Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და იქმნა წელსა მეცხრესა, სედეკია მეფისა იუდაჲსასა, თთუესა მეათესა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იერუსალიმსა ზედა, და ჰბრძოდეს მას.

2 და მეათესა წელსა სედეკია მეფისასა, თუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განიპო ქალაქი.

3 და შევიდეს ყოველნი მთავარნი ბაბილონისა მეფისანი, და დასხდეს ბჭესა თანა საშუალსა: ნირგელ, სარსამაღად, და ნაბუსახარ, და ნაბუსარი, ნაღარღა, ნასერ, რაბამაღ და ყოველნი ნეშტნი მთავარნი მეფისა ბაბილონისანი.

4 ხოლო იქმნა რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა ბრძოლისათა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამე ქალაქისაგან გზით მტილისა მეფისაჲთ, ბჭისა მიერ საშუალისა ორთა ზღუდეთაჲსა, და გამოვიდეს გზად უდაბნოსა არავიასასა.

5 და დევნა-ყო ძალმან ქალდეველთამან უკუანაგან მათსა, და ეწინეს სედეკიას არავოდს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი და აღმოიყვანეს იგი ნაბუქოდონოსორის მიმართ, მეფისა ბაბილონისა, დევლათას შინა, ქუეყანასა ეთამისასა და იტყოდა მის თანა მსჯავრთა.

6 და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი დევლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და მოსწყჳდნა ყოველნი აზნაურნი იუდაჲსანი მეფემან ბაბილონისმან.

7 და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა და შეკრა იგი ბორკილებითა რვალისაჲთა, წარყვანებად იგი ბაბილონად.

8 და სახლი მეფისა და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა ცეცხლითა, და ზღუდე იერუსალიმისაჲ დაარღჳეს.

9 და ნეშტი ერისაჲ, დაშთომილი ქალსა შინა და შეცჳვნებულნი, რომელნი შესცჳვნებოდეს მას, და ნეშტნი ერისანი დაშთომილნი განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ბაბალიონად.

10 ხოლო ერისაგან დავრდომილნი, რომელთა არა აქუნდა არარაჲ, დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და სცა მათ ვენაჴები და სარწყავები მას დღესა შინა.

11 და ამცნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, იერემიაჲსთჳს ნაბუზარდანს მთაეარქონდაქარსა მეტყველმან:

12 მიიყვანე იგი და თვალნი შენნი დასხენ მას ზედა, და ნუ უყოფ მას ნურას ბოროტსა, არამედ რამეთუ ვითარცა-რაჲ თქუას შენდამი, ეგრეთ ყავ მის თანა.

13 ხოლო მიავლინა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და ნაბუსარ საჭურისმთავარმან, სექქიმ, ნაბსარი, ნირგელ, სარასარრა ბამაღ და ყოველთა დიდებულთა მეფისა ბაბილონისთა.

14 და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ და მისცეს იგი გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, და განიყვანეს იგი დეფნიდ და დაჯდა საშუალ ერისა.

15 და იერემიაჲს მიმართ იქმნა სიტყვა უფლისაჲ ყოფასაღა მისსა შეწყინებით ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყველი:

16 ვიდოდე და თქუ აბდემელექის მიმართ ეთიოპისა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიღებ სიტყუასა ჩემსა ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არსაკეთილოდ, და იყვნენ წინაშე პირსა შენსა მას დღესა შინა, და გაცხოვნო შენ მას დღესა შინა, - თქუა უფალმან, - და არ მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთაგან შენ გეშინის პირისაგან მათისა.

17

18 რამეთუ საცხოვნებელმან გაცხოვნო შენ. და მახჳლსა შორის არ შეჰვარდე, და იყოს სული შენი მოპოვნებულ, რამეთუ ესევდ ჩემდამო, - თქუა უფალმან.

<< ← Prev Top Next → >>