ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 49. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10775&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ძეთა ამმონისთა. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ძენი არა არიან ისრაჱლსა შორის? ანუ დამპყრობელი არა არს მათ შორის? რაჲსათჳს დაიპყრა მელქომ გალადი? და ერი მათი ქალაქთა მათთა შინა მკჳდრ არს.

2 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ვასმინო რაბათსა ზედა ძეთა ამმონისთასა შფოთი ბრძოლათა და იყოს უვალად და წარსაწყმედელად და ბომონნი მათნი ცეცხლისა მიერ დაიწუედ. და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ მისი, თქუა უფალმან.

3 ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ მოისპო ძალი გაისაჲ. ღაღად-ყავთ, ასულნო რაბბათისანო, მოირტყთ ძაძები და იპყრობვოდეთ და იტყებდით და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქომ ტყუეობად ვალს, მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად,

4 რამეთუ სიხარული ველთა შორის ენაკიმისთა, განკფდეს ველნი შენნი, ასულო უგლიმობისაო, მოსავობაჲ საუნჯეთა ზედა მისთა, მეტყუელი: ვინ ზედმოვიდეს ჩემ ზედა.

5 აჰა, მე მოვიღო შიში შენ ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან, - ყოველთაგან გარემოსმყოფთა შენთა და განიწესოს კაცადი პირისა კერძ თჳსისა და არა არს, რომელმან შეკრიბოს ტყუექმნილი

6 და ამის შემდგომად მოვაქციო ტყუეობაჲ ძეთა ამმონისთაჲ, - თქუა უფალმან,

7 იდუმეასა, ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: არღა არს მერმე სიბრძნე შორის თემანსა, წარწყმდა განზრახვაჲ გონიერთაგან, წარჴდა სიბრძნე მათი,

8 დაითრგუნა ადგილი მათი, დააღრმეთ თქუენდად დასაჯდომელად მკჳდრთა დედანისათა, რამეთუ ძნელნი ქმნნა. მივავლინე მას ზედა ჟამსა შინა, რომელსა ზედმივჰხედე მას.

9 რამეთუ მესთულენი მოვიდეს შენდა, რომელთა არ დაგიშთინონ შენ მოსაკუფხლველი, ვითარცა მპარავთა ღამესა შინა დადვან შენ ზედა ჴელი მათი.

10 რამეთუ მე შთამოვამჴუ ესავი, გამოვაცხადენ დაფარულნი მათნი. დაფარვად ვერ უძლონ, წარწყმედად თესლი მისი ჴელითა ძმისა მისისათა და მეზობლისათა.

11 და არა არს მეტყუელი დატევებასა ობლისა შენისასა, რაჲთა ცხოვნდეს, და მე ვაცხოვნო იგი. და ქურივნი შენნი ჩემდამო ესვიდენ,

12 რამეთუ ამათ იტყჳ უფალი, - აჰა, რომელთა არა იყო შჯულ სუმად სასუმელი, მსუმელთა სუეს, და შენ უბრალოქმნილი არა უბრალო იქმნე, რამეთუ მსუმელი სუამს.

13 რამეთუ თავისა მიმართ ჩემისა ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ უვალად და საყუედრელად და საწყევარად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ უკუნისამდე.

14 სასმენელი მესმა უფლისაგან. და მიმთხრობელნი წარმართთა მიმართ მიავლინნა: შეკერბით და მოვედით მისსა, და არ დააცალონ ბრძოლად მის ზედა,

15 რამეთუ, აჰა, კნინღა მიგეც შენ წარმართთა შორის და ადვილ საწუნელ კაცთა შორის.

16 ლაღობამან გულისა შენისამან გიწყნა შენ ესენი, უგლიმობამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა ჴურელებსა კლდეთასა. შეიპყრა ძალი ბორცჳსა მაღლისა, რამეთუ აღამაღლო თუ, ვითარცა არწივმან, ბუდებნი, მიერ გარდამოაგდებენ, - თქვა უფალმან.

17 და იყოს იდუმეაჲ უვალად, ყოველი თანწარმავალი მის ზედა განჰკრთეს და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა,

18 ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, - თქვა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, არა დაჯდეს მუნ კაცი და არ დაიმკჳდროს მუნ ძემან კაცისამან.

19 აჰა, ვითარცა ლომი აღმოვიდეს საშუალით იორდანისაჲთ ადგიდ ეთამისა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან და ჭაბუკნი დაადგინენით მის ზედა. ვინ არს რჩეულ მისსა მიმართ? მე ვიხილო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა აღმიდგეს მე, და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

20 ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელი განიზრახა იდუმეას ზედა და გულისსიტყუაჲ მისი, რომელი სიტყუა დამკჳდრებულთა ზედა თემანისათა? არა თუ თანაღირიცხუნენ მათსა უუნდოესნი ცხოვართანი? არა თუ უვალ იქმნნეს მათ ზედა სავანე მათი?

21 რამეთუ ჴმისაგან დაცემულებისა მათისა შეირყია ქუეყანა, და ღაღადება შენი ზღვისა შორის მეწამულისა ისმა.

22 აჰა, ვითარცა არწივი აღვიდეს და იხილვოს და განმარტნეს ფრთენი თჳსნი სიმაგრეთა ზედა მისთა, და იყოს გული ძლიერთა იდუმეასათა მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობიარისა.

23 დამასკოსა: ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სასმენელი ბოროტი ესმაყე, განჰკრთეს ზღჳსა შორის, გულმწყრალ იქმნეს, განსუენებად ვერ შეუძლონ.

24 მოკლებულ იქმნა დამასკოჲ. მიიქცა სივლტოლად და განვარდა, ძრწოლამან შეიპყრა იგი, სალმობამან მოიცვა, ვითარცა მშობი.

25 ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი, დაბაჲ შეიყვარა?

26 ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი შენნი უბანთა შენთა ზედა, და ყოველნი კაცნი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, - ჰრქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, -

27 და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა დამასკისათა, და შეჭამნეს ურაკნი ძისა ადერისნი.

28 კიდარს, მეფისა ეზოჲსსა, რომელი მოსრა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ესრეთ ჰრქუა უფალმან: აღდეგით და აღვედით კიდარსა ზედა, დაწყლენით ძენი კედემისნი,

29 კარავნი მათნი და ცხოვარნი მათნი წარიხუენ, სამოსელნი მათნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და აქლემნი მათნი მიიყვანენ თავისა მათისად, და მოუწოდეთ მათ ზედა წარწყმედასა გარემოს,

30 ივლტოდეთ ფრიად, განჰკერთით, დააღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოსა შინა, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განიზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, განზრახვაჲ და ისიტყუა თქუენ ზედა გულისსიტყვა.

31 აღდეგით, აღვედით ნათესავსა ზედა კეთილმდგომსა და მყუდროსა და მჯდომარესა განსუენებულად, - იტყჳს უფალი, - რომლისა არა არიან კარებ, არა ვალანებ, არა მოქლონებ, მარტონი მევანეობენ.

32 და იყვნენ აქლემნი მათნი სათავისო და სიმრავლე საცხოვართა მათთაჲ წარსაწყმედელ, და განუფიწლნე იგინი ყოველსა ქარსა, განრყუნილ პირნი მათნი. და ყოვლისაგან წიაღ კერძოჲსა მათისა ვყო ძლეულება მათი, - თქუა უფალმან,

33 და იყოს ეზო მათი საყოფელ სირთა და უგზო საუკუნომდე. არ დაემკჳდროს მუნ კაცი და არ დაჯდეს მუნ ძე მიწისნაშობისაჲ.

34 სიტყუა, რომელი იქმნა უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ელამისათჳს დასაბამსა მეფობისა სედეკიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა და თქუა:

35 ამათ იტყჳს უფალი ძალთა: აჰა, ესერა, შევჰმუსრო მშჳლდი ელამისა, დასაბამი მძლავრებისა მათისა.

36 და მოვხადო ელამსა ზედა ოთხთა ქართა, ოთხთაგან მწუერვალთა ცისათა და განვთესნე იგინი ყოველთა მიმართ ქართა ცისათა და არა იყოს ნათესავი, რომელ არა მოვიდეს მუნ განმაგაარებელნი ელამისნი,

37 და შიშნეულ-ვყუნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებდეს სულთა მათთასა და მოვაწიო მათ ზედა რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემისა, - იტყჳს უფალი, - და ზედმივავლინო უკუანა მათსა მახჳლი ჩემი, ვიდრე მოსპოლვადმდე მათდა.

38 და დავდვა ელამს შინა საყდარი ჩემი და წარვწყმიდო მუნით მეფე და დიდ-დიდნი, - თქუა უფალმან,

39 და იყოს უკანასკნელთა დღეთა, ზემოვაქციო ტყუეობა ელამისა, - იტყჳს უფალი, დაწყებასა მეფე-ყოფისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუა ესე ელამისთჳს ბაბილოვნელთა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>