ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10797&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და მოვიდეს ჩემდა მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და დასხდენ წინაშე პირსა ჩემსა.

2 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

3 ძეო კაცისაო! კაცთა ამათ დასხნეს გულისზრახვანი მათნი გულთა შინა მათთა და ტანჯვაჲ სიცრუეთა მათთაჲ დადვეს წინაშე პირსა მათსა. მიმგებელმან ღათუ მიუგო მათ?

4 ამისთჳს ეტყოდე მათ და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა, რომელმან და-თუ-ისხნეს მოგონებანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ სიცრუისა მისისაჲ დააწესოს წინაშე პირსა მისსა და მივიდეს წინაწარმეტყუელისა მიმართ, მე უფალმან მიუგო მას მათ შინა, რომელთა შინა შეწყდომილ არს გაგონება მისი,

5 რაჲთა განაიგურდიოს სახლი ისრაჱლისაჲ გულთაებრ მათთა უცხოქმნულთა ჩემგან მოგონებათა მიერ მათთა.

6 ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოიქეცით სიმარჯუეთაგან თქუენთა და ყოველთაგან უთნოობათა თქუენთა და მოაქციენით პირნი თქუენნი ჩემდა

7 მით, რამეთუ კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა და მსხემთაგან, რომელნი მსხემობენ ისრაჱლსა შორის, რომელიცა უცხო თუ იქმნეს ჩემგან, და დასხნეს გულისზრახვანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ უკეთურებისა თჳსისა დააწესოს წინაშე პირსა მისსა, და მივიდეს წინაწარმეტყუელისა კითხვად მისსა ჩემ მიერ, უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეწყდომილ არს, მას შინა.

8 და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, და დავდვა იგი ოჴრად და უჩინოსაქმნელად და აღვიღო იგი საშუალ ერისა ჩემისა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

9 და წინასწარმეტყველი თუ სცთეს და თქუას სიტყუაჲ, მე უფალმან შევაცთუნე იგი, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა და უჩინო-ვყო იგი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

10 და მოღებულ იქმნეს სიცრუე მათი სიცრუჲსაებრ მკითხველისა მის და სიცრუჲსაებრ ეგრეთვე წინაწარმეტყუელსა ეყოს.

11 რაჲთა არღა სცთეს მერმე სახლი ისრაჱლისა ჩემგან, და რაჲთა არღა ეგნენ მერმე შეცოდებათა მათთა ზედა ყოველთა, და იყუნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად, - იტყჳს ადონაი უფალი.

12 და იქმნა ჩემდამო სიტყუაჲ უფლისაჲ მეტყუელი:

13 ძეო კაცისაო, ქუეყანამან, რომელმან მე თუ შემცოდოს შთავრდომაჲ შეცოდებასა, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა, და შევმუსრნე მისგან სიმტკიცენი პურისანი, და გამოვავლინო მას ზედა სიყმილი და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი.

14 და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, იგინი სიმართლესა შინა მათსა ცხოვნდენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

15 ხოლო უკუეთუ მჴეცნიცა ბოროტნი მოვჰჴადნე ქუეყანასა მას ზედა და ვტანჯო იგი და იყოს უჩინოსაქმნელად და არა იყოს, რომელმან განვლოს პირისაგან მჴეცთაჲსა.

16 და სამნი ესე კაცნი იყვნენ შორის მათსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ. - იტყჳს ადონაი უფალი, - არამედ იგინი მარტონი ცხოვნდენ, ხოლო ქუეყანაჲ იყოს მოსასრულებლად.

17 ანუ მახჳლი თუ მოვჰჴადო ქუეყანასა მას ზედა და ვთქუა: მახჳლმან მოიარენ ქუეყანასა ზედა! - და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი;

18 და სამნი ესე კაცნი შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარმედ ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი, არამედ იგი მხოლონი განერნენ.

19 ანუ სიკუდილი თუ მოვავლინო ქუეყანასა მას ზედა და განვფინო გულისწყრომაჲ ჩემი მის ზედა სახლისა მიერ მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

20 და ნოვე და იობ და დანიილ საშუალ მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი და ასულნი განარინნენ, რამეთუ მათ სიმართლესა შინა მათსა განარინნენ სულნი მათნი.

21 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და უკუეთუ ოთხნი შურისგებანი ჩემნი: მახჳლი და სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი და სიკუდილი გამოვავლინო იერუსალჱმსა ზედა მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

22 და უნდონი დაშთომილნი მის შორის, განრინებულნი მისგან, რომელნი გამოიყვანებენ მისგან ძეთა და ასულთა; და, აჰა, იგინი გამოვლენ თქუენდამო და იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და შეინანოთ ბოროტთაზედა, რომელნი მოვჰჴადენ იერუსალჱმსა ზედა, ყოველთა ზედა ძჳრთა, რომელნი მოვაწიენ მის ზედა.

23 და ნუგეშინის-გცემდენ თქუენ მით, რამეთუ იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და სცნათ, ვითარმედ არა ამაოდ ვყვენ ყოველნი, რაოდენნი ვქმნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.

<< ← Prev Top Next → >>