Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 წელსა მეათორმეტესა, თთუესა შინა მეათორმეტესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა,

3 იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი.

4 და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა აღეწებნენ.

5 და განგაგდო შენ უდაბნოდ მიმართ, შენ და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი. და დაგამჴუა სწრაფით და პირსა ზედა ველისასა დაჰვარდე, და არღარა შემოჰკრბე და აღარა კრება-ჰყო; მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგცე შენ შესაჭმელად.

6 და ცნან ყოველთა დამკჳდრებულთა ეგჳპტისათა, ვითარმედ მე ეარ უფალი მის წილ, რომელ ექმენ კუერთხ ლერწმისა სახლსა ისრაჱლისასა.

7 ოდეს გიპყრეს შენ ჴელითა მათითა, შეიმუსრე და ოდეს ეზედმპყრობელა მათ ზედა ყოველი ჴელი და ოდეს ზედგანისუენა შენ ზედა, შეიმუსრე და შეჰფქევ ყოველი ძალი მათი.

8 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვაწევ შენ ზედა მახჳლსა და წარვსწყმედ კაცთა შენგან და საცხოვართა.

9 და იყო ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარსაწყმედელად და მოსაოჴრებელად და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ნაცვლად თქმისა შენგან: მდინარენი ჩემნი არიან და მე შევქმენ იგინი,

10 ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა.

11 არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.

12 და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის.

13 ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე მეგჳპტელნი წარმართთაგან, სადა განიბნინეს, მუნ.

14 და მოვაქციო ტყუეობაჲ ეგჳპტისაჲ და დავამკჳდრნე იგინი პათურისსა, ქუეყანასა შინა, რომლისაგან მოცემულ იქმნეს, და იყოს მუნ სამთავროჲ მდაბალი უფროს ყოველთა სამთავროთასა.

15 და იყოს სიმდაბლე არამაღლებად მერმე წარმართთა ზედა და შემცირებულ-ვყუნე იგინი უმრავლო-ყოფაღ მათდა წარმართთა შორის.

16 და არღა იყვნენ მერმე სახლისათჳს ისრაჱლისა სასოებად, აღსაჴსენებელად უსჯულოებისა შედგომასა შინა მათსა უკანა გულთა მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

17 და იყო შვიდ და მეოცესა წელსა ერთსა თთჳსასა იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18 ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან დაამონა ძალი თჳსი მონებითა დიდითა ტჳროსსა ზედა; ყოველი თავი მტიერ და ყოველი მჴარი მოშუე და სასყიდელი არა იქმნა მისსა და ძალი მისი ტჳროსსა ზედა დამონებასა, რომელი ჰმონეს მის ზედა.

19 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მიცემით მივსცე მე ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონისასა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და წარიღოს სიმრავლე მისი და წარიტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყვნეს იავარნი მისნი, და იყოს სასყიდელ ძალისა მისისა.

20 მსახურებისა წილ მისისა, რომელი ჰმონა ტჳროსსა ზედა, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი; ამათ იტყჳს უფალი, უფალი:

21 მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისაჲ და შენ მიგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

<< ← Prev Top Next → >>