Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და იყო თთუესა მეშჳდესა, მოვიდა ისმაილ, ძე ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეფობისა და ყრმაკნი მეფისანი და ათნი მამაკაცნი მათ თანა გოდოლიაჲს მიმართ მასიფად, და ჭამეს მუნ პური ზოგად.

2 და აღდგა ისმაილ, ძე ნათანისი, და ათნი მამაკაცნი მის თანა და მოკლეს გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა,

3 და ყოველნი იუდეანნი მყოფნი მის თანა მასსიფას და ყოველნი ქალდეველნი პოენილნი მუნ და მამაკაცნი ბრძოლისანი მოსრნა ისმაილმან.

4 და იყო დღესა მეორესა მოკლვისა გოდოლიაჲსსა მის მიერ, და კაცმან არა ცნა.

5 და მოვიდეს კაცნი სჳქემით და სალიმით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი კაცნი დამყჳნელნი წუერთანი და დამბძარველნი სამოსელთა მათთანი და მეტყებარნი, და მანანაჲ და გუნდრუკი და ძღუენნი ჴელთა შინა მათთა შეღებად სახლად უფლისა.

6 და გამოვიდა მიგებებად მათდა ისმაილ მასიფაით, და იგინი ვიდოდეს და ტიროდეს. და ვითარცა მიეახლა მათ, ჰრქუა მათ: შევედით გოდოლიაჲსსა, ძისა აქიკამისა.

7 და იყო, შე-რა-ვიდეს საშუალ ქალაქისა, მოსრნა იგინი ისმაილმან, და შთაყარნა ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

8 და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ და ჰრქუეს ისმაილსა: ნუ მომწყუედ ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენდა საუნჯენი ვვლსა შინა, იფქლნი და ქრთილნი და თაფლი და ზეთი. და წარჰჴდა და არა მოსწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

9 ხოლო ჯუღრმული, რომელსა შთაყარნა ისმაილ ყოველნი, რომელნი მოსრა გოდოლიაჲს თანა, ჯურღმული დიდი, ესე არს, რომელი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, ესე აღავსო ისმაილმან წყლულებითა.

10 და მიაქცია ისმაილმან ყოველი ერი დაშთომილი მასსიფას და ასულნი მეფისანი, რომელნი შეჰვედრნა მთავარქონდაქარმან გოდოლიას, ძესა აქიკამისსა. და აღიმსთო ისმაილ და წარვიდა წიაღ ძეთა ამმონისთა,

11 და ესმნეს იოანანს, ძესა კარიესსა და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ძჳრნი, რომელნი ქმნნა ისმაილმან, ძემან ნათანისმან.

12 და შეკრიბეს ყოველი ლაშქარი მათი და მივიდეს ბრძოლად მისსა. და პოეს იგი წყალსა ზედა მრავალსა გაბაონს შინა.

13 და იყო, ვითარცა იხილა ყოველმან ერმან ისმაილისთანამან იონან და მთავარნი ძლიერებისანი მისთანანი, განიხარეს.

14 და მოაქცია ყოველმან ერმან, რომელი წარტყუენა ისმაელმან მასსეფაჲთ, და მოქცეულნი მოვიდეს იონანის მომართ, ძისა კარიესისა.

15 ხოლო ისმაილ, ძე ნათანისი, განერა რვათა კაცთა თანა პირისაგან იოანნანისსა, და მივიდა ძეთა მიმართ ამმონისთა.

16 და მიიხუნა იოანან, ძემან კარისმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ნეშტნი ერისანი, რომელნი უკმოაქცინა ისმაილისაგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსისა, ძისა აქიკამისისა, ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, და დედანი და ნეშტნი და საჭურისნი, რომელნი მოაქცინა გაბაონით.

17 და წარვიდეს და დასხდეს ქუეყანასა შინა ბიროათამისა, ბეთლემით კერძოსა, წარსლვად ეგჳპტედ.

18 პირისაგან ქალდეველთასა, რამეთუ შიშნეულ იქმნნეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაილმან გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>