Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 და შენ, ძეო კაცისაო, თქუ, ვითარმედ ამათ იტყჳს უფალი ადონაი: ქუეყანასა ისრაჱლისასა აღსასრული მოიწიოს, ოთხთა ზედა ფრთეთა ქუეყანისათა.

3 მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურვიგო შენგან გზათათჳს შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

4 არა ერიდოს თუალი ჩემი შენ ზედა, არცა შეგიწყალო მით, რამეთუ გზაჲ შენი შენ ზედა მივსცე და საძაგელებანი შენნი შორის შენსა იყუნენ და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი გგუემ.

5 რამეთუ ამას იტყჳს უფალი, უფალი: უკეთურებაჲ ერთი, უკეთურება, ესერა, წარმოდგა.

6 აღსასრული მოიწევის, მოიწევის აღსასრული, აღდგომილ იქმნა შენდამი.

7 აჰა, მოიწევის აღსასრული, მოიწევის თხზულება შენ ზედა, დამკჳდრებულსა ქუეყანისასა, მოიწევის ჟამი, მოახს დღე არა შფოთებით, არცა სალმობით.

8 აწ ახლოჲთ განვჰფენ რისხვასა ჩემსა შენ ზედა და აღვასრულო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შინა შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

9 არა ჰრიდოს თუალმან ჩემმან, არცა შევიწყალო მით, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მივსცნე და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყუნენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი ვსცემ.

10 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, აღსასრული მოიწიოს, აჰა, დღე უფლისაჲ მოიწიოს, გამოვიდა თხზულება, აღყუავნა კუერთხი, აღდგა გინებაჲ.

11 და შემუსროს სიმტკიცე უსჯულოჲსა და არცა შფოთებით, არცა სისწრაფით, და არა მათგან არიან, გონებასა მათსა, არცა შუენიერებაჲ მათ შორის.

12 მოვიდეს უფალი, აჰა, დღე უფლისაჲ შობს, აღსასრული მოიწია, აჰა, დღე; მომგებელნი ნუ იხარებნ და განმსყიდელი ნუ გოდებნ მით, რამეთუ რისხვაჲ ყოვლისა მიმართ სიმრავლისა მისისა.

13 და მომგებელმან განმსყიდელისა მიმართ არღა მერმე მიაქციოს და არღა მერმე ცხორებასა შინა ცხორებად მისსა, რამეთუ ხილვაჲ ყოვლისამი სიმრავლისა მისისა არ მოაქციოს, და კაცმან თუალთა მისთა წინა ვერ იპყრას.

14 დაჰნესტუეთ ნესტუთა მიერ და გამოირჩევდით თანად ყოვლითა და არა არს განმავალი ბრძოლად, რამეთუ რისხვაჲ ჩემი ყოველსა ზედა სიმრავლესა მისსა.

15 ბრძოლაჲ მახჳლითა - გარეშე, და სიყმილი და სიკუდილი - შინაგან. ველისზედაჲ მახჳლითა აღესრულოს, ხოლო ქალაქისშინანი სიყმილითა და მახჳლითა მოესრულნენ.

16 და განერნენ განრინებულნი მათგან და იყუნენ მთათა ზედა, ვითარცა ტრედნი მღუნავნი; ყოველნი მოსწყდენ კაცადნი უმართლობათა შინა მისთა.

17 ყოველნი ჴელნი დაიჴსნენ და ყოველნი ბარკალსხჳლნი შეიბილწნენ ნოტიობითა.

18 და გარემოირტყნენ ძაძანი და დაფარნეს იგინი საკჳრველებამან და დასულებამან; და ყოველსა პირსა ზედა სირცხჳლი მათ ზედა და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე.

19 ვეცხლი მათი დაისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა. და სულნი მათნი ვერ განძღენ და მუცელნი მათნი ვერ აღივსნენ, რამეთუ ტანჯვაჲ უსამართლოობათა მათთა იქმნა.

20 რჩეულნი სამკაულნი ამპარტავნებად დასხნეს, იგინი და ხატნი საძაგელებათა მათთანი და მოსაწყინელთა მათთანი ქმნნეს მათგან; ამისთჳს მივსცნე იგინი მათ არაწმიდებად.

21 და განვსცნე იგინი ჴელთა უცხოთასა დატაცებად იგინი და ბუგრთა ქუეყანისათა - ტყუედ და შეამწიკულნეს იგინი.

22 და გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და შეაბილწონ ზედხედვაჲ ჩემი; და შევიდოდიან მათ ზედა უმცველოდ და შეაგინებდენ მათ.

23 და ჰყოფდენ შერევასა, რამეთუ სავსე არს ქუეყანაჲ ერითა და ქალაქი - უსჯულოებითა სავსე.

24 და მოვიყვანნე ბილწნი იგი წარმართნი და დაუმკჳდრო ტაძრები იგი მათი, დავამჴუა სილაღე ამპარტავანებისა სილაღისა მის მათისა, და შეიგინნენ სიწმიდენი მათნი.

25 ლხინება მოვიდეს, და ეძიო მშჳდობა და არა იყოს;

26 და ვაებაჲ ვაებასა ზედა და ჰამბავი ჰამბავსა ზედა იყოს; და იძიებოდის ხილვაჲ წინაწარმეტყუელისაგან, და შჯული წარწყმდეს მღდლისაგან და განზრახვაჲ - მოხუცებულისაგან, და არა ჰპოებდენ.

27 მეფე იგლოვდეს და მთავარმან შეიმოსოს უჩინოქმნილება და ჴელნი ერისა ქუეყანისაჲსანი დაიჴსნენ; გზათაებრ მათთა უყო მათ და მსჯავრითა მათითა შური ვიძიო მათგან; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

<< ← Prev Top Next → >>