ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 16. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10799&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.

3 და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.

4 და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.

5 არცა ჰრიდა შენ ზედა თუალმან ჩემმან ყოფად შენდა ერთიცა ამათ ყოველთაგანი, ვნებად რაჲმე შენ ზედა; და განიგდე პირსა ზედა ველისასა გულარძნილებითა სულისა შენისაჲთა, რომელსა დღესა იშევ.

6 და განვვლე შენ ზედა და გიხილე შენ შებღალული სისხლისა მიერ შენისა და გარქუ შენ: სისხლისაგან შენისა ცხორებაჲ; და გარქუ შენ: სისხლისა თანა შენისა სცხონდე. განმრავლდი უბრალოდ,

7 ვითარცა აღმოსავალი აგარაკისაჲ, მიგეც შენ და განჰმრავლდი და განსდიდენ და შეხუედ ქალაქებთა ქალაქთასა; ძუძუნი შენნი აღემართნეს და თმაჲ შენი აღმოჰჴდა, ხოლო შენ იყავ შიშუელ და უშუერქმნილ.

8 და განვლე შენ მიერ და გიხილე შენ; და, აჰა, ჟამი შენი და ჟამი დამარღუეველთაჲ; და განვიფრთენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა და დავბურე უშუერებაჲ შენი, და გეფუცე შენ და შემოვედ აღთქმისა მიერ შენ თანა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და იქმენ ჩემდად.

9 და განგბანე შენ წყლითა და წარგრეცხე სისხლი შენი შენგან და გცხე შენ ზეთითა.

10 და შეგმოსე შენ ჭრელებნი და შეგასხ შენ ჳაკინთი და მოგარტყ შენ ბისონი და გარემოგასხ შენ ტრიხაპტონი.

11 და შეგამკვე შენ სამკაულითა და შეგასხენ სავლტენი გარე ჴელთა შენთა და მანიაკი გარემოჲს ქედისა შენისა.

12 და მივეც საყური გარემოჲს სასმენელ ყურისა შენისა და გრკალნი ყურთა ზედა შენთა და გჳრგჳნი სიქადულისა თავსა ზედა შენსა.

13 და შეიმკვე ოქროჲთა და ვერცხლითა, და იქმნეს გარემოსასხმელნი შენნი ბისონისანი და ტრიხაპტანი და ჭრელნი ჭიჭნაუხტითა შეგასხენ; და მიგეც საჭმლად შენდა სემიდალი და თაფლი და ზეთი, შეჭამე და იქმენ შუენიერ ფრიად ფრიად და წარემართე მეფობად.

14 და განჴდა სახელი შენი წარმართთა შორის სიკეთისათჳს შენისა მით, რამეთუ განსრულებულ იყავ შუენიერებასა შინა, ქმნულკეთილობასა შინა, რომელი დავაწესე შენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

15 და მოსავ იქმენ სიკეთესა ზედა შენსა და ისიძვე სახელითა შენითა და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა ზედა თანწარმავალსა; მისსა იქმნა, რომლისა არა იყო.

16 და მოიღე სამოსელთაგან შენთა და უქმენ იგი კერპთა კერულებად და განჰმეძვენ მათ ზედა და არა შეხჳდე, რომელნი არა იყვნენ, არცა არა იქმნეს.

17 და მოიხუენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი ოქროჲსაგან ჩემისა და ვერცხლისაგან ჩემისა, რომელნი მიგცენ შენ, და უქმნენ თავსა შენსა ხატნი წულებრნი და განჰმეძვენ მათდამი.

18 და მოიღე შესამოსელი შენი ჭრელი და გარეშეჰმოსე მათ და ზეთი ჩემი და საკმეველი ჩემი დასდევ წინაშე პირსა მათსა;

19 და პურნი ჩემნი, რომელნი მიგცენ შენ, სემიდალი და ზეთი და თაფლი გასაზრდელე შენ, და დასხენ იგინი წინაშე პირსა მათსა საყნოსად სულნელებისად.

20 და იქმნა შემდგომად ამათსა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი მიშვენ მე, და უზორენ მათ განსალევნელად, ვითარცა მცირედ განჰმეძვენ.

21 და დასწყჳდენ შვილნი შენნი და მისცენ მათ გარეშესაჴდელად იგინი მათდად.

22 ესე უფროს ყოვლისა სიძვისა შენისა და საძაგელებათა შენთა; და არ მოიჴსენე დღისა სიჩჩოებისა შენისაჲ, ოდეს იყავ შიშუელ და უშუერ და შებბღალულ სისხლითა შენითა და სცხოვნდი.

23 და იყოს შემდგომად ყოველთა უკეთურებათა შენთა, ვაჲ ვაჲ შენდა, - იტყჳს ადონაი უფალი,

24 და უშენე თავსა შენსა საყუდელი სამეძვოჲ. და უქმენ თავსა შენსა გამონადები ყოველსა ზედა უბანსა.

25 და დასაბამსა ზედა ყოვლისა ბზისასა აღაშენენ სიძვანი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი და განუმარტენ წჳვნი შენნი ყოველსა წარმვლელსა გზისასა და განამრავლენ სიძვანი შენნი.

26 და ისიძვე ძეთა მიმართ ეგჳპტისათა, მოზღვრეთა შენთა, ჴორცდიდთა, და მრავალგზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

27 და უკუეთუ განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და აღვიხუნე უსჯულოებანი შენნი და განგცნე შენ ჴელებსა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, განმდრეკელთა შენთასა გზისაგან შენისა,

28 უთნო იქმენ და განჰმეძვენ ძეთა მიმართ ასსურისათა და არცა ეგრეთ განსძეღ, და განჰმეძვენ და არა აღივსე.

29 და განამრავლენ სიძვანი შენნი ქუეყანისა მიმართ ქანანისსა და ქალდეველთა მიმართ და არცა ამათგან აღივსე.

30 რაჲთა განვწმიდო გული შენი, - იტყჳს ღმერთი უფალი, - ქმნასა შინა შენგან ამათ ყოველთა საქმეთა დედაკაცისა მეძვისა განკადნიერებულისათა, და განჰმეძვენ სამ წილ ასულთა შორის შენთა?

31 აღაშენე რაჲ სასიძველი შენი დასაბამსა ყოვლისა გზისასა და განმონადები შენი ჰყავ ყოველსა ზედა უბანსა, და არა იქმენ, ვითარცა მეძავი შემკრებელი სასყიდელთა,

32 ანუ დედაკაცი მემრუშე ქმარსა ქუეშე თჳსსა უცხოთა მიმართ, მსგავსი შენი, ქმრისაგან თჳსისა მიმღებელი სასყიდელთაჲ,

33 და ყოველთა მეძავქმნილთაჲ მის თანა მიმცემელი სასყიდელთაჲ: ხოლო შენ მისცენ სასყიდელნი ყოველთა ტრფიალთა შენთა და აღსტჳრთევდ მათ მოსლვად შენდამი გარემოჲს სიძვითა შენითა.

34 და იქმნა შენ შორის განდრეკილება უფროს დედათასა სიძვასა ზედა შენსა და შენ თანა არა ისიძვეს, მი-რაჲ-სცემდ შენ სასყიდელთა, და შენ სასყიდელნი არა მოგეცნეს და იქმნა შენ შორის განდრეკაჲ.

35 ამისთჳს, მეძავო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ!

36 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ მიჰფენ რვალსა შენსა და გამოცხადნეს სირცხჳლი შენი ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ გულისზრახვათა უსჯულოებათა შენთასა და შორის სისხლებისა შვილთა შენთაჲსა, რომელნი მისცენ მათ,

37 ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.

38 და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.

39 და მიგცე შენ ჴელთა მათთა და დაარღჳონ სიძვაჲ შენი და დაამჴუან ხარისხი შენი; და განგძარცუნენ შენ სამოსელნი შენნი და დაუტევნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი და დაგიტეონ შენ შიშუელი და უშუერი.

40 და მოიყვანნენ შენ ზედა ერნი და დაგაქვაონ შენ ქვებითა და მოგასრულონ შენ მახჳლებითა მათითა.

41 და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა და ყონ შენ შორის შურისძიებაჲ წინაშე დედათა მრავალთასა; და მოგაქციო შენ სიძვისაგან და სასყიდელნი არ მისცნე არღა მერმე.

42 და მოვავლინო გულისწყრომაჲ ჩემი შენ ზედა და აღებულ იქმნეს შური ჩემი შენგან, და განვისუენო და არღა ვზრუნვიდე მერმე.

43 მათ წილ, რომელ არ მოიჴსენე დღე სიჩჩოჲსა შენისაჲ და მაწუხებდ მე ამათ ყოველთა მიერ. და, აჰა, მე გზანი შენნი თავსა ზედა შენსა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - და ეგრეთცა არა ვიყავ ყოვლისაებრ უთნოობისა შენისა ყოველთა ზედა უსჯულოებათა შენთა.

44 ესე ყოველნი იყვნენ, რაოდენნი თქუნეს ძჳნად შენდა იგავისა მიერ მეტყუელთა, ვითარცა დედა მისი, ეგრეთცა ასული მისი.

45 ასული დედისა შენისაჲ შენ ხარ, განმშორებელი ქმრისა თჳსისაჲ და შვილთა თჳსთაჲ, და დაჲ დათა შენთაჲ, რომელთა განიშორნეს ქმარნი მათნი და შვილნი მათნი, დედაჲ თქუენი ქეტტელა და მამა თქვენი - ამორეველი.

46 დაჲ თქვენი უხუცესი - სამარიაჲ, იგი, ასულნი მისნი, დამკჳდრებულნი მარცხენით შენსა; და დაჲ შენი უმრწემესი შენი, დამკჳდრებული მარჯუენით შენსა - სოდომაჲ, და ასულნი მისნი.

47 და არცა ვითარ გზათა მათთა ზედა ხჳდოდე, არცა უსჯულოებათა მათთაებრ ჰყავ მცირედ, აღემატე მათ ყოველთა შინა გზათა შენთა.

48 ცხოველ ვარ მე, - ადონაი იტყჳს უფალი, - უკუეთუ ყო სოდომამან, დამან შენმან მან, და ასულთა მისთა, ვითარსახედ ჰყავ შენ და ასულთა შენთა.

49 გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,

50 და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე.

51 და სამარიამან ნახევართაებრ ცოდვათა შენთასა არ ცოდა; და განამრავლენ უსჯულოებანი შენნი უფროს მათსა და განამრავლენ დანი შენნი ყოველთა მიერ ცოდვათა შენთა და ყოველთა მიერ უსჯულოებათა შენთა, რომელნი ჰქმნენ.

52 და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი გარდარეული, რომლითა განხრწნენ დანი შენნი ცოდვათა შინა შენთა, რომელნი იუსჯულოენ უფროს მათსა და განამართლენ იგინი უფროჲს თავისა შენისა, შენ შეირცხჳნე და მიიღე უპატიოება შენი განმართლებითა შენგან დათა შენთაჲთა.

53 და გარემივაქცინე გარემიქცევანი მათნი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაჲ, და გარემივაქციო გარემიქცევაჲ სამარიისაჲ და ასულთა მისთაჲ და გარემივაქციო გარემიქცევაჲ შენი შორის მათსა,

54 რათა მიიღო ტანჯვაჲ შენი და უპატიო იქმნე ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ შენ მიერ განრისხებითა ჩემითა.

55 და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალადეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან. და სამარიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან; და შენ და ასულნი შენნი კუალად ეგნეთ, ვითარცა იყვენით დასაბამითგან.

56 და არა თუმცა იყო სოდომაჲ, დაჲ შენი, სასმენელად პირსა შინა შენსა დღეთა შინა ამპარტავანებისა შენისათა.

57 პირველ გამოჩინებისა უკეთურებისა შენისა, ვითარსახედ საყუედრელ ხარ აწ ასულთა ასურეთისათა და ყოველთა გარემოსთა მისთა და ასულებისა უცხოთა მათთაჲსა, რომელ არიან გარემოს შენსა?

58 და უთნოობანი შენნი და უსჯულოებანი შენნი, შენ მოიხუენ ესენი, - იტყჳს უფალი.

59 ამათ იტყჳს ადნაი უფალი: და ვყო შენ შორის, ვითარცა ჰყავ, ვითარცა უპატივო-ჰყავ წყევაჲ ესე გარდასლვად მცნებისა ჩემისა.

60 და მოვიჴსენო მე აღთქმისა ჩემისა შენდა მიმართისაჲ დღესა შინა სიჩჩოჲსა შენისასა და აღგიდგინო შენ აღთქმა ჩემი აღთქმად საუკუნოდ.

61 და მოიჴსენნე გზანი შენნი და უპატივო იქმნე მოხუმასა შენგან დათა შენთა, უხუცესთა შენთასა, უმრწემესთა თანა შენთა, და მიგცნე იგინი შენ გამოსაცდელად და არა აღთქმად შენდა.

62 და აღვადგინო მე აღთქმაჲ ჩემი შენ თანა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი,

63 რაჲთა მოიჴსენო და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა პირისაგან უპატიოვებისა შენისა ლხინებასა შენსა ჩემგან ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

<< ← Prev Top Next → >>