Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გოდება იერემიასი

ბიბლია - ძველი ქართულით

იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5

1 ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.

2 შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა,

3 რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.

4 ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად.

5 აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი.

6 რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.

7 გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა.

8 და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.

9 და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.

10 დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა,

11 მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.

12 გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.

13 ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა,

14 ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.

15 განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა.

16 ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.

17 და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი.

18 და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.

19 ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა.

20 ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.

21 ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას.

22 ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.

23 განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა.

24 ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას.

25 ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.

26 კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.

27 კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.

28 იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.

29 მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა.

30 მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ,

31 ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან,

32 რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა.

33 არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი.

34 ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა,

35 განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა,

36 დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა.

37 მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო.

38 პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი.

39 რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა.

40 ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ.

41 აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა.

42 ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ.

43 სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე.

44 ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად,

45 სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა,

46 ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა,

47 შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა.

48 გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა.

49 აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება,

50 ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით.

51 თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა.

52 სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა.

53 მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა.

54 ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე.

55 კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა.

56 ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა.

57 შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ.

58 რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი.

59 იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი.

60 იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა.

61 სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა.

62 ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ,

63 დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა.

64 თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ,

65 საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა.

66 შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო.

<< ← Prev Top Next → >>