Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა წელსა შინა მეშჳდესა, მეხუთესა თთუესა, ათსა თთჳსასა, მოვიდეს კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა გამოკითხვად უფლისა და დასხდეს წინაშე პირსა ჩემსა.

2 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

3 ძეო კაცისაო, თქუ მოხუცებულთა მიმართ ისრაჱლისათა და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ გამოკითხვად ჩემდა მოხუალთ თქუენ, ცხოველ ვარ მე, უკუეთუ მიგიგო თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

4 უკუეთუ უსაჯი მათ შჯაჲ, ძეო კაცისაო, უსჯულოებანი მამათა მათთანი უწამენ მათ.

5 და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღით რომლითგან სათნო ვიყავ სახლი ისრაჱლისაჲ და ვეცნობე თესლსა სახლისა იაკობისსა და ვეცნობე მათ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა და შევეწიე მათ ჴელითა ჩემითა მეტყუელი: მე უფალი ღმერთი თქუენი,

6 მას დღესა შინა შევეწეოდე მათ ჴელითა ჩემითა გამოყვანებად მათდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა ქუეყანად, რომელი განუმზადე მათ, ქუეყანად მადინებელად სძისა და თაფლისა, გოლი არს უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

7 და ვთქუა მათდამი: თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი განყარენინ და სიმარჯუეთა შინა ეგჳპტისათა ნუ შეიგინებით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

8 და განდგეს ჩემგან და არა ინებეს სმენად ჩემი, თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი არა განყარნეს და სიმარჯუენი ეგჳპტისანი არ დაუტევნეს, და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, შესრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის საშუალ ქუეყანასა ვგჳპტისასა.

9 და ვყო, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთასა იგინი არიან შორის მათსა, და რომელთა შორის ვეცნობე წინაშე მათსა, გამოყვანებად მათდა ეგჳპტით.

10 და გამოვიყვანენ იგინი ეგჳპტისაგან და მივიყვანენ იგინი უდაბნოდ.

11 და მივსცენ მათ ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი ვაუწყენ მათ, რაოდენნი ყუნეს იგინი კაცმან, და ცხოვნდეს მათ შინა.

12 და შაბათნი ჩემნი მივსცენ მათ ყოფად იგინი სასწაულად შორის ჩემსა და შორის მათსა, რაჲთა ცნან მათ, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდამყოფელი მათი და ვთქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: უდაბნოს ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ, და არა ვიდოდეს, და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყუნეს იგინი კაცმან და ცხოვნდეს მათ შინა,

13 და განმამწარეს მე სახლმან ისრაჱლისამან, უდაბნოს ზედა ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყუნეს იგინი კაცმან და ცხონდეს მათ შინა; და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს ფრიად; და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა უდაბნოს შინა აღსაჴოცელად მათდა.

14 და ვყავ, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

15 და მე აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, უდაბნოს შინა, რაჲთურთით არა შეყვანებად მათდა ქუეყანად, რომელი მივეც მათ ქუეყანად მადინებელად სძესა და თაფლსა, გოლ არს უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

16 მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი განიშორნეს, და ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს მათ შინა და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს, შემდგომად გულისზრახვათა მათთასა ვიდოდეს.

17 და ჰრიდა მათ თუალმან ჩემმან არა აღჴოცად მათდა და არა ვყვენ იგინი მოსასრულებლად უდაბნოს ზედა.

18 და ვთქუ შვილთა მათთა მიმართ უდაბნოსა შინა: შჯულებთა შორის მამათა თქუენთაჲსა ნუ ხუალთ, და სამართალთა მათთა ნუ დაიმარხავთ, და სიმარჯუეთა მათთა ნუ თანაღერევით და ნუ შეიგინებით.

19 მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ და სამართალნი ჩემნი დაიმარხენით და ყვენით იგინი.

20 და შაბათნი ჩემნი წმიდა-ყვენით იგინი, და იყვნენ სასწაულად შორის თქუენსა და შორის ჩემსა ცნობად, ეითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

21 და განმამწარეს მე შვილთაცა მათთა: ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი არ დაიმარხნეს ყოფად მათდა, რომელთაჲ მოქმედი მათი კაცი ცხონდეს მათ შინა. და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და ვთქუ მიფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, აღსრულებად რისხვაჲ ჩემი მათ ზედა, უდაბნოსა შინა.

22 და მოვაქციე ჴელი ჩემი მათგან, რომელი ვყავ ჩემთჳს, რაჲთა სახელი ჩემი რაჲთურთით არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

23 და აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა უდაბნოსა შინა განბნევად მათდა წარმართთა შორის და განთესვად მათდა სოფლებთა შორის.

24 მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი არა ყვნეს, და ბრძანებანი ჩემნი განიშორნეს, და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და უკუანა გულისზრახვათა მამათა მათთასა იყვნეს თვალნი მათნი.

25 და მე მივსცენ მათ ბრძანებანი არაკეთილნი და სამართალნი, რომელთა შინა არ ცხოვნდენ მათ შინა.

26 და მწიკულევან-ვყუნე იგინი ნიჭთა შინა მათთა განსლვასა ჩემსა ყოვლისა მიმართ განმღებისა საშოჲსაჲსა, რაჲთა უჩინო-ვყო იგი, რაჲთა ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

27 ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვიდრე ამისამდე განმარისხეს მე მამათა თქუენთა დაკუეთებათა მიერ მათთა, რომელთა შინა დაეკუთნეს თჳთ ჩემდამო.

28 და შევიყვანენ იგინი ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მათ, და იხილეს ყოველი ბორცჳ მაღალი და ყოველი ხე ჩრდილოანი და უზორეს მუნ ღმერთთა მათთა და დააწესეს მუნ საკუმეველი ძღუენთა მათთაჲ, და დადვეს მუნ საყნოსი სულნელებისა მათისაჲ, და უგეს მუნ გებანი მათნი.

29 და ვთქუ მათდამი: რაჲ არს იავვანა, რამეთუ თქუენ შეხუალთ მუნ? და ეწოდა სახელი მისი იავვანა ვიდრე დღესისა დღემდე.

30 ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: უსჯულოებათა შინა მამათა თქუენთასა შეიგინებით თქუენ, და უკუანა საძაგელთა მათთა ისიძავთ თქუენ.

31 და დასაბამთა შინა მისაცემელთა თქუენთასა და განჩინებათა შინა თქუენთა, განვლებისა მიერ შვილთა თქუენთასა ცეცხლისა შორის, თქუენ შეიგინებით. და ყოველთა შინა გულისზრახვათა მათთა ვიდრე დღესისა დღემდე, და მე სიტყუა-გიგო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო? ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ მიგიგო თქუენ

32 და აღვიდეს სულსა თქუენსა ზედა ესე. და არა იყოს, ვითარსახედ თქუენ იტყჳთ: ვიყუნეთ, ვითარცა წარმართნი და ვითარცა ტომნი ქვეყანისანი, დაკუთნვად ძელთა და ქვათა.

33 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი; არა თუ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა ვმეფობდე თქუენ ზედა.

34 და გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, სადა განიბნიენით მათ შორის, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა.

35 და მიგიყვანნე თქუენ უდაბნოდ ერთა და განგესაჯო თქუენდამი მუნ პირითა პირისა მიმართ.

36 ვითარსახედ განვესაჯე მამათა თქუენთა მიმართ უდაბნოსა შინა ეგჳპტისასა, ესრეთ გსაჯნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

37 და მოგიყვანნეთ თქვენ ქუეშე კუერთხსა ჩემსა, და შეგიყვანნე თქუენ რიცხუსა შორის აღთქუმისასა. და გამოვარჩინე თქუენგან უთნონი და განდგომილნი

38 მით, რამეთუ ქუეყანისაგან მსხემობისა მათისა გამოვიყვანენ იგინი და ქუეყანად ისრაჱლისა არა შევიდენ, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

39 ხოლო თქუენ სახლო ისრაჱლისაო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, კაცადმან სიმარჯუენი თჳსნი მოისპენით და ამათს შემდგომად, უკუეთუ თქუენ ისმინოთ ჩემი და სახელი მისი წმიდაჲ შეაგინოთ, არღა მერმე ძღუენთაებრ თქუენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა გიყო თქუენ

40 მით, რამეთუ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, - მუნ მმსახურებდეს მე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად ქუეყანასა ზედა, და მუნ შევიწყნარნე მე იგინი, და მუნ ზედმივიხილო დასაბამთა თქუენთა და დასაბამთა განნაჩინებთა თქუენთასა, ყოველთა შორის სიწმიდეთა თქუენთა?

41 საყნოსად სულნელებისად შეგიწყნარნე თქუენ, გამოგიყვანნე რაჲ თქუენ ერთგან, და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, რომელთა შორის განიბნიენით მათ შორის, და წმიდა ვიყო თქუენ შორის წინაშე თუალებსა ერთასა.

42 და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი შეყვანებასა შინა ჩემ მიერ თქუენსა ქუეყანად ისრაჱლისა. ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა თქუენთა.

43 და მოიჴსენოთ მუნ გზათა თქუენთაჲ და სიმარჯუეთა თქუენთა ყოველთაჲ, რომელთა შინა შეიგინებოდეთ მათ შინა; იცემდით პირთა თქუენთა ყოველთა ზედა უკეთურებათა თქუენთა, რომელთაცა იქმოდეთ.

44 და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, ესრეთ რაჲ გიყო თქუენ, რაჲთა არა შეიგინოს სახელი ჩემი არა გზათა თქუენთაებრ ბოროტთა, არცა სიმარჯუეთა თქუენთაებრ განხრწნილთა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

45 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

46 ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი თემანსა ზედა, და მიიხლე დაგონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მაღნარსა ზედა წინამძღუარსა ნაგევისსა.

47 და ჰრქუა მაღნარსა ნაგევისა: ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: აჰა მე აღვაგზნა შენ შორის ცვცხლი და შეჭამოს შენ შორის ყოველი ხე ნედლი და ყოველი ხე ხმელი, არა დაშრტეს ალი აღტყინებული და დაიწვას მის შორის ყოველი პირი მზის აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილოდმდე.

48 და ცნას ყოველმან ჴორციელმან, ვითარმედ მე უფალმან აღვაგზენ იგი, და არა დავშრიტო და ვთქუ: ნუსადა, უფალო, უფალო! იგინი მეტყჳან მე, ანუ არა იგავი თქმული არს ესე?

<< ← Prev Top Next → >>