა ისმინეთ ჩემი წოდებად-მიტევება კაცადმან ძმისა თჳსისა და კაცადმან მოყუსისა თჳსისა! აჰა, მე გიწოდ თქუენ მიტევებად, - თქუა უფალმან, - მახჳლისადმი და სიკუდილისა და სიყმილისა.

18 და მიგცნე თქუენ განსათესველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი მცნებისა ჩემისანი, არდამამტკიცებელნი სიტყუათა აღთქუმისა ჩემისათა, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ, რომელ ქმნეს საქმედ მისსა, და გარდამავალნი შორის ორგანკუეთილებასა მისსა,

19 მთავართა იუდაჲსათა და მთავართა იერუსალიმისათა ძლიერთა, და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, განმვლელთა საშუალ ორგანკუეთებათა ჴბოჲსათა.

20 და მივსცნე იგინი ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა მტერთა მათთასა; და მივსცნე მძორნი მათნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

21 და სედეკიაჲ, მეფე იუდაჲსა, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელსა მტერთა მათთასა და ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა ძალისა მეფისა ბაბილონისასა, მლტოლველნი მათგან.

22 აჰა, მე მიუწესო მათ, - იტყჳს უფალი, - და უკმოვაქცინე იგინი ქალაქად ამად, და მბრძოლის-მყოფელთა მის ზედა დაიპყრან იგი და დაწუან ცეცხლითა; და ქალაქნი იუდაჲსანი მივსცნე განსაქარვებელად არყოფისათჳს მკჳდრთაჲსა.

<< ← Prev Top Next → >>