ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 35. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10761&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყვა ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა მეფისა იუდაჲსათა მეტყუელი

2 ვიდოდე სახიდმი რექაბისა და მიუწოდე მათ სახიდ უფლისა, ერთსა ეზოთაგანსა, და ასუ მათ ღჳნოჲ.

3 და მოვიყვანე იეზონია, ძე იერემიაჲსი, ძისა ხავაზინისი, და ძმანი მისნი, და ძენი მისნი და ყოველი სახლი რექაბისი,

4 შევიყვანე სახიდ უფლისა და პასტოფორიონსა ძისა ანანისსა, ძისა ღოდოლიაჲსსა, კაცისა ღმრთისაჲსა, რომელი არს მახლობელ სახლისა მთავართასა, ზენაჲთ პასტოფორიონსა მაასესა, ძისა სელომისსა, რომელი სცვიდა სადგურსა.

5 და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რაქაბისთასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითა და სასუმლები, და ვთქუ მათდამი: ესრეთ იტყჳს უფალი: სუთ ღჳნოჲ.

6 და თქუეს: ვერ ვსუათ ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისამან, მამამან ჩუენმან, მამცნო მეტყველმან ჩუენმან: „არა სუათ ღჳნოჲ თქუენ და ძეთა თქუენთა ვიდრე საუკუნომდე.

7 და სახლნი არ აღიშენნეთ, და თესლი არა დასთესოთ, და ვენაჴთა ნუ დაასხამთ, ნუცა იყვნენ თქუენდა, რამეთუ კარავთა შინა ჰმკჳდრობდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ დღეთა მრავალთა ქუეყანასა ზედა, რომელსა ზედა თქუენ ხჳდოდით მას ზედა“.

8 და ვისმინეთ ჴმისა იონადაბისისა, მამისა ჩუენისა, ძისა რაგავისა, ყოველთაებრ, რავდენნი გუამცნნა ჩუენ, არსუმისათჳს ღჳნისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, ჩუენ და ცოლთა ჩუენთა, და ძეთა ჩუენთა და ასულთა ჩუენთა,

9 არაღშენებისათჳს სახლთაჲსა დამკჳდრებად მუნ, და ვენაჴი და აგარაკი და თესლი არა იქმნა ჩუენდა;

10 და დავეშენენით კარავთა შინა, და ვისმინეთ და ვყავთ ყოველთაებრ, რავდენნი მამცნნა ჩუენ იონადამ, მამამან ჩუენმან.

11 და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონელთა ქუეყანასა მას ზედა, და ვთქუთ: აღსრულნი შევიდეთ იერუსალიმად პირისაგან ძალისა ქალდეველთაჲსა და პირისაგან ძალისა ასურასტანელთასა, და დავეშენნეთ მუნ იერუსალიმს შინა.

12 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

13 ესრეთ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაილისა: წარვიდოდე და არქუ კაცსა იუდაჲსასა, დამკჳდრებულთა იერუსალიმისათა: არა შეიწყნაროთ სწავლაჲ სმენად სიტყვათა ჩემთა? - თქუა უფალმან.

14 და დაამტკიცეს სიტყუა ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, რომელი ამცნო შვილთა მისთა არა სუმად ღჳნისა, და არა სუეს ვიდრე დღისამდე ამის, რამეთუ ისმინეს მცნებისა მამისა მათისაჲ; და მე ვითარ ვიტყოდე თქუენდამი, აღმმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ ჩემი.

15 და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინასწარმეტყველნი, აღმსთობმან და მიმავლენელმან და მეტყუელმან: ,,მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უმჯობესებ-ყვენით სიმარჯუენი თქუენნი, და ნუ ხუალთ უკანა ღმერთა სხუათა მსახურებად მათდა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, და არა მოჰყვენით ყურნი თქუენნი და არა ისმინეთ ჩემი.

16 და ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელი ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

17 ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიხუნე იუდას ზედა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მათ ზედა ყოველნი მის წილ, რამეთუ ვიტყოდე მათდამი, და არა ისმინეს, და უწოდე მათ, და არა მომიგეს.

18 და სახლსა რექაბისსა ჰრქუა იერემია: ამისთჳს თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვინაჲთგან ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნება მამისა მათისა იონადაბისი, და დაიცვნეს თანად ყოველნი მცნებანი მისნი ქმნად ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნა მათ მამამან მათმან.

19 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: არა მოაკლდეს მამაკაცი ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, წინამდგომი წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა ქუეყანისათა.

<< ← Prev Top Next → >>