Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გოდება იერემიასი

ბიბლია - ძველი ქართულით

იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5

1 ალეფ. ვითარ მრუმე იქმნას ოქროჲ, შეიცვალოს ვეცხლი კეთილი, განითხინეს ქვანი წმიდანი დასაბამთა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.

2 ბეთ. ძენი სიონისანი პატიოსანნი, აღმაღლებულნი ოქროჲთა, ვითარ შეირაცხნეს, ვითარცა ჭურჭელნი კეცისანი, საქმენი ჴელთა მეკეცისათანი.

3 გიმელ. და ვეშაპთაცა განძარცუნეს ძუძუნი, აწოეს ლეკუთა. ხოლო ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელობად, ვითარცა სირი უდაბნოს შინა.

4 დალეთ. განექუა ენაჲ მწოარისაჲ სასისა მიმართ მისისა, წყურილითა ჩჩჳლთაჲთა იძიეს პური, და განმყოფელი მათი არა არს.

5 ჱე. მჭამელნი შუებათანი უჩინო იქმნეს. გამოსავალთა შორის განპოხებულთა ძოწეულთა ზედა გარემოიდვეს სკორე.

6 ოავ. და განდიდნა უშჯულოება ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროს უსჯულოებათა სოდომისათა დაქცეულისათა და დაქცევითა საუკუნოთა, ვითარ-იგი სწრაფაჲ, და არა ილმნეს მას ზედა ჴელნი.

7 ზაინ. წმიდა იქმნეს ნაზირეველნი მისნი, უფროს თოვლისა განბრწყინდეს, უმეტეს სძისა შეიყუნეს, უფროს ქვისა საფირონისა სახე მათი.

8 ეთ. დააშავნა უფროს ნახშირისა სახე მათი, არ საცნაურ იქმნეს გამოსავალთა შორის, და აექუა ტყავი მათი ძუალთა მათთა ზედა, განჴმეს, იქმნეს ვითარცა შეშაჲ.

9 ტეთ. კეთილ იყუნეს წყლულებანი მახჳლისანი, ვიდრე წყლულებანი სიყმილისანი. ვიდოდეს დაგუმერილნი ნაშრომთაგან ველთასა.

10 იოთ. ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი. იქმნეს საჭმელ მათდა შემუსრვასა შინა ასულისა ერისა ჩემისასა.

11 ხაფ. შეასრულა უფალმან გულისწყრომაჲ მისი. განჰფინა გულისწყრომაჲ რისხვისა მისისაჲ, და აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.

12 ლამედ. არა ირწმუნეს მეფეთა ქუეყანისათა, ყოველთა დამკჳდრებულთა მკჳდროვნისათა, ვითარმედ შევალს მაჭირვებელი ბჭეთა მიერ იერუსალჱმისათა.

13 მემ. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა უსამართლოებათა მღდელთა მისთაჲსა, დამთხეველთა სისხლსა მართალსა შორის მისსა.

14 ნონ. შეიძრნეს მღჳძარენი მისნი გამოსავალთა შინა, შეიგინნეს სისხლითა ვერშეძლებითა მათგან შეხებასა სამოსელთა მათთასა.

15 სარეხ. განეშორენით არაწმიდათა, უწოდეთ მათ, განეშორენით, განეშორენით, ნუ ეხებით, რამეთუ აღეგზნნეს და შეიძრნესცა, _ თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ არღა შესძინონ მსხემობად.

16 აინ. მერმე ყოფასაღა ჩუენსა მოაკლდა თუალთა ჩუენთა შეწევნად ცუდად სტუანვითა ჩუენითა.

17 ჳე. პირი უფლისაჲ ნაწილ მათდა. არა შესძინოს ზედმოხილვად მათდა, პირსა მღდელისასა არ თუალ-ახუნეს, მოხუცებულნი არ შეიწყნარეს, ყრმათა მათ იმსტრობ, ნათესავსა ვერგანმარინებელსა.

18 სადე. მოვინადირენით მცირენი ჩუენნი. არასლვად უბანთა ზედა ჩუენთა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნნეს. მოეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, წარმოდგა აღსასრული ჩუენი.

19 კოფ. სუბუქ იქმნეს მდევარნი ჩუენნი უფროს არწივთა ცისათა, მთათა ზედა აღეტყინნეს, უდაბნოს შინა გჳმზირდეს ჩუენ დღეთა.

20 რეს. სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის.

21 სენ. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმეასაო, დამკჳდრებულო ქუეყანასა უზისსა, და შენ მიერცა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა შენ და დაითრო, და აწ აღმოსთხიო.

22 თავ. მოაკლდა უსჯულოება შენი, ასულო სიონისაო! არა შესძინო მერმე განსახლვად. ზედმოიხილა უსჯულოებათა შენთა, ასულო ედომისო! განაცხადა უთნოებათა შენთა ზედა.

<< ← Prev Top Next → >>