Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვადგინო ბაბილონსა ზედა და დამკჳდრებულთა ზედა ქალდეაჲსათა გულნი აღმადგინებელთანი, ქარი შემწუელი, განმხრწნელი.

2 და გამოვავლინნე ბაბილონისათჳს მაგინებელნი, და გინებულ-ყონ იგი და განრყუნან ქუეყანა მისი, რამეთუ ვაჲ ბაბილონსა ზედა გარემოს დღესა შინა განბოროტებისა მისისასა.

3 მის ზედა მოირათხნ მომრთხმელმან მშჳლდისა თჳსისამან, და მის ზედა გარემოირატყნ, რომლისა არნ საჭურველი თჳსი. ნუ ჰრიდებთ ჭაბუკთა მისთა ზედა, და განაქარვეთ ყოველი ძალი მისი.

4 და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა და დაგუმერილნი გარეთ მისსა.

5 მით, რამეთუ არა დაქურივდა ისრაილი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან, უფლისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანა მათი აღივსო უსჯულოებითა წმიდათაგან ისრაილისათა.

6 ივლტოდეთ ბაბილონისშორისისაგან, და განირინეთ კაცადმან სული თჳსი, და ნუ განჰვარდებით უსამართლოებისა მისისა მიერ, რამეთუ ჟამი შურისძიებისა მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელი მისი მიაგოს მან.

7 სასუმელი ოქროსა, ბაბილონი, ჴელსა შინა უფლისასა, დამათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუმიდეს წარმართნი. ამისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

8 და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას, დასდევით რიტინე განხრწნილებასა მისსა, გან-ხოლო-იკურნოს.

9 ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცადი ქუეყანად თჳსსა, რამეთუ მიეახლა ცად მიმართ სასჯელი მისი, და აღიწია მივარსკულავთამდე.

10 გამოიღო უფალმან მსჯავრი თჳსი. მოვედით, მიუთხრნეთ სიონსა საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

11 განიმზადენით სამშვილდველნი, აღავსენით კაპარჭებნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მიდთაჲსა, რამეთუ ბაბილონსა ზედა არს რისხვაჲ მისი მოსპობად მისსა, რამეთუ შურისგება უფლისაჲ არს შურისგება ტაძრისა მისისა.

12 ზღუდეთა ზედა ბაბილონისათა აღიღეთ სასწაული, დაადგინენით მცველნი, აღადგინენით მჴუმილნი, განმზადენით საჭურველნი, რამეთუ ჴელ-ყო და ყოს უფალმან, რაოდენნი თქუნა მკჳდრთა ზედა ბაბილონისათა,

13 დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და სიმრავლესა ზედა საუნჯეთა მისთასა, ახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ნაწლევთა შენთა,

14 რამეთუ ფუცა უფალმან ძალთამან მკლავისა მიმართ თჳსისა, ვითარმედ: აღგავსო შენ კაცებითა, ვითარცა მკლებითა, და ჴმობენ შენ ზედა აღმავალნი, ვითარცა მთრგუნავნი საწნეხლისანი.

15 შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა განმმზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხმის-ყოფისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.

16 ჴმად ქუხილისა დადვა სიმრავლე წყლისაჲ ცისა შორის და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულისაგან ქუეყანისა, ელვანი წჳმად შექმნა და გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან მისთა.

17 განსულელნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან; სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროსმჭედელი ქანდაკებულთა მისთაგან, რამეთუ ნაწილად გამოადნვეს. არა არს სული მათ შორის,

18 ამაოებ არიან საქმენი საკიცხელნი სადუმარნი, ჟამსა შინა ზედმოხილვისა მათისასა წარწყმდენ ესენი.

19 არა არს ესემლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელნი დაჰბადნა, ყოველნი იგი არს ნაწილ მისსა, და ისრაილი საკურთხ მკჳდრობისა მისისა, უფალი ძალთა სახელი მისი.

20 შენ განმიბნევ მე ჭურჭელთა ბრძოლისათა, და განვაბნივნე მე შენ შორის ნათესავნი, და აღვიხუნე შენ შორის მეფენი.

21 და განვაბნინე შენ შორის ცხენი და მჴედარი მისი, და განვაბნინე შენ შორის ეტლები და აღმავალნი მათნი.

22 და განვაბნინე შენ შორის მამაცი და ცოლი მისი, და განვაბნიო შენ შორის მოხუცებული და ჭაბუკი და მოყმე და ქალწული მისი,

23 და განვაბნიო შენ შორის მუშაკი და სამუშაკოჲ მისი, და განვაბნინე შენ შორის მთავარნი და სპასპეტნი.

24 და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეველთასა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელნი ქმნნეს სიონს შინა, წინაშე თუალთა თქუენთა, - იტყჳს უფალი.

25 აჰა, მე შენდა მიმართ, მთაო განხრწნილო, - იტყჳს უფალი, - განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო. და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან, და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული.

26 და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, - იტყჳს უფალი.

27 აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები და ჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა, მენი და ასხანაზელთა დაადგინენით მის ზედა წყლულებისმდომნი აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთა.

28 წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავი, მეფე მიდთაჲ და წინამძღუარნი მისნი, და ყოველნი სპასპეტნი მისნი და ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

29 შეიძრა ქვეყანა და სტკიოდა მით, რამეთუ აღდგა ბაბილონსა ზედა გულისსიტყვა უფლისაჲ დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსაქარვებელად, არდასამკჳდრებელად იგი.

30 მოაკლდა მეჰომე ბაბილონისაჲ მბრძოლად, და დასხდენ წყუდეულებასა შინა. მოსწყდა მძლავრება მათი და იქმნნეს, ვითარცა დედანი. მოიწუნეს კარვებნი მათნი, შემუსრნნეს მოქლონნი მისნი.

31 მდევარი შემთხუევად მდევნელისა სდევდეს და მეღაღადისე შემთხუევად მეღაღადისისა, მეღაღადებად მეფისა ბაბილონისასა, ვითარცა წარწყმდა ქალაქი დასასრულით გამოსავალთა მისთაჲთ.

32 მით, რამეთუ შეპყრობილ იქმნნეს და სახლებნი მათნი მოიცეცხლნეს ცეცხლითა, და მამაკაცნი მისნი მბრძოლნი გამოვიდენ.

33 მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: სახლნი ბაბილონისანი, ვითარცა კალოჲ ოჴერი, მოოჴრდენ. მერმე მცირედღა, და მოიწიოს ღალვაჲ მისი.

34 განმყო მე, შემჭამა მე და მეწია მე, ვითარცა ბნელი წულილი, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისმან, დამადგინა მე, ვითარცა ჭურჭელი ცალიერი შთამნთქა მე, ვითარცა ვეშაპმან, აღივსო მუცელი თჳსი შუებულებისაგან ჩემისა, განმაგარეეს მე რუდენებათა ჩემთა.

35 და საარებათა ჩემთა ძჳნად ბაბილონისა წარიხუნეს. თქუას მკჳდრმან სიონისამან და სისხლი ჩემი ძჳნად მკჳდრთა ქალდეაჲსათა თქვას იერუსალიმმან.

36 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე ვსაჯო წინამოსაჯული შენი, და შურ-ვიგო შურის-გება შენი, და მოვაოჴრო ზღუაჲ მისი. და განეაჴმო წყაროჲ მისი.

37 და იყოს ბაბილონი ბორცუებ და სამკჳდრებელად ვეშაპთა და განსარყუნელად და სასტჳნველად, და არა დაეშენოს.

38 თანად ერთბამად, ვითარცა ლომნი აღდგენ ზოგად ძენი მათნი და ვითარ ლეკუნი ლომთანი.

39 განჴურვებასა შინა მათსა სარეცელი მათი მივსცე განუსუენებელად, და მივსცე სასუმელი მათ და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და ვერ განიღჳძონ, - იტყჳს უფალი,

40 და შთავჴადნე იგინი, ვითარცა კრავნი, დაკლვად და ვითარცა კრავნი თიკნებითურთ,

41 ვითარ მოოჴრდა სისახ და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსაქარვებელად ყოველთა შორის ნათესავთა?

42 აღმოვიდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ, ჴმითა ღელვათა მისთათა დაიფარა.

43 იქმნნეს ქალაქნი მისნი განსაქარვებელ, ქუეყანა ურწყულ და უვალ, ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არ დაიმკჳდროს მის ზედა არა ვინ კაცმან, არცა დაიმასპინძლოს მათ შინა ძემან კაცისამან.

44 და შური ვიძიო ბილს ზედა ბაბილონს შინა და გამოვიხუნე, რომელნი შთაენთქნეს, პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მისდამი ნათესავნი წარმართნი მერმე. და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცა.

45 გამოვედით საშუალისაგან მისისა, ერო ჩემო! და განირინეთ კაცადმან სული თჳსი გულისწყრომისაგან რისხვისა უფლისა.

46 და ნუ სადა შეშინდეს გული თქუენი და წიწნეულ იქმნეთ სმენისაგან სმენადისა ქუეყანასა ზედა, და შემოვიდეს მასვე წელსა შინა სმენაჲ, და მის თანა წელიწადსა შინა სმენაჲ და უსამართლობაჲ ქუეყანასა ზედა და მჴელმწიფები მჴელმწიფებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

47 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ზედა მივიხილო ქანდაკებულთა ზედა ბაბილონისათა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულნი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

48 და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი მათ შორისნი, რამეთუ ჩრდილოჲთ მოვიდენ განმხრწნელნი მისნი, - თქუა უფალმან.

49 და რამეთუ ბაბილონს შინაცა დაცემაჲ წყლულთა ისრაჱლისათაჲ მის შორის, და ბაბილონისანიცა უკუე დაეცნენ წყლულნი ყოვლისა ქუეყანისა მიერ ძლეულნი.

50 განრინებულნი ქუეყანისაგან ვიდოდეთ და ნუ დასდგებით. მოიჴსენეთ შორიელთა უფლისა, და იერუსალჱმი აღვედინ გულთა თქუენთა ზედა.

51 გურცხუენა, რამეთუ გუესმა ყუედრებაჲ ჩუენი, დაფარა უპატიოებამან პირი ჩუენი. შევიდეს სხუა ნათესავნი წმიდათა მიმართ ჩუენთა სახიდ უფლისა.

52 ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და შურ-ვიგო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი,

53 რამეთუ აღ-თუ-მაღლდა, ესვიდეს ბაბილონი, ვითარცა ცაჲ, და რამეთუ განმაგრდეს თუ სიმაგრე ძალისა მისისაჲ, ჩემ მიერ მოიწინენ მომსრველნი მისნი, - იტყჳს უფალი.

54 ჴმაჲ ღაღადებისაჲ შორის ბაბილონისა და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა,

55 რამეთუ მოსპო უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი, რომელი ოხრიდა, ვითარცა წყალნი მრავალნი, მისცა მოსპოლვად ჴმაჲ მისი.

56 რამეთუ მოვიდა ბაბილონს ზედა საარებაჲ, მოისრნეს მბრძოლნი მისნი, შეძრწუნდა მშჳლდი მათი, რამეთუ ღმერთი შურისმეძიებელ არს. თჳთ უფალმან ნაცვალ-აგოს მას ნაცვალსაგებელი მისი.

57 და დაათრვნეს სიმთრვალითა მთავარნი მისნი, და ბრძენნი მისნი, და დამწყებნი მისნი, და სპასპეტნი მისნი და ძალნი მისნი, და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და აღარა განიღჳძონ უკუნისამდე, - იტყჳს მეუფე, უფალი ყოვლისა მპყრობელი, სახელი მისი.

58 ამათ იტყჳს უფალი: ზღუდე ბაბილონისაჲ განვრცნა. გარდარღუევით გარდაირღუეს, და ბჭენი მისნი მაღალნი ცეცხლითა მოიცეცხლნენ, და არა დაშურებოდიან ერნი ცუდად და ნათესავნი მის შორის მოაკლდენ.

59 სიტყუაჲ, რომელი ამცნო უფალმან იერემიას წინაწარმეტყუელსა, რქმად არეაჲსსა ძისა ნირისსა, ძისა მაასესა, ოდეს წარვიდოდა სედეკიაჲს მიერ, მეფისა იუდასა, ბაბილონად წელსა შინა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და არეა იყო მთავარ ნიჭთა.

60 და დაწერნა იერემიამან ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოიწინენ ბაბილონსა ზედა, წიგნსა შინა ერთსა ყოველნი ესე სიტყუანი, დაწერილნი ბაბილონისათჳს.

61 და თქუა იერემია არეაჲს მიმართ: რაჟამს მიხჳდე ბაბილონად, და იხილო, და აღმოიკითხნე თანად ყოველნი ესე სიტყუანი.

62 და სთქუა: უფალო, უფალო, შენ სთქუ ადგილსა ამას ზედა მოსპოლვად იგი და არყოფად მას ზედა მკჳდრნი კაცითგან მისაცხოვართამდე, რამეთუ განსაქარვებელად უკუნისამდე იყოს!

63 და იყოს, ოდეს დასცხრე აღმომკითხველი წიგნისა ამის, და დააკრა მას ზედა ქვაჲ და შთააგდო იგი საშუალ ევფრატსა.

64 და სთქუა: ესრეთ დაინთქას ბაბილონი, არღა აღდგეს პირისაგან ძჳრთასა, რომელთა მე მოვაწევ მის ზედა, და დაემტკიცნეს სიტყუანი იერემიასნი, ვიდრე აქამომდე.

<< ← Prev Top Next → >>