Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 და მოუჴდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და იოანან, ძე კარესი, და აზარია, ძე მაასესი, და ყოველი ერი კნინითგან დიდამდე

2 მათდა იერემიას წინაწარმეტყუელსა და ჰრქუეს მას: დავარდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირისა შენისა და ილოცე წინაშე უფლისა მიმართ ღმრთისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა თუალნი შენნი ხედვენ.

3 და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით მას ზედა და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.

4 და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან: მესმა, აჰა, მე ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა სიტყუათაებრ თქუენთა. და იყოს, სიტყუაჲ, რომელიცა მომიგოს უფალმან, მიგითხრა თქუენ, არა დავფარო თქუენგან თქუმაჲ.

5 და მათ ჰრქუეს ირემიას: იყავნ უფალი ჩუენდა მოწამედ მართლად და სარწმუნოდ, ვითარმედ ყოვლისა სიტყჳსაებრ, რომლითაცა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან ჩვენდა მომართ, ეგრეთ ვყოთ,

6 დაღათუ კეთილად, დაღათუ ბოროტად ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომლისა ჩუენ მიგავლენთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობეს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

7 და იქმნა შემდგომად დღეთა ათთასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიას მიმართ.

8 და მიუწოდა იერემია იოანანს, ძესა კარიესისა, და მთავართა ძლიერებისათა მისთანათა, და ყოველსა ერსა კნინითგან მიდიდამდე.

9 და ჰრქუა მათ: ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, რომლისა-იგი მიმავლინეთ მე დათხევად წყალობა თქუენი წინაშე მისსა.

10 უკუეთუ მსხდომარენი სხდეთ ქუეყანასა ამას შინა, აღგაშენნე თქუენ და არა დაგარღჳნე. და დაგნერგნე თქუენ და არა აღმოგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტთაგან, რომელნი გიყვენ თქუენ.

11 ნუ გეშინინყე პირისაგან მეფისა ბაბილონისა, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინისყე, - თქუა უფალმან, - რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად თქუენდა და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა.

12 და მე გცე თქუენ წყალობა და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქვენ ქუეყანად თქუენდა.

13 და უკეთუ იტყჳთ თქუენ: არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, არსმენისათჳს ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა,

14 ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ჴმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის, და მუნ დავეშენნეთ.

15 ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ნეშტთა იუდაჲსთა, - ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: უკუეთუ თქუენ მისცეთ პირი თქუენი ეგჳპტედ მიმართ და შეხჳდეთ მუნ დაშენებად.

16 და იყოს მახჳლი, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, და სიყმილი, რომლისა თქუენ სიტყუაჲ გაქუსყე სივლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ უკუანა თქუენსა ეგჳპტეს შინა, და მუნ მოჰკუდეთ.

17 და იყვნენ ყოველნი კაცნი და ყოველნი სხუანი ნათესავნი მოსრულნი პირითა მათითა ქუეყანად ეგჳპტისა, დამკჳდრებად მუნ, და მოაკლდენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და არა იყოს მათი არავინ განრინებულ ბოროტთაგან, რომელთა მე მოვაწევ მათ ზედა.

18 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა დასწუთა გულისწყრომაჲ ჩემი დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა, ეგრეთ დაგწთუეს გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა შესლვასა თქვენსა ეგჳპტედ, და იყუნეთ უვალად, და ჴელისქუეშეებ, და საწყევარად და საყუედრელად, და არა იხილოთ არღა მერმე ადგილი ესე.

19 ესრეთ თქუა უფალმან თქუენ ზედა, დაშთომილთა იუდაჲსთა: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ და აწ მცნობელთა ცანთ, რამეთუ მე შეგწამებ თქუენ,

20 ვითარმედ ბოროტი ჰყავთ სულთა შინა თქუენთა, მიმავლენელთა ჩემთა და მეტყუელთა ჩემთა: ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გრქუნეს შენ უფალმან, გჳთხარ ჩუენ, და ვყვნეთ.

21 და გითხარ თქუენ დღეს, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რომლითა მომავლინა მე თქუენდა.

22 და აწ უწყოდეთ, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და სიკუდილისა მიერ მოაკლდეთ ადგილსა შინა, რომელსა თქუენ ილოცავთ შესლვად დამკჳდრებად მუნ.

<< ← Prev Top Next → >>