1 სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა.
2 ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ,
3 რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე.
4 ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით.
5 და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ. |