Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტჳროსისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა შორის ზღჳსასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

3 ნუ უბრძნეს ხარა შენ დანიელისსა? ბრძენთა არ განგსწავლეს შენ ზედმიწევნულობასა შინა მათსა?

4 ნუ ზედმიწევნულობისა მიერ შენისა, ანუ ცნობისა მიერ შენისა ჰყავ თავისა შენისა ძალი და დაიკრიბე ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შინა შენთა.

5 ანუ სიმრავლისა მიერ ზედმიწევნულობისა შენისა და ვაჭრობისა მიერ შენისა განამრავლე ძალი შენი და ამაღლდა გული შენი ძალსა ზედა შენსა;

6 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ვინაჲთგან მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

7 ამის წილ, აჰა, მე მოვაწინე შენ ზედა უცხოთა ბუგრებრთა ნათესავნი და წარმოსცალნენ მახჳლნი მათნი შენ ზედა და სიკეთესა ზედა ზედმიწევნულობისა შენისასა და ჯუარს-აცუან სიკეთე შენი.

8 წარსაწყმედელად შთამოგაქუეონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულთაჲთა გულსა შინა ზღჳსასა.

9 ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაჲსა.

10 სიკუდილითა წინადუცვეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელებითა უცხოთაჲთა, რამეთუ მე ვთქუ, იტყჳს ადონაი უფალი.

11 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, აღიღე გლოაჲ მთავარსა ზედა ტჳრელსა

12 და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შენ ხარ აღმონაბეჭდავ, სავსე სიბრძნითა მსგავსებისაჲთა და გჳრგჳნ სიკეთისა.

13 საშუებელსა შინა სამოთხისა ღმრთისასა იშევ: ყოველი ქვაჲ კეთილი შეგემოსა: სარდიონი, და პაზიონი, და სამარაგდოჲ, და ანთრაკი, და საპფირონი, და იასპი, და ვეცხლი, და ოქროჲ, და ლიგჳრიონი, და აქატი, და ამეთჳსტონი, და ოქროქვაჲ, და ვირილლჳონი, და ფრცხილი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და ფასისსაცავნი შენნი შენ შორის. დღით, რომლითგან აღეგე.

14 შეიმზადე ქერუვიმისა თანა და მიგეც შენ მთასა წმიდასა ღმრთისასა, იყავ შორის ქვათა ცეცხლისათა.

15 იყავ შენ უბიწო დღეთა შინა შენთა, რომლით დღითგან აღეგე შენ, ვიდრემდის იპოვნეს უსამართლობანი შენნი შენ შორის.

16 სიმრავლისაგან ვაჭრობისა შენისა აღავსენ საუნჯენი შენნი უსჯულოებითა; და სცოდე და მოწყლულ იქმნეს მთისაგან ღმრთისაჲსა და განგიყვანა შენ ქეროვიმმან საშუალისაგან ქვათა ცეცხლისათაჲსა.

17 ამაღლდა გული შენი სიკეთესა შენსა ზედა, და განიხრწნა ზედმიწევნულობაჲ შენი სიკეთისა თანა შენისა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა ქუეყანასა ზედა მიგაგდებენ, წინაშე მეფეთასა დაგაგდე შენ სამაგალითოდ დადებად.

18 სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა და უსამართლოებისა ვაჭრობისა შენისა შევაბილწენ სიწმიდენი შენნი; და აღვაგზნა ცეცხლი საშუალ შენსა, ამან შეგჭამოს შენ და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა ზედა შენსა, წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.

19 და ყოველნი მეცნიერნი შენნი წარმართთა შორის დაჭმუნდენ შენ ზედა; წარსაწყმედელ იქმნე და არა იყო მერმე უკუნისამდე.

20 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი სიდონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა

21

22 და თქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სიდონ, და ვიდიდო შენ შორის და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ქმნასა შინა ჩემგან შენ შორის მსჯავრთასა, და ვიდიდო მე შენ შორის.

23 და გამოვავლინო შენ ზედა სიკუდილი და სისხლი უბანთა შორის შენთა, და დაეცნენ წყლულნი მახჳლებითა შენ შორის, გარემოჲს შენსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

24 და არა იყვნენ არა მერმე სახლისა ისრაჱლისა საქენჯნელ, საწერტელ სიმწარის და ეკალ სალმობის ყოველთაგან გარემოთა მათთა, უპატიომყოფელთა მათთა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

25 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევკრიბო სახლი ისრაჱლისაჲ წარმართთაგან, სადა განითესნეს, მუნ, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის, წინაშე ერთა და წარმართთასა, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მონასა ჩემსა, იაკობსა,

26 და დაემკჳდრნენ მის ზედა სასოებით და აღაშენნეს სახლნი, და დაჰნერგნენ ვენაჴოანნი და დაემკჳდრნენ სასოებით, ოდეს ვყო მსჯავრი ყოველთა თანა შეურაცხისმყოფელთა მათთა, გარემოსნი შორის მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და ღმერთი მამათა მათთა.

<< ← Prev Top Next → >>