ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 38. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10764&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელიქისსა, სიტყვათა, რომელთა იტყოდა იერემია, ყოვლისა მიმართ ერისა მეტყუელი:

2 ესრეთ თქუა უფალმან: მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა, და განმავალი ქალდეველთა მიმართ ცხონდეს. და იყოს სული მისი მოპოვნებულ და ცხოვნდეს.

3 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოანისათა, და დაიპყრას იგი.

4 და ჰრქუეს მთავართა მეფესა: მოიკალნ აწ კაცი იგი, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელებსა კაცთა მბრძოლთა დაშთომილთასა ქალაქსა ამას შინა და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის მეტყუელი მათდამი მსგავსად სიტყვათა ამათ, რამეთუ კაცი ესე არუწყებისმთხრობლობს ერისა ამის მშჳდობასა, არამედ რამეთუ ძჳრთა.

5 და თქვა მეფემან სედეკია: აჰა, ეგე ჴელთა შინა თქუენთა, რამეთუ ვერ ეძლო მათდა მიმართ მეფესა სიტყვა.

6 და მიიყვანეს იერემია და შთააგდეს იგი მღჳმესა მელქისსა, ძისა მეფისასა, რომელი იყო ეზოსა საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლებითა მღჳმედ. და მღჳმესა შინა არა იყო წყალი, არამედ მწჳრე და იყო მწჳრესა შინა.

7 და ისმინა აბდემელექ ეთიოპმან, კაცმან საჭურისმან, და იგი იყო ეზოსა შინა მეფისა, ოდეს შთააგდეს იერემია მღჳმედ. და მეფე ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

8 და განვიდა აბდემელექ მისდამი და იტყოდა მეფისა მიმართ:

9 უფალო ჩემო მეფე! იბოროტეს კაცთა ამათ ყოველნი, რავდენნი უყვეს იერემიას, წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმედ და მოკუდეს უქუეკერძო მისსა. იბოროტე, რომელ ჰყავ მოკლვაჲ კაცისა ღმრთისაჲ პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არა არიან პურნი ქალაქსა შინა.

10 და ამცნო მეფემან აბდემელექს ეთიოპსა მეტყუელმან: მიიხუენ თავისა შენისა თანა ამიერ ოცდაათნი კაცნი და აღმოიყვანე იგი მღჳმით, რაჲთა არა მოკუდეს.

11 და წარიყვანნა აბემელექ კაცნი და შევიდა სახიდ მეფისა ქუეშედ, და გამოიხუნა მიერ ძუელნი ბებკულნი და ძუელნი საბელნი და შთაყარნა იგინი იერემიას მიმართ მღჳმედ.

12 და თქუა მისდა მიმართ აბემელექ ეთიოპმან: დასხენ ძუელნი ესე ბებკულნი და მატყლიერნი იღლიათა ქუეშე ჴელთა შენთასა ქუეშე კერძო საბელთასა. და ქმნა იერემია ეგრეთ.

13 და აღმოიზიდეს იგი საბელთა მიერ და აღმოიყვანეს იგი მღჳმისაგან, და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.

14 და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ სახიდ სალათიილისსა მყოფად სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუა, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქმასა.

15 და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი.

16 და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა.

17 და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა და ცხოვნდეს სული შენი, და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი.

18 ხოლო უკეთუ არა განხჳდე შენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, განეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე მათგან.

19 და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: მე სიტყუა მაქუს იუდეანთა მილტოლვილთა ქალდეველთა მიმართ. ნუ მიმცენ მე ჴელთა მათთა და მეკიცხევდენ მე?

20 და ჰრქუა იერემია: არა გაგცენ შენ. და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი.

21 და უკეთუ არა გნებავს შენ განსლვად, ესე არს სიტყუა, რომელ მიჩუენა მე უფალმან,

22 და აჰა, ყოველნი დედანი დაშთომილნი სახლსა შინა მეფისა იუდაჲსასა განიყვანნენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილონისათა, და იგინიცა იტყოდეს: შეგაცთუნეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, და გძლონ შენ ბრკუმასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიიქცენ შენგან,

23 და ყოველნი ცოლნი შენნი და შვილნი შენნი განჰგუარნენ ქალდეველთა მიმართ, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴვლისაგან მეფისა ბაბილოვნისა შეპყრობილ იქმნე, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

24 და ჰრქუა მას მეფემან: კაცი ნუ სცნობნ სიტყვათა ამათგანსა და არა მოჰკუდე.

25 და უკეთუ ესმეს მთავართა, ვითარმედ: გეზრახე შენ და მოვიდენ შენდა და გრქუან შენ: მითხარ ჩუენ, რასა გეზრახა შენ მეფე, ნუ დაჰფარავ ჩუენგან, და არა მოკგლათ შენ, და რასა ეზრახე მეფესა?

26 და ჰრქუა მათ: დავაგდებდ მე წყალობასა ჩემსა წინაშე პირსა მეფისასა არ მიქცევისათჳს ჩემისა კუალად სახიდ იონათანისა მოსიკუდიდ ჩემდა მუნ.

27 და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲს მიმართ და ჰკითხეს მას. და მიუთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი ამცნნა მას მეფემან და დადუმნეს, რამეთუ არა ისმა სიტყუა უფლისაჲ.

28 და დაჯდა იერემია ეზოსა საპყრობილისასა ვიდრე ჟამამდე, რომელსა დაპყრობილ იქმნა იერუსალიმი. და იყო, რაჟამს დაიპყრეს იერუსალიმი.

<< ← Prev Top Next → >>