Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და იქმნა წელსა მეოთხესა, იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა, იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 მოიღე თავის შენისად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყვანი, რომელნი გამოგიცხადენ შენ ისრაილსა ზედა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა ნათესავთა, რომლით დღითგან ვიტყოდე მე შენდამი დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსათა და ვიდრე დღისამდე ამის.

3 ნუუკუჱ ისმინნეს სახლმან იუდაჲსამან ყოველნი ძჳრნი, რომელთა მე სიტყუა-ვყოფდ მათდა, და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და მლხინებელ ეყო სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა.

4 და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნირისსა, და დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიაჲსსა ყოველნი სიტყუანი უფლისანი, რომელნი გამოაცხადნა მისდამი ქარტასა ზედა წიგნისასა.

5 და ამცნო იერემია ბარუქსა მეტყუელმან: მე ვიცვები და ვერ ძალმიც შესლვაჲ სახიდ უფლისა.

6 და შეხჳდე შენ და აღმოიკითხო ქარტასა ამას შინა, რომელნიცა დასწერენ პირისაგან ჩემისა სიტყვანი უფლისანი, ყურთა მიმართ ერისათა სახლსა შინა უფლისასა დღესა მარხვისასა, და ყურთა შორის ყოვლისა იუდაჲსათა, რომელნი მოვლენ ქალაქთაგან მათთა, აღმოუკითხო მათ.

7 ნუუკუე დავარდეს წყალობა მათი წინაშე პირსა უფლისასა, და მოიქცენ გზისაგან მათისა ბოროტისა, რამეთუ დიდ არს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა ერსა ამას ზედა.

8 და ყვნა ბარუქმან ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნნა იერემია წინაწარმეტყუელმან - აღმოკითხვაჲ წიგნსა შინა სიტყვათა უფლისათა სახლსა შორის უფლისასა.

9 და იქმნა წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თუესა შინა მეცხრესა, იეკკლისიეს, მარხვაჲ წინაშე პირსა უფლისასა ყოველმან ერმან იერუსალიმისამან და ყოველმან ერმან მომავალთა ქალაქთაგან იუდაჲსათა იერუსალიმდ სახლისა იუდაჲსამან.

10 და იყო და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა შინა სიტყვათა იერემიაჲსთა შორის სახლისა უფლისა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, მწიგნველისასა შორის ეზოსა ზენაჲთ კარისწინათა თანა ბჭეთა სახლისა ახლისათა, ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა.

11 და ესმნეს მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისაგან.

12 და შთავიდა სახიდ მეფისა, სახიდ მწიგნველისა, და აჰა, მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი: ელისამა მწიგნველი, და სალეა, ძე სამეოჲსი, და ელდათან, ძე აქობორისა, და გამარია, ძე საფანისი, და სედეკია, ძე ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი.

13 და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყვანი, რომელნი ესმნეს, აღმოიკითხვიდა რაჲ ბარუქ ყურთა მიმართ ერისათა.

14 და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქის მიმართ იუდი, ძე მათანისი, ძისა სელემისი, ძისა ხუსისი, მეტყველთა: წიგნსა, რომელსა შენ აღმოიკითხავ მას შინა ყურთა მიმართ ერისათა, მოიღე იგი ჴელსა შენსა და მოვედ. და მიიღო ბარუქ, ძემან ნისისმან, წიგნი ჴელსა ზედა თჳსსა და შთავიდა მათდამი.

15 და ჰქუეს მას მთავართა: კუალად აღმოიკითხე ყურთა მომართ ჩუენთა, და აღმოიკითხა ბარუქმან ყურთა მიმართ მათთა.

16 და იყო, ვითარცა ესმნეს ყოველთა მთავართა, ყოველნი იგი სიტყვანი, განიზრახეს კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და თქუეს ბარუქის მიმართ. მიმთხრობელნი მიუთხრობთ მეფესა ყოველთა ამათ სიტყუათა.

17 და ბარუქს ჰკითხეს მეტყუელთა: მომითხარ ჩუენ, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი?

18 და თქუა ბარუქმან: პირისაგან იერემიაჲსისა, რამეთუ მომითხრობდა იგი ჩემდამო ყოველთა ამათ სიტყუათა, და მე ვწერდ წიგნსა შინა მელნითა.

19 და ჰქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს: წარსრული დაიმალე შენ და იერემია. კაცი ნუ სცნობნ, სადა იყვნეთ თქუენ.

20 და შევიდეს მეფისა მიმართ ეზოდ და წიგნი მისცეს დასამარხავად სახლსა შინა ელისამა მწიგნველისასა, და მიუთხრნეს მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

21 და მიავლინა მეფემან იუდი, მოღებად წიგნისა მის და მოიღო იგი იუდი სახლისაგან ელისამისა მწიგნველისა, და აღმოიკითხა იუდი ყურთა მიმართ მეფისათა, და ყურთა მიმართ ყოველთა მთავართა მდგომარეთასა გარემოჲს მეფისა.

22 და მეფე ჯდა სახლსა შინა საზამთროსა, თუესა მეცხრესა და კერაკნი ცეცხლისანი პირისპირ მისსა.

23 და იყო, აღმო-რაჲ-იკითხის იუდი სამი კეფი, ანუ ოთხი, მოჰკუეთდის მათ საჭრელითა მწიგნველისაჲთა და შთააგდებდის ცეცხლსა კერაკსა მას ზედა, ვიდრემდის არაჲ დააკლდა წიგნისაჲ ცეცხლსა მას კერაკთასა.

24 და არა გამოიძიეს, არცა დაიპნეს სამოსელნი მათნი მეფემან და ყოველთა ყრმათა მისთა, რომელთა ესმნეს ყოველნი ესე სიტყუანი.

25 და ელდათან და გოდოლია და დაგგეა ღამარია ჰმოქენობდეს მეფესა არაწჳსათჳს წიგნისა, და არა ისმინა მათი.

26 და ამცნო მეფემან იერემელიას, ძესა მეფისასა, და სარეას, ძესა ეზრიილისასა, სელამეას, ძესა ამიილისსა შეპყრობა ბარუქისი მწიგნობრისაჲ და იერემია წინაწარმეტყუელისაჲ და დაიმალნეს უფლისა მიერ.

27 და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად დაწვისა მეფისა მიერ ქარტასა, მქონებელსა ყოველთა ამას სიტყუათასა, რომელნი დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიასსა მეტყუელი:

28 კუალად მოიღე შენ წიგნი სხუაჲ და დაწერენ ყოველნი ესე სიტყუანი მყოფნი ქარტასა შინა, რომელი დაწუა იოაკიმ, მეფემან იუდაჲსმან.

29 და იოაკიმის მიმართ მეფისა იუდაჲსასა სთქუა: ესრეთ თქუა უფალმან, - შენ დასწუ ქარტაჲ ესე მეტყუელმან: რასათჳს დასწერე მას ზედა მთქუმელმან, ვითარმედ: შემომავალი შემოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ, და მოსრას ქუეყანაჲ ესე და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი?

30 ამისთჳს, ესრეთ თქუა უფალმან იოაკიმს ზედა, მეფისა იუდაჲსასა: არა იყო მისსა მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, და მძორი მისი იყოს დაგდებულ სიცხესა დღისასა და ნეფხუასა ღამისასა.

31 და ზედმივიხილო მის ზედა, და თესლსა ზედა მისსა და ყრმათა ზედა მისთა, და მოვაწინე მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იერუსალიმისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსასა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე, და არა ისმინეს ჩემი.

32 და მოიღო ბარუქმან ქარტაჲ სხუაჲ და დაწერნა მას ზედა პირისაგან იერემიაჲსსა, ყოველნი სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწუნა იოაკიმმან, მეფემან იუდაჲსამან, და მერმეცა შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლესნი ვითარ იგინი.

<< ← Prev Top Next → >>