Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყვა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ შემდგომად წარგზავნისა ნაბუზარდანის მიერ მთავარქონდაქარისა რადამანით მოყვანებად იგი ჴელბორკილითა, ყოვლისა თანა განსახლვისა იუდაჲსასა წარყვანებადთა ბაბილონდ.

2 და მოიყვანა იგი მთავარქონდაქარმან და ჰრქუა მას: უფალმან ღმერთმან შენმან თქუნა ბოროტნი ესე ადგილსა ამას ზედა.

3 და მოაწინა და ქმნა უფალმან, ვითარც თქუნა: რამეთუ შესცოდეთ მას და არა ისმინეთ ჴმისა მისისა, და იქმნა თქუენდა სიტყუა ესე.

4 და აწ, აჰა, განგჴსენ შენ ჴელბორკილთა ჴელთა შვნთა ზედათაგან დღეს, უკეთუ კეთილ არს წინაშე შენსა მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონად, მოვედ და დავადგინნე თუალნი ჩემნი შენ ზედა. და თუ ბოროტ არს თუალთა შენთად მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონდ დაბით, და აჰა, ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა, სადაცა არს კეთილ და წრფელ შენდა სლვად, მუნ წარედ, და პირველ ცვალებად ჩემდამდე ვიდოდე შენ.

5 და მიიქეც გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონელმან ქუეყანასა ურიასტანისასა, და დაემკჳდრა მის თანა შორის ერისა, ხოლო უკეთუ არა ყოველნი კეთილნი თუალთა შენთა წინა, სლვად ვიდოდე. და მისცნა მას მთავარქონდაქარმან საგარი და ნიჭნი, და წარგზავნა იგი.

6 და მოვიდა იერემია გოდოლიას მიმართ, ძისა აქიკამისა, მასიფად, და დაჯდა მის თანა საშუალ ერისა დაშთომილისა ქუეყანასა მას.

7 და ისმინეს ყოველთა მთავართა ძალისა ველისაშინაჲსათა მათ და ძალთა მათთა, ვითარმედ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია, ძე აქიკამისი, ქუეყანასა ზედა, და ვითარმედ შევედრა მას მამები და დედები მათი და ერი მრავალი. და გლახაკთაგან ქუეყანისათა, რომელნი არ განასახლნა ბაბილონდ.

8 და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად: ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან, და იონათან, ძე კარიესი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონია, ძე მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.

9 და ეფუცა მათ გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი, და მამაკაცთა მათთა მეტყუელი: ნუ გეშინინყე პირისაგან ყრმათა ქალდეველთაჲსა, დაეშენენით ქუეყანასა ზედა, და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა. და უმჯობეს იყოს თქუენდა.

10 და აჰა, მე ვზი მასიფას შინა დგომად წინა პირსა ქალდეველთასა, რომელნი მო-თუ-ვიდენ თქუენ ზედა, და თქუენ შეიკრიბეთ ღჳნოჲ და ხილი და შეკრიბეთ ზეთი ჭურჭელთა თქუენთა და დაეშენენით ქალაქთა თქუენთა, რომელნი შენ დაგეპყრნეს.

11 და ყოველთა იუდიანთა ქუეყანისა მოაბისათა და ძეთა ამმონისთა, შორისთა და იდუმეასშინათა და ყოვლისა ქუეყანისაშორისთა ესმა, ვითარმედ მისცა მეფემან ბაბილონისამან ნეშტი იუდეას შინა, ვითარმედ დაადგინა მათ ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი.

12 და მოიქცეს იუდიანნი ყოველთა ადგილთაგან, სადაცა განითესნეს მუნ, და მოვიდეს ქუეყანად იუდაჲსასა გოდოლიაჲს მომართ მასიფად, და შეკრიბეს ღჳნოჲ და ხილი მრავალი ფრიად და ზეთი.

13 და იონან, ძე კარიესი, და მთავარნი ძალისა ველთაშინაჲსანი მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასიფად და ჰრქუეს მას:

14 უკეთუ უწყებით უწყი, ვითარმედ ველთა მეფემან, ძემან ამონისთამან, მოავლინა შენდა ისმაილ, ძე ნათანისი, მოკლვად სულისა შენისა. და არა ჰრწმენა მათი გოდოლიას, ძესა აქიკამისსა.

15 და ჰრქუა იონან, ძემან კარესმან, გოდოლიას იდუმალ მასიფას შინა მეტყუელმან: წარვიდე მე და მოვკლა ძე ნათანისი - ისმაილ. და ნუ ვინ აგრძნობნ, ნუ სადა მოკლას სული შენი, და განითესნენ ყოველნი იუდეანნი შეკრებილნი შენ თანა და წარწყმდენ დანაშთომნი იუდაჲსნი.

16 და თქუა გოდოლია, ძემან აქიკამისმან, იონანის მიმართ, ძისა კარესა: ნუ ჰყოფთ სიტყჳსაებრ შენისა, რამეთუ ტყუილსა იტყჳ შენ ძჳნად ისმაილისსა.

<< ← Prev Top Next → >>